მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 16:9

8. და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა.9. და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა.10. სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 16
9. და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთექვსმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 16; 1-9]

1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. 2. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად. 3. ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. 4. უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა. 5. და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თჳსისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ? 6. და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. და ჰრქუა მას: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი. 7. მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოელი იფქლისაჲ. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაწერე: ოთხმეოცი. 8. და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა. 9. და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა...

სრულად ნახვა
ჰომილია 12
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...და ეს როგორ შეიძლება მოხდეს? რადგან დამღუპველია ეს ვნება, და შეუძლებელია, შეუძლებელია უსამართლოდ მოქცევის გარეშე გამდიდრება. ეს ქრისტემაც გამოაცხადა, როცა თქვა: „ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა“ (). მაშ, ამბობს, თუ მამისგან მიიღებს მემკვიდრეობას? უსამართლობით შეგროვებული მიიღო. რადგან მისი წინაპარი ადამიდანვე მდიდარი ხომ არ ყოფილა; არამედ სავარაუდოა, რომ მანამდე მრავალი სხვა ყოფილიყო და შემდეგ იმ მრავალთა შორის ვინმე აღმოჩენილიყო, რომელმაც სხვათა ქონება უსამართლოდ აიღო და მოიხმარა. მაშ, რა? აბრაამს, ამბობს, უსამართლო სიმდიდრე ჰქონდა?

ხოლო იობზე რას იტყვი — „ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა“ ()? მათი სიმდიდრე ოქროში არ იყო, არც ვერცხლში, არც ნაგებობებში, არამე...

სრულად ნახვა
ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ინი შინაგანთა რიცხვში გადავიტანოთ. რადგან შეუძლებელია ფულის თან წაღებით წასვლა, მაგრამ შესაძლებელია მოწყალების თან წაღებით წასვლა; უფრო სწორად, წინასწარ გავგზავნოთ ისინი, რათა საუკუნო სამყოფლებში კარავი მოგვიმზადონ, როგორც წერია: „შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა“ ().

3.

ქონებას სარგებლობის მიხედვით ეწოდება ასე და არა იმის მიხედვით, თითქოს მისი ბატონები ვიყოთ; თვით მონაგარიც სარგებლობაა და არა მფლობელობა. აბა, მითხარი: ყოველი ყანა რამდენი ბატონის ხელში გადასულა და კიდევ რამდენისა გახდება? ერთი ფრიად ბრძნული ანდაზაც ითქმის (რადგან ხალხური ანდაზები არ უნდა შეურაცხვყოთ, თუკი მათში რაიმე ბრძნულია): „ყანავ, რამდენისა იყავი და რამდენისა იქნები?" ეგევე უნდა ვთქვათ სახლებზეც და ეგევე - ქონებაზეც. მხოლოდ სათნოებამ იცის ჩვენთან ერთად მგზავრობა; მხოლოდ სათნოება გადადის იქაურ ცხოვრებაში. ბოლოს და ბოლოს მოვადუნოთ და ჩავაქროთ ქონების წადილი, რათა იქაურის სურვილი ავანთოთ....

სრულად ნახვა
საუბარი 3. გაგრძელება სიტყვებზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", სიტყვებამდე: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი" (დაბ 1:1-5)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. მოწყალება ღარიბთა მიმართ:

...ით ვკეტავთ ფულს კარებითა და ურდულებით, და ამ ფულს, რომელიც უსარგებლოდ და უმიზნოდ ძევს, ახლა გაჭირვებულთ არ ვაძლევთ, რომ მომავალ საუკუნეში მათში ჩვენი მფარველები ვიპოვოთ? „ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა" (). ვიცი, რომ ბევრი არა თუ მხოლოდ ჩვენს სიტყვებს არ იღებს, არამედ მნიშვნელობასაც არ ანიჭებს, ცარიელ ლაპარაკად და ზღაპრად მიიჩნევს. ამიტომაც ვიტანჯები და ვწუხვარ, რომ არც თავად გამოცდილება, არც ღვთის ასეთი დიდი აღთქმა, არც მომავლის შიში, არც ყოველდღიური შეგონებანი ჩვენნი ვერ შეძლებენ ამ ადამიანების შერყევას; მიუხედავად ამისა, არ შევწყვეტ ამგვარი შეგონების განმეორებასას, ვიდრე ჩემი დაჟინებით არ შევძლებ მათ დაძლევასას, ყურადღებიანობის გამოღვიძებასა და იმ გაძღომისა და სიმთვრალისგან გამოყვანას, რომელშიც ფულის ვნებამ ჩააგდო, მათი გონება დააბნელა რა. ვიცი, ვიცი, რომ ღვთის მადლის შემდეგ ჩვენი მუდმივი სწავლებანიცა და მარხვის წამალიც შეძლებენ, თუნდაც მალე არა, ამ მძიმე სენისგან მათ განკურნებას და სრულ ჯანმრთელობას დაუბრუნებენ, რათა ისინიც თავისუფალნი გახდნენ მოელოდებული სასჯელისგან, ჩვენც მწუხარებისგან გავთავისუფლდეთ და ყველაფრისთვის დიდებ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს:

...დებოდეთ, რაჲთა მეოხ გუეყვნენ წინაშე ღმრთისა; არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა არა ვიყვნეთ უდებებასა შინა და ცოდვასა, შუებასა და ძილსა და ვჰგონებდეთ სხუათა ლოცვითა მიმთხუევად ცხორებასა.

რამეთუ ისმინეთ, რასა მეტყჳს უფალი: „მოიგენით თავისა თჳსისა მეგობარნი“. ესე თქუა და არა დაიდუმა, არამედ შესძინა: „მამონაჲსაგან სიცრუისა“, რაჲთა შენცა ნაყოფი გაქუნდეს სათნოებისაჲ და არა ცუდად გინდეს მეგობართა მოგებაჲ. რამეთუ სახელითა მით მამონაჲსითა სიცრუით მოგებულისა მის სიმდიდრისაგან მოწყალებისა ქმნაჲ მოასწავა, და საკჳრველი ესე არს, რომელ არცა გამოეძიებს მონაგებსა მას სიცრუისასა და გარემიაქცევს, ვითარმცა იტყოდა: მოგიგიეს ბოროტად, წარაგე აწ კეთილად, შეგიკრებიეს უჯეროდ, განაბნიე ჯეროვნად. და რაჲ სათნოებაჲ არს ესევითარისა მონაგებისაგან ქმნაჲ ქველისსაქმისაჲ? გარნა ღმერთი თჳსისა კაცთმოყუარებისათჳს ამასცა შეიწირავს. ხოლო ჩუენ ესოდენსა მოვიწიენით ულმობელობასა, რომელ არცა თუ სიცრუით შეკრებულისა მისგან ვიქმთ ქველისსაქმესა, არამედ ბევრეული რაჲ მოვიტაცოთ, უკუეთუ მცირედი რაჲმე მივსცეთ, ვჰგონებთ, თუ ყოველი მიგჳცემიეს. არა გესმისა, რასა იტყჳს პავლე: „რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს“. რაჲსათჳს უკუე ერიდები? არა...

სრულად ნახვა