მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 18:1

1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა.2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 18
1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთვრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 18; მ. 1-8]

1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე. 6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს. 7. ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? 8. გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?

რამდენადაც უფალმა მწუხარებანი და საფრთხეები ახსენა, მათგან კურნებასაც გვთავაზობს. ეს კურნება ლოცვაა და არა უბრალოდ ლოცვა, არამედ განუწყევეტელი და გაძლიერებული...

სრულად ნახვა
თავი ი̂ვ. პეტრეს მიერ თხრობაჲ კორნილიოჲსთჳს და ბარნაბჲს ანტიოქიად წარვლინებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალემს მათთჳს, და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე, რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა, და ჰლოცვიდა ყოველთა გულსმოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ, რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა (11,22-24).:

...ლად მუნვე იქციან და არასადა განეშორებოდეს ათორმეტნი იგი იერუსალემსა და ჰურიასტანსა, ვიდრე წარსლვადმდე პავლესსა ჰრომედ. ხოლო მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიად, ვითარცა წამებული აღსავსედ სულითა წმიდითა და კაცად სახიერად. სახიერ უკუე ეწოდა არა წინა-აღმდგომად სიტყჳსა მის, ვითარმედ: "არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი" (), არამედ რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ ღმერთსა ბუნებით აქუს სახიერებაჲ, და არავინ არს ბუნებით სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო მის მიერვე მადლით და მინიჭებით ბარნაბასცა და მსგავსთა მისთა ყოველთა სახიერ სახელ-ედების, რაჟამს ყოველთა მოქენე და განმამტკიცებელ იყვნენ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა და ერთა ურიცხუთა ქადაგ სარწმუნოებისა.

და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესსა და პოვა და მოიყვანა ანტიოქიად. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად (11,25-26).

თარგმანი: რად არა მოციქულთა მიუწერეს პავლეს მოსლვაჲ ანტიოქიად, თჳნიერ მივლინებისა ბარნაბაჲსსა? — ცხად არს, ვითარმედ არღა ფრიად შემეცნებულ იყვნეს ძლიერებასა ქადაგებისა მისისასა.

იმისთჳს მათ ბარნაბა მოავლინეს ანტიოქიად. ხოლო ბარნაბა დატევებად სცა პავლეს ტარსუნი, ვითარცა უმცირესი, და მოიყვან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლთ ძჳრისჴსენებისათჳს და მოწყალებისა:

...დენ.

და უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: და რომელი საქმჱ არს, რომელი მას ცხორებასა ღირს-მყოფს ჩუენ? ისმინე თავადისაჲ მის, რასა ეტყჳს ჭაბუკსა ვისმე, რომელმან თქუა, ვითარმედ: „რაჲ ვყო, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?“ ; ; და უფალმან ჰრქუა მას სხუათა მათ მცნებათათჳს და უკუანაჲსკნელ მოვიდა სიყუარულსა მოყუსისასა, ვითარცა ბეჭედსა მას ყოვლისასა. და უკუეთუ ვინ თქუას აწცა, ვითარმედ: არა მიმრუშავს, არა მიპარავს, არა კაც-მიკლავს, გარნა ესე-მე-მცა იპოვამცაა წარმართებაჲ, რაჲთამცა შეიყუარა მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი? რამეთუ უკუეთუ ვის ეშურა, ანუ ძჳრი უზრახა, ანუ ბოროტისა წილ ბოროტი მიაგო, ანუ არა მისცა, რაჲ მას უჴმდა, არა შეუყუარებიეს, ვი-თარცა თავი თჳსი. და არა ესე ოდენ ბრძანა ქრისტემან, არამედ სხუაჲცა, ვითარმედ: „განყიდე მონაგები შენი, მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“, ; ; რამეთუ საქმეთა მიერ მსგავსებასა უწოდა შედგომად.

რასა უკუე ვისწავლით ამისგან? ერთად, ვითარმედ რომელსა ესე ყოველი არა აქუნდეს, ვერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...ნი, რამეთუ მზა არს სახიერი ღმერთი შეწყნარებად მონანულთა.

და ამას ვიტყჳ არა ამისთჳს, რაჲთამცა უდებებად მოგიყვანენ. ნუ იყოფინ! არამედ რაჲთა არავინ მოვიდეს სასოწარკუეთილებად.

გნებავსა ცნობად, ვითარ სახიერ არს მეუფჱ ჩუენი? წარდგა ოდესმე მეზუერე, სავსე ბევრეულითა ბოროტითა, და თქუა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“, და მოიქცა განმართლებული. რაჲმცა იყო სწორი ამის კაცთმოყუარებისა? არამედ ესე არს ბოროტი ჩუენი, რომელ არცა თუ ესოდენსა ლმობიერებასა ვაჩუენებთ, არცა ჴელ-ვჰყოფთ მცნებათა ქრისტესთა აღსრულებად. ამისთჳს უკურნებელ იქმნებიან სენნი ჩუენნი. ხოლო უკუეთუმცა მოვიქეცით სინანულად, არა ძალ-უც სიმრავლესა ცოდვათა ჩუენთასა ძლევად სახიერებასა ღმრთისასა. ნუ იყოფინ!

არამედ ჵ ჩუენი ესე გულფიცხელობაჲ! ყოველნი შექცეულ ვართ ანგაჰრებასა, ვეცხლისმოყუარებასა, უდებებასა და სხუათა ბოროტთა. მე-შინის, ნუუკუე ითქუას ჩუენთჳსცა, რაჲ-იგი ჰრქუა ღმერთმან იერემიას ჰურიათათჳს: „არა ჰხედავო, რასა ესენი იქმან? მამანი მათნი აგზებენ ცეცხლსა, ძენი მათნი კრებენ შეშასა, დედანი მათნი ზელენ ცმელსა“.

ნუუკუე ჩუენთჳსცა ითქუას: არა ჰხედავ, რასა ესენი იქმან? ყოველნი თჳსსა ეძიებენ და არა ქრისტესსა: მამანი მიმორბიან მიხუეჭად და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათდა“ (6,1).:

...ნერგისასა. და იხილე, ვინაჲ იწყო: მარხვისაგან და ლოცვისა და მოწყალებისა, რამეთუ უფროჲს ყოვლისა ამათ სათნოებათა თანა ჩუეულ არს ზუაობაჲ მახლობელობად და განრყუნად მა-თისა მის სიკეთისა, ვითარცა ფარისეველსა მას შეემთხჳა, რომელი იტყოდა: „ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“; და ლოცვასა მას შინა ზუაობდა და მაჩუენებლობით იქმოდა. და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე უფლისაჲ, ვითარ იწყო, ვითარცა მჴეცისა რაჲსამე მძჳნვარისათჳს ანუ მპარვისა ღამით მკრეხველისა. ესრეთ განგუაკრძალებს და იტყჳს: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა“, რამეთუ მჴეცი ესე და მპარავი უცნაურად მოვალს და ყოველსა ნამუშაკევსა ჩუენსა წარიპარავს და საუნჯესა მას სულისა ჩუენისასა სრულიად ცარიელსა დაუტეობს.

ვინაჲთგან უკუე მრავალი წარმოთქუა მოწყალებისათჳს უფალმან და ღმრთისა სახიერებაჲ სახედ მოგუცა, რომელმან აღმოაბრწყინვის მზე ბოროტთა ზედა და კეთილთა, და ყოვლით კერძო გუამცნო შემკობაჲ სულთა ჩუენთაჲ ყუავილითა მოწყალებისაჲთა, ამისთჳს განგუაკრძალებს სიმყრალისა მისგან ზუაობისა და იტყჳს: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა”. და საგონებელ არს ორივე ესე ერთად - „წინაშ...

სრულად ნახვა