1.ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ.2.და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია.3.და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ.4.მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.5.და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთაჲთა.6.და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი;7.უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე ყოველი.8.მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.9.და მოიყვანა იგი იერუსალჱმდ და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად,10.რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა.11.ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.12.მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: თქმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.13.და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე.14.და მოიქცა იესუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა გალილეად; და ჰამბავი განჴდა მისთჳს ყოველსა მას გარემო სოფლებსა.15.და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.
16.და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ.17.და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო:18.სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა,19.და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული.20.და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს.21.და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა.22.და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი?23.და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. და ჰრქუეს მას: რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა.24.ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა.25.ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშა ცაჲ სამ წელ და ექუს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა.26.და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა.27.და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური.28.და აღივსნეს ყოველნი გულის-წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე.29.და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი.30.ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.
31.და შთავიდა კაპერნაუმდ, ქალაქსა გალილეაჲსასა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა.32.და უკჳრდა მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ჴელმწიფებით იყო სიტყუაჲ იგი მისი.
33.და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა:34.ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოხუედ წარწყმედად ჩუენდა: გიცი შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.35.და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არაჲ ავნო მას.36.და იყო განკჳრვებაჲ მათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჴელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა, და განვლენ?37.და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთჳს ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა.
38.და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სიმონისსა; ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთჳს.39.და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეყსეულად დაუტევა იგი, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.40.და დასვლასა ოდენ მზისასა ყოველთა რაოდენთა აქუნდა უძლურები თითო-სახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა. ხოლო თავადმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ჴელი და განკურნნა იგინი.41.და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე.
42.და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და აყენებდეს მას, რაჲთამცა არა წარვიდა მათგან.43.ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.44.და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაჲსათა.
1. ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ. 2. და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია. 3. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ. 4. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. 5. და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა...
დასასრულსა დიდისა დღესასწაულისასა მაცხოვარი, ჩვეულებისამებრ თვისისა, დასდგა შორის ერისა და იწყო სწავლად და ქადაგებად; იგი აძლევდა ნუგეშს მორწმუნეთა თვისთა, აღუთქვამდა რა მათ მოვლინებასა განმანათლებლისა სულისა წმიდისასა, და სხვათა მრავალთა ეტყოდა მათ სწავლათა და მოძღვრებათა. გარნა მსმენელთა მისთა შორის გაჩნდა ამაზედ ცილობა და შფოთი; ზოგნი იტყოდნენ: ის წინასწარმეტყველი არისო და კეთილად გვასწავლისო; სხვანი ამბობდენ: იგი ცბიერი არისო და ცუდად გვასწავლისო; ერთი სიტყვით, დიდი განწვალება და შფოთი იყო...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...ა გამოსცდიდა რაჲ, ვერ უძლო ცნობად, თუ იგი არს ძე ღმრთისაჲ. რამეთუ მაშინ რაჲ სირცხჳლეულ იქმნა, უმზირდა ჟამსა სიკუდილისასა და ჰგონებდა, რაჲთამცა რომლითა ყოველნი დაიმონნა, შეუძლო მისიცა გამოცდაჲ.
რამეთუ ეგრეთცა წერილ არს ლუკაჲს მიერ, ვითარმედ: „აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე“. ხოლო ესე იყო იგი ჟამი, და იცოდა მბრძოლმან მან, ვითარმედ უკუეთუ ამასცა ჟამსა მოუძლურდეს, დასათრგუნველ ყოველთა იქმნების, რამეთუ ესეღა ოდენ ბრძოლაჲ აკლდა, და სიტყჳთ ყოვლით კერძო ძლეულ იყო. ამისთჳს ყოველსავე იქმოდა, რაჲთამცა ცნა, თუ იგი არს მაცხოვარი, რაჲთა უკუეთუ ესე დაიდასტუროს, არღარა იკადროს მიახლებად მისა, რამეთუ იცოდა თუალთშეუდგამი ძალი ღმრთეებისა მისისაჲ. ხოლო უფალი ხედვიდა მანქანებასა მისსა. ამისთჳს ჰფარვიდა ღმრთეებასა თჳსსა და ვი-თარცა კაცი იქცეოდა, რაჲთა არა ევლტოდის იგი, ვითარცა ღმერთსა, და წარვიდეს, არამედ მოუჴდეს მას ბრძოლად, ვითარცა კაცსა, და იქმნას იგი სამღერელ კაცთა.
და ვითარცა-რაჲ მორკინალმან ანუ მჴედარმან ახოანმან, იხილის რაჲ წინააღმდგომი თჳსი შეშინებული და ლტოლვილი, შეიმოსის სახე უძლურებისაჲ, და ესრეთ შეიტყუვის უძლური იგი და შეიპყრის ახოანმან მან და ძლიერად დააკუეთის, ეგრეთვე უფალმან უძლურებითა კაცობრივითა მოიყვ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად წარიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერ-თსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე“ (4,8-10).:
...მერმეღა შეჰრისხნა და არავე რისხვით, არამედ მიუგო სიმშჳდით: „წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო“, რომელ-იგი ბრძანებაჲ იყო უფროჲსად, ვიდრეღა შერისხვაჲ. რამეთუ ჰრქუა რაჲ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ“, მუნქუესვე იოტა იგი და განდევნა და ვერღარა უძლო განცდად.
ხოლო ვითარ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი“? ესე ამისთჳს, რამეთუ თავნი რაჲ და დასაბამნი ყოველთა ბრძოლათა და განსაცდელთანი თქუნა, ამისთჳს დაურთო, ვითარმედ: „ყოველნი განსაცდელნი“. სამთა ამათ ყოველთა სახელი უწოდა, რამეთუ ესენი არიან შესაკრებელნი ყოველთა ბრძოლათა და ყოველთა განსაცდელთანი: მონებაჲ მუცლისაჲ და ცუდადმზუაობრობაჲ და სიყუარული საფასეთა და საჴმართაჲ, რომელ-ესე, ვითარცა უძლიერესი ბრძოლაჲ, უკუანაჲსკნელ წინაუყო; რამეთუ ესრეთ არს წესი ბრძოლისა მისისაჲ, რაჲთა რომლითა ჰგონებდეს ძლევად, იგი უკუანაჲსკნელ ყოვლისა შემოიღოს, ვითარცა იობის ზე ქმნა. ეგრეთვე აქა უდარესთაგან იწყო და უძლიერესთა მიმართ აღვიდა.
ვითარ უკუე ჯერ-არს ძლევაჲ ბრძოლათა მისთაჲ? ესრეთ, ვითარცა უფალმან გუასწავა, რაჲთა მარადის ღმრთისა მივივლტოდით და არცა ჟამსა სიყმილისასა დავიჴსნებოდით, არამედ გურწმენეს მისი, რომელსა ჴელ-ეწიფების სიტყჳთ ოდენ გამოზრდად ჩუენდა. არცა ნიჭთა მათ ზედა მოცემულთა ღმრთისაგან გამოვსცდიდ...
მოციქულისაჲ: ამას სადმე [ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ, და იქმ მასვე, ვითარმედ შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა? ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა, და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ? (2,3-4).:
...ა, და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ? (2,3-4).
თარგმანი: მრავალნი ჰგონებენ, ვითარმედ: დაღაცათუ მე ვცოდავ, არამედ ვინაჲთგან სხუათა ვაყენებ ცოდვისაგან, ამის მიერ მაქუს სასყიდელი. არამედ ისმინენ ესევითარმან მან უფლისაგან უკუე ესრეთ, ვითარმედ: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (), და მოციქულისაგან ესრეთ, ვითარმედ: "ვინაჲთგან თჳთ თავისა შენისა საშჯელსა ვერ განერი, ღმრთისასამცა ვითარ განერი?" რამეთუ ამით, რომლითა სხუაჲ დასაჯე, უპირატეს მისსა თავი შენი დაჰსაჯე. და უკუეთუ შენთა სიტყუათა საშჯელისა თუალუხუავობასა ვერ განერი, ვითარ გაწერე ღმრთისა მართლმსაჯულობისაგან, რომელი-იგი უზეშთაეს არს ყოველთა სიმართლეთა და უცოდველობათა? ანუ სულგრძელებასა და თავს-დებასა მისსა შეურაცხ-ჰყოფა? მეცა ვიტყჳ, ვითარმედ სულგრძელ არს, არამედ "არა თუ მოვიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს" ().
მოციქულისაჲ: ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ, ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა, რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებ...