1.და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით.2.და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს.3.რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ.4.და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ.5.მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?6.ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ კეთილად თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან.7.ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა.8.და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ.9.და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი დაამტკიცოთ.10.რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ.11.ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი, რომელი რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს,12.და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად.13.და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ.14.და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისჴმა-ყავთ:15.არარაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა.16.რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!17.და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს.18.და ჰრქუა მათ: ეგრეთვე თქუენცა უგულისჴმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს?19.რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად, და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა.20.და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა,21.რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი,22.ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი.23.ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა.
24.და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად.25.რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა.26.ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა.27.ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.28.ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა.29.ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა.30.და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა.
31.და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტჳროსისა და სიდონისათა და მოვიდა ზღუასა მას გალილეაჲსასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა.32.და მოართუეს მას ყრუჲ და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაჲთა ჴელი დასდვას მას ზედა.33.და განიყვანა ერისა მისგან თჳსაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა34.და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განეხუენით!35.და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰჴსნდა კრულებაჲ ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლად.36.და ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან. და რაოდენ იგი ამცნებდა მათ, იგინი უფროჲს მიმოდასდებდეს.37.და უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს.
1. და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით. 2. და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს. 3. რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ. 4. და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ! ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი გასწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, და შინაგანი სავსე არს ნატაცებითა და არაწმიდებითა. ფარისეველნო ბრმანო, განწმიდეთ პირველად შინაგანი სასუმელისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი წმიდაჲ“ (23,24-26).:
...ჴორციელთა განბანა-თა და მეწმინდურობათაჲ, ხოლო სულიერთა ბიწთა არაგანწმედაჲ დიდისა სასჯელისა ღირს არს, და სათნოებათა არამოგებაჲ დიდად საბრალობელ არს. ამისთჳს ბურნაკად უწოდა განბანათა მათ ჴორციელთა, რომელსა ჩუეულ იყვნეს ჰურიანი, ვითარცა იტყჳს მარკოზ მახარებელი, ვითარმედ: „უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანიან, არა ჭამიან“. და სხუაჲ მრავალ არს, რომელ მოეღო მოძღურებაჲ ხუცესთაგან: „განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტომანებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ“; ესე ყოველი უნდო იყო და არარაჲ, ამისთჳს ბურნაკად უწოდა.
ხოლო ბილწებათა მათ ცოდვისათა, რომელნი სულსა შეაგინებდეს, აქლემად სახელ-სდვა, რამეთუ დიდ იყო სავნებელი მათი. ამისთჳს თქუა: „რომელნი დასწურავთ ბურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ“. რამეთუ მცირენი იგი მცნებანი დიდთათჳს განწესებულ არიანო, ხოლო ვინაჲთგან დიდნი იგი შეურაცხ-გიყოფიან, „სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“ და მსგავსნი ამათნი, ცუდ არს და ამაო არასათანადოთა მათ ძიებაჲ. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ ესრეთ მოასწავებს, ვითარმედ პირველ მისისა განკაცებისაცა არა დიდად საძიებელ იყვნეს ესე საქმენი, არამედ „სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“ და სიყუარული და სხუანი იგი დიდნი მცნებანი შჯულისანი იყვნეს თანაწარუვალ დ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).:
...ძანებდა? გარნა ესრეთ გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ესევითართა მათ არად სარგებელთა საქმეთა დაჰჴსნიდა უფალი, რამეთუ ამისთჳს მოვიდა, რაჲთა აჩრდილნი იგი განაქარვნეს და ჭეშმარიტებაჲ გამოაჩინოს, რამეთუ „არა თუ შემავალი შეაგინებსო კაცსა, არამედ გამომავალი“. ; ხოლო ესეცა საქმჱ არა თუ მცირედ შესმენაჲ არს ჰურიათაჲ, რამეთუ იგინი ესეზომითა სწავლითა ვერ მოდრიკნა, ხოლო დედაკაცი ესე ერთითა ოდენ სიტყჳთა მოიქცა; რამეთუ იგი არა ამისთჳს მოსრულ იყო, არამედ თჳსსა საქმესა ვიდოდა, და უფალმანცა არა იძია ზრახვაჲ მისი, არამედ ვინაჲთგან მოვიდა, არა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან. და მოწაფეთა ესრეთ ჰრქუა, ვითარმედ: „ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“, არა თუ ესრეთ თქუა, თუ: დაღაცათუ მოვიდენ, თქუენ გარემიაქციენით, რამეთუ ესე ფრიად არა ღირს იყო მისისა სახიერებისა. ამისთჳსცა ჰრქუა დედაკაცსა მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი“ (4,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იცოდა პირველითგან უფალმან წრფელი გონებაჲ დედაკაცისაჲ მის და ვითარმედ არა ღირს არს უგულებელს-ყოფაჲ მისი. ამისთჳსცა იწყო სიტყუად მისა, რა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავი-თისო“ (15,21-22).:
...და მერმე თავადივე ვიდოდა ყოველთასა პირველ გზასა მას? პირველად ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: არა თუ ვითარ-იგი მოწაფეთა ამცნო, ეგრეთვე იგი თანამდებ იყო; მეორედ, რამეთუ არა განცხადებულად ქადაგებად მოსრულ იყო. ამისთჳსცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელეწიფა დაფარვად“. ხოლო ესე კუალად არა ღირს იყო კაცთმოყუარებისა მისისა, რაჲთამცა რომელნი-იგი შეუვრდებოდეს, არამცა შეიწყნარნა. რამეთუ იხილეთ, თუ რაოდენისა კაცთმოყუარებისა ღირს არს დედაკაცი იგი, რომელსა ესოდენ უღირსად აქუნდა თავი თჳსი, რომელ არა იკადრა მისლვაჲ იერუსალჱმდ, არამედ იხილა რაჲ უფალი მისრული ქუეყანასა მას, შეუვრდებოდა და ღაღადებით ითხოვდა წყალობასა.
ხოლო ვიეთმე თქუეს ესეცა თარგმანებაჲ, ვითარმედ სახე იყოო დედაკაცი იგი წარმართთა ეკლესიისაჲ. რამეთუ ოდეს გამოვიდა ქრისტე ჰურიასტანით, მაშინ შეეწყნარა მას ეკლესიაჲ წარმართთაჲ, გამოსრული საზ-ღვართაგან თჳსთა, ვითარცა წერილ არს: „დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ“. რამეთუ გამოვიდა ქრისტე საზღვართაგან ჰურიასტანისათა, და დედაკაცი იგი - საზღვართაგან თჳსთა, და ესრეთ შეემთხჳნეს ურთიერთას. ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტე გარდამოჴდა ზეცით, და ეკლეს...