მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:3

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა.3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.4. და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.

(თ. 9, მ. 2-3)

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება...

სრულად ნახვა
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა ჩუენ მიერ ისწავოთ არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად, რაჲთა არა ერთიერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს (4,6).:

...ედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს (4,6).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ჩუენ უნდო და არარა ვართ, თავნი ქრისტეს მოციქულთანი, ამიერ უჴმს სწავლად, რაჲთა არა მზუაობარ იყვნენ მოძღუარნი თქუენნი, არამედ მარადის იჴსენებედ სიტყუასა მას წერილისასა: "რომელსა უნდეს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ იგი უკუანაჲსკნელ ყოველთა" (). ამიერ ისწავების, რაჲთა მოძღუარნი იგი კორინთელთანი არა მაღლოვოდიან უფროჲს მოძღუართა მათთა დიდთა მოციქულთა, არცა კუალად ერნი იგი მოყუასი მოყუსისა მწუნობარ იყვნენ; რამეთუ თჳთ სიტყუაჲცა ესე ესრეთ უსაკუთრეს არს: რაჲთა არა ერთიერთისათჳს განსივნეთ მოყუსისათჳს. კეთილად თქუა განსივებაჲ, რამეთუ, ვითარ-იგი განსივებული არა ჴორცითა მსუქან და განვსებულ, არამედ ბალღმითა ანუ ქარითა განბერილ იქმნების, ეგრეთვე ყოველი მზუაობარი და მოქადული, არა ჭეშმარიტითა სათნოებათა სიმდიდრითა აღვსებულ, არამედ წინააღმდგომითა სულითა საეშმაკოჲთა განბერილ არს.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ, ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? (4,7).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვის განუკითხვან საქმენი შენნი, უკუეთუ ღირს ქებისა არიან? კაცთა ვიეთმე-ა? არამედ არა სრულ არს, არცა ყოვლად სამართალ ბჭობაჲ მათი. გარნა სთქუა სადმე, ვითარმედ: მართალ არს ბჭობაჲ მათი და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი თქუენნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ბანაჲ ფერჴთაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეცა თქუენ ჰყოფდეთ“ (13,14-15).:

...დებად უდარჱსსა ნაწილსა, რამეთუ იგი უფალი იყო, ხოლო ჩუენ მონანი ვართ, ვითარცა თჳთ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ მე, უფალმან და მოძღუარმან, დაგბანენ, არა უფროჲსად თქუენ ჰყოთა ურთიერ-თას?“ რაჲთა ვერღარა იტყოდიან, ვითარცა პირველ, ვითარმედ: „ვინ არს უფროჲს ყოველთაჲსა?“ ; და არა დაბრკოლდებოდიან ურთიერთას, ამისთჳს დაამდაბლებს გონებასა მათსა, ვითარმედ დაღაცათუ ფრიად დიდ იყო, თანაგაც ძმისა არა შეურაცხ-ყოფაჲ. და არა თქუა უზეშთაესი, ვითარმედ: უკუეთუ მე, უფალმან და მოძღუარმან, დავჰბანენ ფერჴნი მიმცემელისანი, არამედ ყოველთაჲ თქუა და იგი მათ მიუშუა გულისხმის-ყოფად. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან ქმნეს და ასწავოს, დიდ ეწოდოს“, რამეთუ ესე არს სწავლაჲ - ჩინებაჲ საქმისაჲ. და რაჲმცა იყო ამის უზეშთაეს? ანუ რომელი ზუაობაჲ არა დაამდაბლოს ამან საქმემან? რამეთუ რომელი ზის ზედა ქერობინთა, მიმცემელსა თჳსსა ფერჴნი დაჰბანნა, ხოლო შენ, კაცო, რომელ მიწაჲ და ნაცარი ხარ, ავლი და მტუერი, ჰზუაობ და ჰმაღლოვი? და რაოდენთა სატანჯველთა ღირს ხარ? რამეთუ უკუეთუ გონებისა სიმაღლჱ გიყუარს, მოვედ, და მე გიჩუენო შენ, ვითარ შენ არა იცი. რამეთუ რომელი ამაოთა ზედა ამის სოფლისა საქმეთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ამას ოდენ სიტყუასა მოვიდეს მოწაფენი მისნი და დაუკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?“ (4,27).:

...რნა ვითარცა საკჳრველსა ვისმე, ესრეთ ჰხედვიდეს მას და ერიდებოდეს; დაღაცათუ სადამე კადნიერ იქმნიან, ვითარ იოვანე, მკერდსა რაჲ მიეყრდნა, ; (21,20) და რაჟამს ეტყოდეს, თუ: „ვინ უზეშთაეს არს?“ ; ; და სხუაჲ მრავალი ესევითარი, გარნა რამეთუ მათ იქმოდეს, რომელი თავთა თჳს-თათჳს რაჲმე საჭირო არნ საკითხავად, ხოლო აქა სხჳსათჳს იყო საქმჱ, და ამისთჳს არა ჰკითხეს; და იოვანე რაჟამს მკერდსა მიეყრდნა, უკუანაჲსკნელ რაჲ უმეტესი კადნიერებაჲ მიეცა, რომელი-იგი იყო მოწაფჱ, რომელი უყუარდა უფალსა. ; (21,20)

სწავლაჲ ლგ სიმდაბლისათჳს და სიმშჳდისა

ვითარმედ ესენი აქუნდეს მახარებელსა იოვანეს, ამისთჳს უყუარდა იგი უფალსა. რამეთუ რაჲმცა იყო ამის ნეტარებისა უზეშთაესი? გარნა ნუმცა ვჰნატრით ოდენ მოციქულსა მას, საყუარელნო ძმანო,

არამედ ვისწრაფოთ, რაჲთა მახლობელ სანატრელისა მის ვიქმნნეთ და მივემსგავსნეთ ყოვლითა ღონითა მახარებელსა მას. და ვიხილოთ, თუ რომლისა საქმისათჳს უფროჲს ყოველთასა უყუარდა იგი უფალსა. რამეთუ დაუტევა მამაჲ თჳსი და შეუდგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ჯერ-არს ძჱ კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად“ (17,22-23).:

...მა ძე იგი საყუარელი, და სასწაულნი ესოდენნი აღესრულნეს, და აღდგომისა ქადაგებაჲ ესმა; და ამას ყოველსა ზედა ესმა რაჲ ვნებისა მისისათჳს, შეწუხნეს ფრიად. ხოლო ესე ამისთჳს იქმნა, რამეთუ ჯერეთ უმეცარ იყვნეს ყოფადთა მათ საქმეთა, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა“; და ლუკა იტყჳს: „ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისჴმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა ამისთჳს“.

ხოლო უმეცარ თუ იყვნეს, რაჲსათჳს შეწუხნეს? გარნა არა ყოველსავე იყვნეს უმეცარ. ესე ესმოდა, ვითარმედ ჯერ-არს მიცემად მისა „ჴელთა კაცთაჲსა, და მოკლან იგი“, და ამას გულისჴმა-ჰყოფდეს, ხოლო უმეცარ იყვნეს, თუ სიკუდილმან მისმან დაჰჴსნას ძალი სიკუდილისაჲ და შემუსრნეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი და განათავისუფლნეს კაცნი მძლავრებისაგან ეშმაკისა. და სხუანი იგი ბევრეულნი კეთილნი, რომელნი იქმნეს სიკუდილითა მისითა, დაფარულ იყვნეს მათგან, და საიდუმლოჲ იგი აღდგომისაჲ არა იცოდეს. ამისთჳს მწუხარე იყვნეს ფრიად, ესმოდა რაჲ მოძღურისა მის და მეუფისა სახიერისა ვნებაჲ და სიკუდილი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპარნაუმდ, მოუჴდეს, რომელნი ხარ...

სრულად ნახვა