მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 11:13

12. რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი.13. რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს.14. და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს.
სახარებაჲ მათესი თავი 11
13. რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: პირველად მოციქულნი, მეორედ — წინაჲსწარმეტყუელნი, მესამედ — მოძღუარნი (12,28).:

...ნი ანუ სამნი იტყოდედ". უფროჲსღა ყოველთა ეკლესიათა იყვნეს ეგევითარნი წინაჲსწარმეტყუელნი, უმრავლესნი რიცხჳთა უფროჲს ძუელთა მათსა, რამეთუ არა ათთა გინა ოცთა ანუ ასთა მიმართ დაადგრა სიმდიდრე იგი მადლისაჲ. ხოლო უკუეთუ გესმის ქრისტესი, ვითარმედ: "შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესდამდე წინაჲსწარმეტყუელებდეს" (), გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ესე ძუელთა მათთჳს უთქუამს, წინამომასწავებელთა მოსლვისა მისისათა. ხოლო მესამედ მოძღუარნი ამისთჳს დაიწესნეს შემდგომად წინაჲსწარმეტყუელთა, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელი ყოველსავე სულისა მიერ წინაჲსწარმეტყუელებს, ხოლო მოძღუარი ოდესმე თჳსისაგანცა გონებისა გინა სწავლულებისა განავრცობს მოძღურებათა მითვე მადლითა სულისა წმიდისაჲთა. და კუალად, ამისთჳს მყის შემდგომად მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთასა მესამე დასი მიეცა მოძღუართა, რამეთუ ურიცხუთა სულთა მარგებელ ექმნნეს სიტყჳთა სწავლათა თჳსთაჲთა.

გრიგოლი ღმრთისმეტყუელისაჲ: პირველად სახელ-ედვა მოციქულთა, ჭეშმარიტებისა ქადაგებისათჳს; ხოლო მეორედ —წინაჲსწარმეტყუელთა, აჩრდილთა შინა მყოფობისათჳს; ხოლო მესამედ — მოძღუართა, საზომისათჳს სარგებელისა და გამობრწყინვებისათჳს მადლთაჲსა.

მოციქულისაჲ: მერმე ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი (12,28).

თარგმანი: იხილე, ვითარ ზემოცა დ...

სრულად ნახვა