...ი განაქარვა პირველ, რამეთუ ჰკითხეს რაჲ, ვითარმედ: „ვინ ხარ?“ „აღიარა და არა უარ-ყო; და აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე“ (1,20). ხოლო მათ სხუასა სიტყუასა იწყეს კითხვად, ვითარმედ: „ელია ხარა? და მან თქუა, ვითარმედ: არა ვარ“ (1,21), რამეთუ ელიაჲსსაცა მოელოდეს მოსლვასა, ვითარცა სხუასა ადგილსა წერილ არს. ; (17,10); და კუალად ჰკითხეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა? და ჰრქუა მათ: არა ვარ“ (1,21), და იგი წინაჲსწარმეტყუელი იყო. რად უკუე უარ-ყო? გარნა რამეთუ გონებათა მათთა ხედვიდა, ხოლო მათ ასმიოდა მოსესგან, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღადგინოს უფალმან ღმერთმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. რამეთუ იგი ქრისტე იყო. ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: წინაჲსწარმეტყუელი ხარა? ვითარცა ერთი სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგანი, არამედ ესრეთ ჰრქუეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა?“ იგი, რომელი მოსე თქუაო? ამისთჳს ამან თქუა, ვითარმედ: „არა ვარ“, არა თუ წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, არამედ იგი წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, რომელსა მოსე იტყოდა. ხოლო მათ ჰრქუეს მას: „გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა“ (1,...
სახარებაჲ მათესი 11:14
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...მცემელისათჳს ჰრქუა მათ“ (17,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დღითი-დღე აღორძნდებოდა მათ შორის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ. ამისთჳსცა კეთილად გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ „იოვანეს ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ“. რამეთუ მოიჴსენეს სიტყუაჲ მისი, რომელი სხუასა ადგილსა ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იგი არს ელია, რომელი მომავალ არს“, ვითარმედ იოვანე მსგავს არს მომავალისა მის ელიაჲსა. ხოლო ესე ნუ ცთომილად ვის ჰგონიეს სიტყუაჲ, რომელ ოდესმე იტყჳს, ვითარმედ: „ელია მოვიდეს“, და კუალად იტყჳს: „ელია აწვე მოვიდა“. რამეთუ ოდეს თქუას, თუ: „ელია მოვიდეს და კუალადაგოს ყოველი“, ელიას თეზბელსა იტყჳს; ხოლო ოდეს თქუას, თუ: „ელია აწვე მოვიდა“, იოვანეს იტყჳს ნათლისმცემელსა, რომელსაცა ერთობისა მისთჳს მსახურებისა ელიად სახელ-სდებს. ესე იგი არს, ვითარცა იგი მეორისა მის მოსლვისა ყოფად არს წინამორბედ, ეგრეთვე ესე პირველისა ამის იქმნა წინამორბედ. და კუალად, რაჲთა ამით სახითა აჩუენოს, ვითარმედ ახალი ესე შჯული და ძუელი ერთსა ზედა ქადაგებასა ურთიერთას ეწამებიან. ამისთჳს იტყჳს: „ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რავდენი უნდა“. ესე იგი არს: საპყრობილედ შეაწყუდიეს, შეურაცხ-ყვეს, მოკლეს, თავი მისი ლანკნითა შორის მოსუმურთა შემოიღეს, ჴელთა ბორგნეულისა მის მროკველისათა მ...