მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:4

3. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?4. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?5. ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან?
სახარებაჲ მათესი თავი 12
4. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადმან ჰრქუა: არა აღმოგიკითხავსა, რაჲიგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა მათ? ვითარ შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისთანათა მათ, გარეშე მღდელთა?“ (12,3-4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს მოწაფეთათჳს მისცემდეს პასუხსა, დავითს შემოიყვანებს წამებად, ხოლო თავისა თჳსისათჳს რაჲ იტყოდის - მამასა, ვი-თარცა თქუა: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“. აწ უკუე მოწაფეთათჳს დავით მოიყვანა წამებად; რამეთუ უკუეთუმცა გონიერ იყვნეს, შიმშილიმცა იგი წინაეყო მიზეზად; ვინაჲთგან უკუე უგუნურებაჲ დიდი იყო მათ თანა, ამისთჳს წერილთაგან მოართუა წამებაჲ.

ხოლო მარკოზ იტყჳს: „აბიათარ მღდელთმოძღურისა ზე“. არა თუ წერილსა მას წინააღუდგების, არამედ ორი სახელი ეწოდებოდა მღდელსა მას: აბიმელექ და აბიათარ. ამისთჳს წიგნსა მას მეფეთასა აბიმელექ წერილ არს, ხოლო მახარებელი აბიათარს იტყჳს, ვითარმედ მან მისცნა პურნი იგი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უბრალო არს საქმე იგი, ვინაჲთგან მღდელთმოძღუარმან განუწესა და ჴელი-თა თჳსითა მისცნა, რომელთა არა ჯერ-იყო სხჳსა ვისმე ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო.

თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ იყო სიტყუაჲ ესე წინამდებარისა ამის თანა, რამეთუ არა თუ დავითისთჳს წერილ არს, თუ შაბათი დაჰჴსნა. არამედ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:1-8 — შაბათის სჯულის განმარტება:

1. მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად. - არღვევს რა სჯულს, უფალს მოწაფენი ყანაში შეჰყავს, რათა ჭამონ და ამით შაბათის წესი დაარღვიონ.

2-4. ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ? ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო? - ფარისეველნი კვლავ დებენ ბრალს შიმშილის ბუნებრივი გრძნობის გამო, მაშინ, როცა თვითონ უარესად სცოდავენ. უფალი მათ დავითის ისტორიით არცხვენს. მან ხომ, - ამბობს იგი, - შიმშილის გამო უფრო დიდი რამ გაბედა. პურნი შესაწირავთანი ის პურებია, ყოველ დღე რომ იდებოდა; ტრაპეზზე თორმეტი პური ლაგდებოდა: ექვსი მარჯვენა და ექვსი მარცხენა მხარეს. თუმცა დავითი წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ ისინი არც მას უნდა შეეჭამა (ამის უფლება მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ) და მით უმეტეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის