მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 18:10

9. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთ-თუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა.10. ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა.11. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა.
სახარებაჲ მათესი თავი 18
10. ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...დ ანგელოზთაცა მაშინ ეჩუენა, რაჟამს ჴორცნი შეიმოსნა. ხოლო ამისა პირველ ვერ ჰხედვიდეს მას, რამეთუ მათდაცა უხილავ იყო ბუნებაჲ იგი.

უკუეთუ კულა იტყოდის ვინმე: და ვითარ იტყჳს უფალი: „ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ერთსაცა ამათ მცირეთაგანსა. გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ანგელოზნი მათნი მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაჲსსა“. არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? პირი ადგსა ღმერთსა და ცათა შინა შემოწერილ არსა? გარნა ვინმცა იყო ესრეთ განცოფებულ, რომელმანცა ესე მოიგონა? გარნა რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რამეთუ ვითარცა-იგი რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“, გონებითსა მას ხილვასა იტყჳს, რომელი შესაძლებელ არს ჩუენ მიერ, და გულისხმის-ყოფასა მას ღმრთისასა, ეგრეთვე უკუე ანგელოზთათჳს გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ სიწმიდისათჳს და მღჳძარებისა ბუნებათა მათთაჲსა მარადის ჰხედვენ ბუნებითა ღმერთსა ძალისაებრ მათისა, და არა თუ ვითარცა არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, ეგრეთ იხილვენ. ამისთჳსცა ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „არავინ უწყის მამაჲ, გარნა ძემან“. რაჲ არს უკუე, ყოველნი უმეცარ მისა ვართა? ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ არავინ იცის იგი, ვითარ ძემან, რამეთუ ვითა...

სრულად ნახვა