...თი ანუ ორი სხუაჲ. უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“.
იხილე, რავდენნი მამხილებელნი წარმოუდგინნა, და არა ხოლო მამხილებელნი, არამედ დამსჯელნიცა, რამეთუ თქუა: „უკუეთუ კრებულისაჲცა არავე ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“.
ანუ ვითარ მისცნა კლიტენი და უბრძანა შეკრვად და განჴსნად, უკუე-თუ არა უჴმდა განკითხვაჲ? ცუდ იყო ესე ყოველი?
და აწცა სოფელსა შინა, უკუეთუ ესე სიტყუაჲ ეგრეთ ეგოს, ვითარ იყოს წესიერებაჲ სოფლისაჲ ანუ ეკლესიათაჲ? რამეთუ უკუეთუ არა განიკითხოს უფალმან მონაჲ, და მამამან - შვილი, და მეგობარმან - მეგობარი, მრავალი აღორძინებაჲ და წარმატებაჲ პოოს უკეთურებამან.
რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? გულისჴმა-ვყოთ კეთილად, რაჲთა არა წამალი ესე ცხორებისაჲ და რჩული მშჳდობისაჲ შეჰრაცხოს ვინ რჩულად უწესოებისა, რამეთუ ყოვლადვე კრძალულებით ჯერ-არს გულისჴმის-ყოფაჲ.
და ყოველთავე სიტყუათა უფლისათა ძალისა გამოძიებაჲ გჳღირს, და თუ ვითარითა სახითა ანუ ვითარითა პირითა თქუმულ არიან; რამეთუ აწცა სიტყჳსა ამის წესიერებაჲ შემდგომისა მის სიტყჳსა მიერ გულისჴმაგჳყო უფალმან, რაჟამს-იგი თქუა: „რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დირესა თუალსა შინა შენსა არა გა...