მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:1

1. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი.
სახარებაჲ მათესი თავი 21
1. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა მიეახლა იერუსალჱმდ და მოვიდა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი“ (21,1-3).:

მრავალგზის ამისა პირველადცა აღვიდა იერუსალჱმდ, გარნა ესევი-თარითა განცხადებულებითა და დიდებითა არღასადა აღსრულ იყო. რაჲ არს უკუე ამისი მიზეზი? მაშინ დაწყებაჲ იყო განგებულებისაჲ და არღა მოახლებულ იყო ჟამი ვნებისა მისისაჲ; ამისთჳს ესრეთ ლიტონად იქცეოდა მათ შორის და არა ფრიად განაცხადებდა თავსა თჳსსა, რაჲთა არა უმეტესითა გულისწყრომითა აღეტყინნენ უშჯულონი იგი მღდელთმოძღუარნი და ფარისეველნი. ხოლო ვინაჲთგან ძლიერებისა თჳსისა სახენი ჯეროვნად უჩუენნა სასწაულთა მიერ, და ჟამი ჯუარ-ცუმისა მისისაჲ მოახლებულ იყო, ჯერ-იჩინა უბრწყინვალესად გამოჩინებაჲ და ყოველსავე დიდებულებასა აღასრულებს, დაღაცათუ იგინი შურითა შეიწუებოდეს.

და აწ იხილეთ, რაბამნი საკჳრველებანი იქმნებიან და რაოდენნი წინაჲსწარმეტყუელებანი აღესრულებიან. წარავლინნა მოწაფენი მოყვანებად ვირისა მის და კიცჳსა და მიუთხრა მათ ადგილი იგი და სახლი და დაბაჲ, სადა დაბმულ იყო. აუწყა, ვითარმედ არავინ დააყენნეს იგინი, რომელ ესეცა დასასჯელად იყო ჰურიათა; რამეთუ კაცთა მათ უმეცართა და უცხოთა ესმა რაჲ, ვითარმედ უფალსა უჴმან ვირი იგი და კიცჳ, სიხარულით წარავლინნეს და არაჲ სიტყუა-უგეს, ხოლო ჰურიათა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:1-9 — ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში:

1-5. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა (ეს. 62.11; ზაქ. 9). - უფალი სახედარზე არა სხვა რამ საჭიროებისა გამო, არამედ იმიტომ შეჯდა, რომ წინასწარმეტყველება აღესრულებინა და თანაც ჩვენთვისაც ეჩვენებინა, რომ სიარულიც მოკრძალებითაა საჭირო, ამიტომ არა ცხენით, არამედ თავმდაბლურად - სახედრით წავიდა. ამგვარად, წინასწარმეტყველებას იგი როგორც ისტორიული, ასევე დაფარული აზრითაც აღასრულებს: ისტორიულით იმ გაგებით, რომ მართლაც სახედარზე შეჯდა, ხოლო გადატანითი მნიშვნელობით, სახედარზე შეჯდომა ახალი, გაუხედნავი და ურჩი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აგრძნა ყოველმან ერმან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს, და მივიდეს არა თუ იესუჲსთჳს მარტოდ, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით“ (12,9).:

...შეურვებად მათა, რამეთუ ვერცა ერთმან სასწაულმან შეუძლო ესრეთ მოდრეკად ერისა მის, ვითარცა ლაზარესმან. და სხუაჲ უკუე მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „დაჰფენდეს გზათა ზედა სამოსელთა მათთა“, ; და: „ყოველი ქალაქი შეიძრაო“, და ესევითარითა პატივითა შევიდა. ხოლო ესე ქმნა ამისთჳს, რაჲთამცა ერთი წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულა და ერთი გამოსახა, და ერთისა მის წინაჲსწარმეტყუელებისა იქმნა შესლვაჲ მისი აღსასრულ და მეორისა - დასაბამ. რამეთუ აღსასრულ მის წინაჲსწარმეტყუელებისა იქმნა, რომელ იტყჳს: „გიხაროდენ, ასულო სიონისაო, რამეთუ აჰა ესერა მეუფჱ შენი მოვალს მშჳდი“. ; ; ; ხოლო რომელ-იგი დაჯდა კარაულსა ზედა, მომასწავებელი იყო მომავალისა საქმისაჲ, ესე იგი არს, რამეთუ არაწმიდასა მას ნათესავსა წარმართთასა ეგულებოდა დამორჩილებაჲ მცნებათა თჳსთაჲ. ხოლო ვითარ სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: „მოწაფენი წარავლინნა მოყვანებად კარაულისა და კიცჳსა მის“,...

სრულად ნახვა