მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:36

35. და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა:36. მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა?37. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
სახარებაჲ მათესი თავი 22
36. მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, ვითარმედ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმან და გამოსცდიდა მას: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს შჯულსა შინა?“ (22,34-36).:

კუალად აქაცა გჳთხრობს მახარებელი მიზეზსა, რომლისათჳს თანაედვა შეკდიმებაჲ. არამედ იგინი უფროჲსად გამოსცდიანვე. ვინაჲთგან სადუკეველნი მოუჴდეს გამოცდად და სირცხჳლეულ იქმნეს, მერმე შეკრბეს ფარისეველნი გამოცდად და ჰკითხვენ. არა თუ სწადოდა სწავლად, არამედ რაჲთა განსაცდელი დაურწყონ. ამისთჳს წარმოდგა რეცა შჯულისმეცნიერი და ეტყჳს: „რომელი მცნებაჲ უფროჲს არსო?“ რამეთუ ვინაჲთგან ესე იყო პირველი მცნებაჲ, თუ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი“, ამისთჳს ესე სიტყუაჲ წინაუყვეს, ნუუკუე სხუაჲ რაჲმე თქუას და თავისა თჳსისა მიმართ მიიზიდოს პატივი, და ესრეთ პოონ მათ სიტყუაჲ მისა მიმართ. ხოლო ქრისტეს ენება ჩუენებად მათდა, ვითარმედ ამისთჳს ჴელ-ჰყოფენ სიტყუათა მათ გამოცდისათა, რამეთუ არა აქუს ყოვლადვე სიყუარული, არამედ სავსე არიან შურითა. მიუგო და ჰრქუა მათ:

მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:34-40 — უდიდესი მცნება სჯულისა:

34-40. ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან. - გამომცდელი მასთან უზომო შურით შეპყრობილი მივიდა. როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ სადუკეველნი შერცხვნენ, ხოლო უფალი სიბრძნით განიდიდა, მივიდნენ, რათა გამოეცადათ, ხომ არ დაურთავდა რამეს პირველ მცნებას წინ სჯულის შესასწორებლად, რათა ამით საბაბი ჰქონოდათ მისთვის ბრალის დადებისათვის. უფალი ამხელს მათ ბოროტებას, სახელდობრ, რომ არა სწავლისათვის მივიდნენ, არამედ, რადგანაც სიყვარული არ ჰქონდათ, - შურისა და ჯიბრის გრძნობით შეპყრობილნი, და აჩვენებს, რომ ყველა მცნებაზე აღმატებული სიყვარულია. იგი ასწავლის, რომ ღმერთი რაღაც ზომით კი არ უნდა გვიყვარდეს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი“ (8,19).:

...ა ნ ი: ჰხედავა ზუაობასა მას მწიგნობართასა? ჭეშმარიტად მათგანი იყო, ამისთჳს არა თავს-იდებდა ერისა მის თანა შერაცხვად, არამედ გამოაჩინებდა თავსა თჳსსა სხუათა უმეტესად. ამისთჳს ესრეთ ჰრქუა, რაჲ-იგი გულსა არა აქუნდა. ვითარცა სხუასა ადგილსა გამოსცდიდა მას სხუაჲ მწიგნობარი და ეტყოდა: „რომელი მცნებაჲ არს პირველი?“ და ეგრეთცა არა შეჰრისხნა მას უფალმან ცუდისა მის და უჟამოჲსა კადნიერებისათჳს, რაჲთა გუასწაოს სულგრძელებით თავს-დებაჲ ესევითართა უწესოთა კაცთაჲ, არცა ამხილა განცხადებულად უკეთურებაჲ მისი, არამედ მიუგო სიტყუაჲ შემსგავსებული იჭჳსა მისისა, რაჲთა ეუწყოს, ვითარმედ არა დაეფარა მას ზრახვაჲ იგი გულისა მისისაჲ, და ესრეთ მხილებითა გონებისაჲთა პოოს ადგილი სინანულისაჲ, უკუეთუ უნდეს. ეგრეთვე აწ ამას მწიგნობარსა ზედა ქმნა, რამეთუ ხედვიდა რაჲ იგი მრავალთა მათ სასწაულთა და შეკრებასა მას ერისა ფრიადისასა, ჰგონებდა, ვითარმედ შეკრებაჲცა საფასეთაჲ ყოფად არს საკჳრველებათა მათგან, და ამის ჯერისათჳს ენება მას შედგომად უფლისა. ხოლო ესევითარი ესე გულისსიტყუაჲ მისი საცნაურ არს პასუხისა მისგან უფლისა, რამეთუ არა სიტყჳსა მიმართ მისისა, არამედ გონებისა მიმართ მიუგო პასუხი და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო...

სრულად ნახვა