მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:4

3. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან.4. რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი.5. და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა; განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი.
სახარებაჲ მათესი თავი 23
4. რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი“ (23,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ორკერძო არს აქა ბრალი: უწყალოდ დამძიმებაჲ სხუა-თაჲ და ურიდად უდებებაჲ თავთა თჳსთაჲ. ხოლო სულიერსა წინამძღუარსა წინააღმდგომი ამის საქმისაჲ უჴმს ქმნად, რაჲთა თავისა თჳსისათჳს ფიცხელი და უწყალოჲ მსაჯული იყოს, ხოლო სხუათა მიმართ - მშჳდ და მოწყალე. გარნა იგინი არა ესრეთ იყვნეს. ამისთჳს არა თქუა, თუ: ვერ ძალ-უც, არამედ: არა უნებნო არცა თუ თითითა შეძრვად.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:1-7 — ფარისეველთა თვალთმაქცობა:

1-3. მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. - როცა უფალმა ფარისევლებს პირი დაუყო (დაადუმა) და მათი განუკურნებელი სნეულებანი წარმოაჩინა, საუბარი უკვე მათზე, მათს ცხოვრებასა და მოქალაქეობრივ ყოფაზე დაიწყო. იგი მსმენელებს შეაგონებს, არ შეურაცხყონ მოძღვარნი, თუნდაც ისინი ბიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამასთან, იმასაც აჩვენებს, რომ თვითონ, არა თუ წინააღმდეგია მოსეს სჯულისა, არამედ, პირიქით, სჯულის მცნებათა აღსრულება სურს, თუმცა კი მოძღვარნი უღირსნი არიან. იგი ამბობს, რასაც მოძღვარი გეუბნებათ, ჩათვალეთ, რომ მოსე, უფრო ზუსტად კი, ღმერთი გეუბნებათ. შენ იკითხავ: ნუთუ ყოველივე, რასაც ისინი ამბობენ, უნდა გავაკეთოთ, ცუდიც რომ იყოს? ამაზე გიპასუხებ: ჯერ ერთი, მოძღვარი ისე არასდროს გაკადნიერდება, რომ ვინმე ბოროტებისაკენ მიაქციოს და მეორეც: კიდევაც რომ დავუშვათ არსებობა მოძღვრისა, ვინც ადამიანებს ბოროტი ცხოვრებისაკენ მიდრეკს, ასეთი არც მოსეს საყდრიდან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი ათეულსა მოიღებთ პიტნაკისა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-არს საქმედ და იგი არა დატევებად“ (23,23).:

...ებად“ (23,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა მათისა მის ფრიადისა უგუნურებისა საქმე იყო, რომელ უდიდესთა მცნებათათჳს არარაჲ აქუნდა ზრუნვაჲ, და უდარესთა, არა ფრიად საძიებელთა, გამოიწულილვიდეს; და კუალად უწესოებასაცა მათსა გამოაჩინებს. რამეთუ ზემო თქუა, ვითარმედ: „შეკრიან ტჳრთი მძიმე და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა“, ხოლო აწ იტყჳს, ვი-თარცა-ესე გესმა. რამეთუ ესრეთ ფრიად იყო უწესოებაჲ მათი, რომელ ოდესმე ზომისა უმეტესი სიმძიმე დასდვიან, რომელთა მიმართ აქუნ შური რაჲმე ანუ მტერობაჲ, სხუათა ზომისა უმეტესად აღუსუბუქიან, ანუ ქრთამისათჳს, ანუ სიყუარულისა რაჲსათჳსმე და თუალთხუვისა ჴორციელისა, რამეთუ იყვნეს იგინი ყოვლითურთ ჴორც, და არარაჲ იპოებოდა მათ თანა სულიერი.

„ესე ჯერ-არს საქმედ და იგი არა დატევებადო“. რამეთუ ათეულისა მიცემაჲ მცირეთაცა საქმეთაგან არავე დააყენა, ვინაჲთგან ესეცა მოწყალებისავე სახე იყო, გარნა უაღრესთა მათ საქმეთა უმეტესი ჯერ-არს მოსწრაფებაჲ და შეკრძალვაჲ.

„სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“. რამეთუ ესე არიან განმწმედელნი სულისანი და სხუათა სათნოებათა აღმაორძინებელნი. სამარ-თალი მოიყვანებს კაცსა გულისჴმის-ყოფად და ლმობიერებად მოყუსისა მიმართ, რაჲთა არა იყოს იგი ტჳრთთა მძიმეთა დამდებელ და შეუნდობელ უმრწემესთა მიმართ. ამის წესი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:

...ოასწავებს აქა, რომელნი-იგი მრავალთა ბოროტთა მოქმედნი იყვნეს და სხუათა მწარედ განიკითხვიდეს მცირეთა და უნდოთა ცთომათათჳს, რომლისათჳსცა უკუანაჲსკნელრე განცხადებულად აბრალებდა და ეტყოდა, ვითარმედ: „შეჰკრით ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვით მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო თქუენ თითითაცა არა გნებავნ შეძრვად იგი“; და „ათეულსა მოიღებთ პიტნაკისა და ცერეცოჲსა და ძირაკისასა და დაგიტეობიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“.

წინაჲსწარვე უკუე სიტყჳთა ამით ამხილებს ცთომილებასა მათსა, რომელთა ეგულებოდა ბრალობაჲ და განკითხვაჲ მოციქულთაჲ უცოდველთა მათთჳს საქმეთა, ვითარ-იგი იყო არამარხვაჲ შაბათისაჲ და უბანელითა ჴელითა ჭამაჲ და მეზუერეთა თანა ჯდომაჲ და სხუაჲ ესევითარი, რომლისათჳსცა ეტყოდა, ვითარმედ: „დასწურავთ ბურნაქსა და აქლემსა შთანთქამთ“.

და მერმე ყოველთა მიმართცა კაცთა ჰყოფს რჩულის-დებასა ამას კე-თილსა, გარნა წესსა ზედა თჳსსა და სამართალსა, რამეთუ პავლეცა რაჟამს თქუა, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“ და ვითარმედ: „ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა განიკითხავთ“, მათდა მიმართ თქუა, რომელნი უზეშთაესთა თჳსისა სა...

სრულად ნახვა