1.მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა2.და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი.3.ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან.4.რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი.5.და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა; განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი.6.უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელსა შორის7.და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდიან კაცნი: რაბი, რაბი!8.ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ.9.და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა.10.ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი – ქრისტე.11.ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ.12.ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.13.ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი.14.ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად.15.ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა.16.ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს.17.ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს ოქროსა მას?18.და სთქუათ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს.19.ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას?20.რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა.21.და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა.22.და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა.23.ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი არა დატევებად.24.წინამძღუარნო ბრმანო, რომელი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ!25.ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა.26.ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა.27.ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.28.ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა.29.ვაჲ თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა,30.და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩეუნთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა.31.ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი.32.და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ.33.გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა?34.ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად,35.რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა.36.ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმე-თა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან“ (23,1-3).
ოდეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა პირნი დაუყვნა და სირცხჳლეულნი წარგზავნნა და წინაჲსწარმეტყუელი ქადაგად უფლებისა მისისა მოიყვანა, მაშინ კუალად ერსა მას ასწავებდა აღსრულებად სწავლათა მათ შჯულისათა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ წინააღმდგომ იყო...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასშჯელი“ (23,13).
ნაყროვანებისა მათისა გარდამატებულებასა ამხილებს. და უძჳრესი ესე იყო, რომელ არა თუ მდიდართაგან მოჰრეწდეს ნივთსა მუცელთა მათ-თა აღვსებისასა, არამედ ობოლთაგან და ქურივთა, რომელთა უმეტესად ჴელის-აპყრობაჲ თანაედვა. და სახე ესე ანგაჰრებისა მათისაჲ ვითარ ბოროტ არს, ისმინეთ!
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობთ მოსაჴსენებელსა მართალთასა და სთქჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა“ (23,29-30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ამისთჳს არს ვაჲ მათდა, რომელ აღაშენებენ საფლავებსა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობენ მოსაჴსენებელსა მათსა, ანუ რომელ აბრალებენ მკლველთა მათთა, არამედ ამისთჳს არს ვაჲ მათდაო, რომელ...
1-3. მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. - როცა უფალმა ფარისევლებს პირი დაუყო (დაადუმა) და მათი განუკურნებელი სნეულებანი წარმოაჩინა, საუბარი უკვე მათზე, მათს ცხოვრებასა და მოქალაქეობრივ ყოფაზე დაიწყო. იგი მსმენელებს შეაგონებს, არ შეურაცხყონ მოძღვარნი, თუნდაც...
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა, და ცერეცოისასა, და ძირაკისასა,და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისა: სამართალი და წყალობა, დასარწმუნოება. ესე ჯერ იყო საქმედ და იგი არა დატევებად (მათ. 23, 23).
დღეს, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საჭიროდ ვრაცხ და მსურს მოძღვრება ჩემი თქვენდამი, რომელნი შეჰკრებილხართ აქა სხვათა და სხვათა მრავალთა სოფლებითგან, დავაფუძნო სიტყვათა ამათზედა სახარებისათა: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო,...
...რადგან თუ იქ, სადაც სტუმართმოყვარეობაზეა საუბარი, სადაც არ იცნობ მას, ვინც შენთან ჩერდება, ასეთ საზღაურს იღებ, მით უმეტეს მიიღებ, თუ დაემორჩილები იმას, ვის დამორჩილებასაც გიბრძანებს.
ამბობს: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი“ (); „ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“ ().არ იცი, რა არის მღვდელი?„ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს“ ().ნუთუ თავისას ამბობს?თუ მას შეურაცხყოფ, მას კი არ შეურაცხყოფ, არამედ ღმერთს, რომელმაც იგი ხელთდაასხა.და საიდან არის ცხადი, ამბობს ვინმე, რომ ღმერთმა ხელთდაასხა იგი?მაშასადამე, თუ ასეთი შეხედულება არ გაქვს, შენი სასოება დაცარიელებულია.რადგან თუ ღმერთი მისი მეშვეობით არაფერს მოქმედებს, არც საბანე...
ამიტომ პავლე ამის შესახებ მუდამ და ყოველგან ბევრს საუბრობს.ხოლო ქრისტემ ისინი ასეთი აუცილებლობით დაუმორჩილა მოძღვრებს, როცა თქვა: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი" ().„ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ ... ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ" ()1.და კვლავ, როცა კეთროვანი განკურნა, ამბობდა: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა" ().მაგრამ შენ ამბობ: „ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა" ().ამიტომ ვთქვი, ამბობს: „ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ" ()....
...რამეთუ ესრეთ უმეტესად ძალ-უც მოსწრაფებაჲ თქუენთჳს; უკუეთუ თქუენ შეურაცხ-ჰყოფდეთ, ბოროტად ყოფაჲ არს საქმჱ თქუენი, და იგინიცა დაიჴსნებიან შეწევნად თქუენდა.
ისმინე უფლისაჲ, რასა იტყჳს, ვითარმედ: „საყდარსა ზედა მოსესსა დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე, რაოდენსა გეტყოდიან ქმნად, იქმოდეთ“. ხოლო აწ ვერვინ იტყჳს, თუ: მოსჱს საყდარსა ზედა დასხდენ მღდელნი, არამედ ქრისტესსა, რამეთუ მისი სწავლაჲ აქუს და ამისთჳს ჯერ-არს პატივი მათი. არა ჰხედავა, რამეთუ მთავართა სოფლისათა ყოველნი ჰმორჩილობენ, დაღაცათუ უმჯობეს მათსა იყვნენ? და უკუეთუ რომელი კაცმან დაადგინოს, ესრეთ არს, ღმრთისა დადგენილთაჲ არა უფროჲსად ჯერ-არსა პატივი? რაჲ უკუე სიტყუაჲ აქუნდეს, რომელთადა ბრძანებულ არს არაგანკითხვაჲ მოყუსისაჲ, და იგინი მღდელთა აგინებენ და შეასმენენ?
ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ ამისთჳს, ვითარმედ რომელნი მოუჴდებიან მღდელობასა არაღირსებით, კეთილმცა იყვნეს; არამედ ფრიადცა საწყალობელ და ღირს ტირილისა არიან, არამედ მათთა სამწყსოთა არა უჴმს შეურაცხ-ყოფაჲ. რამეთუ უკუეთუ შენ კეთილად იყო, მისისა ბოროტისაგან არარაჲ გევნების, და უკუეთუ ღმერთმან ვირისა მიერ სწავლაჲ გამოაჩინა1 და მოგჳსა მიერ კურთხევაჲ მოჰფინა,