მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:35

34. ჰრქუა მას იესუ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე.35. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს.36. მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსიმანია, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო.
სახარებაჲ მათესი თავი 26
35. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, პეტრე? წინაჲსწარმეტყუელმან თქუა, ვი-თარმედ: „განიბნინენ ცხოვარნი“, ქრისტემან დაამტკიცა სიტყუაჲ ესე, და შენ იტყჳ, ვითარმედ: არა იქმნას ესე. არა კმა-გეყოა, რაჟამს-იგი სთქუ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო“, და შეგრისხნა?

ამისთჳს უკუე მიუშუა შთავრდომად ბრალსა მას უარის-ყოფისასა, რაჲთა ცნას, ვითარმედ: არა ჯერ-არს მინდობაჲ თავსა თჳსსა, არამედ სიტყჳსა მის უფლისა რწმუნებად, ვიდრეღა თჳსისა გონებისაჲ; და სხუათა დიდად სარგებელ ეყო მისითა მით უარის-ყოფითა, რამეთუ ცნეს კაცობრივი უძლურებაჲ და ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ.

რამეთუ ოდეს რაჲმე უფალმან თქუას, არღარა ჯერ-არს გამოძიებად. ამისთჳსცა, ვინაჲთგან პეტრეს ესმა, ვითარმედ: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა“, და არა ჰრქუა სიმდაბლით, ვი-თარმედ: გევედრები, უფალო, შემეწიე, რაჲთა არა განგეშორო; არამედ მიენდო თავსა თჳსსა და ჰრქუა: „დაღაცათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე“; ესე სიტყუაჲ ზუაობად მიიწეოდა. ამისთჳს შეუნდო უფალმან...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:30-36 — მოწაფეთა განბნევისა და პეტრეს უარყოფის წინასწარმეტყველება:

30. და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. - შემდგომად სერობისა იგალობეს, რათა ვისწავლოთ, რომ ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. რომ არ ეფიქრათ, გაიქცაო, არა სხვაგან სადმე, არამედ ზეთისხილის მთაზე, იუდეველთათვის არა უცნობ, არამედ ნაცნობ ადგილას მიდის. ამასთან, ტოვებს რა მას, სისხლმოწყურებულ ქალაქს შორდება, რათა დევნილს შემდგომში ემხილებინა ისინი, რომ განშორებულს დაედევნენ.

31-32. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა-წარგიძღუე თქუენ გალილეას. - ვითარცა ღმერთი მომავალზე წინასწარმეტყველებს და მოწაფენი რომ არ ცდუნებულიყვნენ, თავის თავს საყვედურობს, როცა ამბობს, რომ დაწერილია: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი, რაც ნიშნავს: მე თქვენ შეგაკავშირეთ, მაგრამ ჩემი წასვლით განიბნევით (დაიფანტებით). რადგანაც მამამ იუდეველთაგან ძის ჯვარზე გაკვრა დაუშვა, ამიტომაცაა ნათქვამი, რომ ძეს მამა დასცემს. შეეძლო რა ხელის შეშლა მათთვის, მაგრამ არ შეუშალა და დაუშვა, რის გამოც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთჳს დავდვა“ (13,37).:

... და შეჰრისხნა მას უფალმან, და ვერ განისწავლა, არამედ კუალად, ენება რაჲ ქრისტეს ფერჴთა მისთა დაბანად, აყენებდა იგი; და აწ ესმა რაჲ, ვითარმედ: „ვერ ძალ-გიც მოდევნებად ჩემდა“, თქუა მან, ვითარმედ: „დაღაცათუ ყოველ-თა უარ-გყონ, მე არასადა უარ-გყოო“. ; და რაჲთა არა მოვიდეს ზუაობად და ისწავოს სიტყჳს-გებაჲ, ამისთჳს განსწავლა იგი, რაჲთა არღარა წინააღუდგებოდის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა იესუ: მე ვევედრე შენთჳს მამასა, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“. ესე იგი არს, რაჲთა არა წარჰჴდე. და ამის ყოვლისა მიერ სიმდაბლესა ასწავებს და ბუნებასა კაცობრივსა ამხილებს, ვითარმედ არარაჲ არს იგი თავით თჳსით. რამეთუ განსწავლა იგი, რაჲთა არა სიტყჳსმიმგებელ იქმნას, რა-ჟამს-იგი მიიღოს განგებაჲ სოფლისაჲ, არამედ რაჲთა მოიჴსენებდეს მის ზედა მოწევნულთა მათ საქმეთა და უწყოდის უძლურებაჲ თჳსი. და არა თუ ერთგზის მოიწია მის ზედა საქმჱ იგი, არამედ ერთსა მცირედსა ჟამსა სამგზის უარ-ყო, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა ესეოდენ შეიყუარა, რაოდენ შეყუარებულ იქმნა. და შემდგომად მის დაცემისა ჰრქუა მას, ვითარმედ:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ. და მოვიდა მოწაფეთა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ ძალ-გიც ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცი - უძლურ“ (26,39-41).:

...გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცი - უძლურ“ (26,39-41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ცუდად ყო სიტყუაჲ თჳსი პეტრეს მიმართ, დაღაცათუ სხუათაცა დაეძინა, არამედ ამხილებს მას ზემოთქუმულისა მის მიზეზისათჳს, რამეთუ იტყოდა: „დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“. ამისთჳს პეტრეს მიმართ ყო სიტყუაჲ და ყოველთა პირი შემოიღო, რაჲთა ამხილოს უძლურებაჲ მათი, ვითარ რომელნი-იგი მის თანა სიკუდილად განმზადებულ იყვნეს, ვერცა თუ მწუხარებასა მას მის თანა მღჳძარებად შეუძლეს.

ხოლო თავადი ილოცავს მუჴლ-მოდრეკით და ჴელაპყრობით, რაჲთა გუასწაოს, თუ ვითარ გჳჴმს შეწირვაჲ ლოცვათაჲ, და რაჲთა მწვალებელთაგანმან ვერვინ თქუას, თუ: იჩემებდა საქმესა მას ურვისა და მწუხარებისასა. ამისთჳს ოფლნი გარდამოდიოდეს პირისა მისისაგან, ვითარცა ნაწუეთნი სისხლისანი, და ანგელოზი გამოუჩნდა და განაძლიერებდა მას, და მრავალი სახე შიშისაჲ აჩუენა, რაჲთა ვერვინ თქუას მწვალებელთაგანმან, თუ: სიტყუანი იგი მოპოვნებულნი იყვნეს. ამის-თჳს ილოცავს.

და რომელ-იგი თქუა: „უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე“, გამოაჩინა ბუნებაჲ კაცობრივი.

ხოლო რომელ თქუა: „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“, გუასწავა სათნოებაჲ და ახოვნებაჲ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“ (17,4).:

...ისტეს სიყუარულისაჲ; რამეთუ არა თუ თჳსისა სიკუდილისაგან ეშინოდა და ამისთჳს ესრეთ იტყოდა. ნუ იყოფინ! და იხილე, ოდეს თჳსისა თავისათჳს მოვიდა სიტყუაჲ, რაჲ-იგი ჰრქუა უფალსა: „სული ჩემი შენთჳს დავდვა. დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უარ-გყო შენ“. ;

და სიტყუაჲ თჳსი საქმით დაამტკიცა, რამეთუ მო-რაჲ-ვიდეს ერნი იგი მახჳლითა და წათებითა შეპყრობად იესუსა, არცა შეშინდა, არცა ივლტოდა, არამედ ახოვნად განეწყო ბრძოლად ესოდენისა მიმართ ერისა და მახჳლი იჴადა და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ თჳსისა თავისათჳს აქუნდა შიში, არამედ შეიწუებოდა გული მისი მოძღურისა მისთჳს სახიერისა. ამის-თჳს იტყოდა: „გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“

რასა იტყჳ, ჵ პეტრე? არა უპირატეს მცირეთა დღეთა განჰყავი იგი მონათაგან და აღიარე და სთქუ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ“?1 ვითარ უკუე აწ კუალად მონათა თანა აღჰრაცხავ მას და ეტყჳ: „ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა“?

ჰხედავთა, ვითარ პირველ ჯუარ-ცუმისა ქრისტესა უძლურ იყვნეს და ვერ მიწთომილ სრულსა გულისჴმის-ყოფასა? რამეთუ დაღა...

სრულად ნახვა