მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:39

38. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა.39. და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.40. და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა?
სახარებაჲ მათესი თავი 26
39. და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ. და მოვიდა მოწაფეთა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ ძალ-გიც ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცი - უძლურ“ (26,39-41).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ცუდად ყო სიტყუაჲ თჳსი პეტრეს მიმართ, დაღაცათუ სხუათაცა დაეძინა, არამედ ამხილებს მას ზემოთქუმულისა მის მიზეზისათჳს, რამეთუ იტყოდა: „დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“. ამისთჳს პეტრეს მიმართ ყო სიტყუაჲ და ყოველთა პირი შემოიღო, რაჲთა ამხილოს უძლურებაჲ მათი, ვითარ რომელნი-იგი მის თანა სიკუდილად განმზადებულ იყვნეს, ვერცა თუ მწუხარებასა მას მის თანა მღჳძარებად შეუძლეს.

ხოლო თავადი ილოცავს მუჴლ-მოდრეკით და ჴელაპყრობით, რაჲთა გუასწაოს, თუ ვითარ გჳჴმს შეწირვაჲ ლოცვათაჲ, და რაჲთა მწვალებელთაგანმან ვერვინ თქუას, თუ: იჩემებდა საქმესა მას ურვისა და მწუხარებისასა. ამისთჳს ოფლნი გარდამოდიოდეს პირისა მისისაგან, ვითარცა ნაწუეთნი სისხლისანი, და ანგელოზი გამოუჩნდა და განაძლიერებდა მას, და მრავალი სახე შიშისაჲ აჩუენა, რაჲთა ვერვინ თქუას მწვალებელთაგანმან, თუ: სიტყუანი იგი მოპოვნებულნი იყვნეს. ამის-თჳს ილოცავს.

და რომელ-იგი თქუა: „უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე“, გამოაჩინა ბუნებაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:37-44 — ლოცვა გეთსიმანიაში:

37-39. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა. და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ. - ყველა მოწაფე კი არ წაიყვანა, არამედ სამნი, ისინი, რომელთაც თაბორის მთაზე თავისი დიდება აჩვენა, რადგან იხილავდნენ რა მას შეშფოთებულსა და მლოცველს, არ ცდუნებულიყვნენ; თუმცა ესენიც დატოვა და განშორდა, მარტოს რომ ელოცა. იგი კეთილი განგებულებით ღელავს და წუხს, რათა ირწმუნონ, რომ ჭეშმარიტად კაციც იყო, რადგანაც შიში სიკვდილისა კაცობრივ ბუნებას ახასიათებს. რამდენადაც სიკვდილი კაცთა მოდგმაში ბუნებით არ შემოსულა, ამიტომ კაცობრივი ბუნება გაურბის მას. ამასთან, იმისთვისაც მწუხარებს, რომ ეშმაკს დაემალოს, და რომ ეშმაკი მას, ვითარცა უბრალო (ჩვეულებრივ) კაცს, თავს ისე დაესხას, მოაკვდინოს და ამგვარად თვითონაც შეიმუსროს. მეორე მხრივ, უფალი სიკვდილზე თვითონ რომ წასულიყო, ამით იუდეველებს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოჱ სიყუარულისათჳს და სიმშჳდისა:

...მიდრკეს ენაჲ შენი უწესოებად, არამედ იტყოდე, ვითარცა ქრისტესგან ისწავე, რამეთუ იგიცა ცრემლოდა ლაზარესთჳს; უკუეთუ შიშსა შთაჰვარდე, იგივე წესი მოიგე, ვითარცა ქრისტესგან ისწავე, რამეთუ იგიცა ოდესმე შიშსა მიეცა ჩუენთჳს ბუნები-თა მით კაცობრივითა; თქუ შენცა: „არა ვითარ-იგი მე მნებავსო, არამედ ვითარცა შენ გნებავს“; უკუეთუ სცრემლოდი, ესრეთ მდუმრიად ცრემლოდი, ვითარცა იგი. უკუეთუ მწუხარებასა შთაჰვარდე, იგივე წესი იპყარ. ისმინე, ვითარ იტყოდა: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე“. რამეთუ ყოველსავე ზედა სახჱ მოგცა, რაჲთა ჰბაძვიდე მას. ესრეთ თუ სცხონდებოდი, ნეტარ იყოს შენდა, უკუეთუ მის მიერ დადებული წესი დაიმარხო ჟამსა მწუხარებისასა, ჟამსა ურვისასა, ჟამსა გლოვისასა და ყოველსავე საქმესა შინა.

იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“. უკუეთუ იქმნა მშჳდ და მდაბალ, მეგობარ იყო ქრისტესა, ვითარცა წერილ არს მოსესთჳს, ვი-თარ „იყო უმშჳდეს ყოველთა კაცთა“. ამისთჳს ეწოდა მსახურ და მონა ღმრთისა, და „ეტყოდა მას ღმერთი პირისპირ, ვითარცა ვინ ეტ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლა: ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მიცვალებულთათჳს, არამედ ლოცვაჲ მათთჳს და ჟამისწირვაჲ:

...მადლობით შეიწყნარო, დიდი სასყიდელი მოიღო ღმრთისაგან, რამეთუ მოწყალებისა და მარხვისა და მღჳძარებისა და სხუათა ყოველთავე საქმეთა უაღრეს არს მოთმინებაჲ განსაცდელისაჲ მადლობით.

გულისჴმა-ყავ, რამეთუ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მოკუდა კაცობრივითა მით ბუნებითა და შეურვებულ იყო და იტყოდა: „თანაწარმჴედინ სასუმელი ესე“, გარნა არავე თანაწარჰჴდა მიღებად სასუმელისა მის, და არა სიკუდილი ხოლო თავს-იდვა, არამედ სიკუდილი საყუედრელი, დამოკიდებითა ჯუარსა ზედა, რომელი მაშინ ფრიად საყუედრელად შერაცხილ იყო; და პირველ ჯუარ-ცუმისა ბევრეულნი ყუედრებანი და შეურაცხებანი თავს-ისხნა, რაჲთა ჩუენ გუასწაოს ყოვლისავე განსაცდელისა თავს-დებად. ხოლო მო-ღათუ-კუდა, არამედ აღდგა კუალად დიდებითა დიდითა, რაჲთა მოგუცეს ჩუენ სასოებაჲ აღდგომისაჲ.

უკუეთუ ამას ყოველსა არა ურწმუნო ხარ, ნუ სტირ და ჰგოდებ შესუენებულთათჳს. უკუეთუ ჰგოდებდე, ვითარ დაარწმუნო წარმართთა, ვი-თარმედ გრწამს? მითხარღა, უკუეთუმცა მეფემან ამან ქუეყანისამან მოავლინა და მიუწოდა შვილსა შენსა სამეუფოდ პალატად, სტიროდემცა და ჰგოდებდი? ნუ იყოფინ! არა უწყი, უკუეთუ სრულიად ვინ სულელ იყოს და უმეცარ. ხოლო აწ ანგელოზნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ და მიუწოდენ მონასა მას ღმრთისასა, რაჲსათჳს უკუე სტირ შენ? არა უწყია, ვ...

სრულად ნახვა