მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 4:24

23. და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.24. და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი.25. და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით.
სახარებაჲ მათესი თავი 4
24. და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სასუფეველსა და განჰკურნებდა ყოველსა უძლურებასა ერისასა. და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა მას ასურეთსა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითოსახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისადცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნნა იგინი. და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და წიაღ იორდანისაჲთ, და განკურნნა იგინი“ (4,23-25).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მოძღუარნი იგი და მეთევზურნი ყოვლისა სოფლისანი მოინადირნა, მიერითგან იწყო ქმნად სასწაულთა, რაჲთა წამებაჲცა იოვანესი დაამტკიცოს და ერი იგი სარწმუნოებად მოიყვანოს. ხოლო ზედაჲსზედა მოჰვლიდა ქალაქებსა და სოფლებსა და შესაკრებელთა მათთა შორის ასწავლიდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს მამისა, არცა ცთუნებად ერისა მოსრულ არს, არამედ ჭეშმარიტებისა გამოჩინებად. ამისთჳსცა სასუფეველსა ქადაგებდა, რომლისა ქადაგებასა უმეცარღა იყვნეს, და სიტყუათა თჳსთა სასწაულთა მიერ დაამტკიცებდა. რამეთუ ესრეთ იქმს მარადის ღმერთი: ოდეს უცხოჲ რაჲმე იქმნებოდის და ახლისა რაჲსამე მოქალაქობისა დაწყებაჲ შემოვიდოდის, სასწაულთა საქმესა აჩუენებს დასამტკიცებელად ყოფადისა მის საქმისა და გულისჴმისსაყოფელად ძლიერებისა მისისა.

ესრეთ უკუე პირველვე, ოდეს-იგი ეგულებოდა დაბადებაჲ კაცისაჲ, ყოველივე სოფელი დაჰბადა და მერმეღა ქმნა კაცი და მისცა რჩული იგი, რომელი განაწესა სამოთხესა შინა. და კუალად, ოდეს ნოესდა ეგულებოდა რჩულის-დებაჲ, დიდნივე საკჳრველებანი ქმნნა და ნივთნი სოფლისანი შეცვალნა და უცხოჲ იგი ზღუაჲ საშინელად წელიწად ერთ ქუეყანასა ზედა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
4:23-25 — სახარების ქადაგება და განკურნებანი:

23. და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებას სასუფეველისასა. - რათა ეჩვენებინა, რომ სჯულის წინააღმდეგი არ იყო, ებრაელთა სინაგოგაში შედიოდა. და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.- ნიშნებით იმიტომ იწყებს, რომ ერწმუნათ იმისი, რასაც ასწავლიდა. სნეულება - ეს ხანგრძლივი ტანჯვაა, ხოღო უძლურება - ხანმოკლე დარღვევა სხეულის სწორი ცხოვრებისა.

24. და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი. - მასთან მიყვანილთაგან ქრისტე რწმენის შესახებ არავის არაფერს ეკითებოდა, რადგან უკვე რწმენის საქმე იყო ის, რომ ისინი შორიდან მოჰყავდათ. ცისად ცისად გუემულებს (მთვარეულებს) ეშმაკეულებს უწოდებს, რადგან ეშმაკს სურს რა, ადამიანებს ჩაუნერგოს, რომ ვარსკვლავები მავნებელნი არიან, მთვარის აღვსებას უცდის და მაშინ ტანჯავს, რათა ტანჯვის მიზეზად მთვარე მიიჩნიონ და ბრალი ღმრთის ქმნილებას დასდონ, მსგავსად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა არს აქა“ (2,3).:

...ა სწავლასა, თუ არა, სხუაჲ არცა ერთი რაჲ უქმნიეს; ამისთჳსცა უცნაურ იყო ყოველთა მიერ. ხოლო უკუეთუმცა პირველითგან სასწაულთა იქმოდა, არამცა უცნაურ იყო, ვითარცა-იგი რაჟამს იწყო ქმნად სასწაულთა, განჴდა სახელი მისი მცირედსა ჟამსა მას შინა ყოველსა ასურეთსა. არამედ უჯერო იყო მრავლითა სახითა პირველითგან ქმნაჲ სასწაულთაჲ, რამეთუ ურწმუნოცა მრავალნი იქმნებოდეს, ვითარცა-იგი უკუანაჲსკნელ იქმნნეს; არამცა უფროჲსად სიყრმისა მისისათჳს ურწმუნო იქმნნესა? და ჯუარ-ცუმაჲ ადრე ქმნულ იყო, რომელი-იგი არა ჯერიყო, არამედ უფალმან სიბრძნითვე ნათლის-ღებადმდე არცა ერთი რაჲ ქმნა სასწაული; ამისთჳს უცნაურ იყო.

ხოლო დედასა მისსა აქუნდა მეცნიერებაჲ დიდებულებისა მისისაჲ მუცლად-ღებისა მიერ დიდისა მის და საკჳრველისა და ქადაგებისაგან იოვანესისა. და რამეთუ ჟამი იყო გამოცხადებისა მისისაჲ, ამისთჳს ჰრქუა აქა ვედრებით, ვითარმედ: „ღჳნოჲ არა არს“, რაჲთამცა ესრეთ გამოცხადნა დიდებაჲ ძისა მისისაჲ. ამისთჳსცა უფალმან ჰრქუა: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“ (2,4). ხოლო არა თუ დედასა თჳსსა შეურაცხ-ჰყოფდა და ამისთჳს ეტყოდა ესრეთ, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთამცა ასწავა კეთილად ძალი თჳსი, თუ ვინ არს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (1,14).:

...სული ფრინვიდა ზეცით მოსრული და დაადგრა ჴმასა მას თანა. ჭეშმარიტად ამის ყოვლისათჳს იტყოდა: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ“, რამეთუ შემდგომად ამისა არღარა მწყემსნი და ვარსკულავი, არამედ თჳთ ჴმაჲ მათ საქმეთაჲ ქადაგებდა, რამე-თუ განისმა ყოველსა ასურეთსა საქმე მისი მაშინვე. მაშინ ქუეყანაჲ ცა იქმნა, რამეთუ ცათა მეუფჱ მოსრულ იყო განცხადებულად, და ყოველნი ღაღადებდეს, ვითარმედ: მეუფჱ ცათაჲ მოვიდა; და ეშმაკნი ივლტოდეს, და მთავარი მათი შეძრწუნდა, სიკუდილი იდევნებოდა, მერმე სრულიად უჩინო იქმნა, და მკუდართა აღმოუტევებდა საფლავები, და ეშმაკნი განიოტებოდეს, და უძლურთა სენნი განიკურნებოდეს, და იყვნეს ჭეშმარიტად საქმენი საკჳრველნი, რომელთათჳს სუროდა წინაჲსწარმეტყუელთა ხილვად და ვერ იხილეს. რამეთუ იხილენმცა მაშინ თუალნი, მიწისაგან ახლად შექმნულნი, და საწადელი იგი საქმჱ, რომელი ყოველ-თავემცა სუროდა ხილვად, - ვითარ პირველ ადამ მიწისაგან დაჰბადა ღმერთმან, - მას ყოველსა ერთსა შინა წამსა აჩუენებდა უაღრესსა მას ასოსა ზედა გუამისასა; და ყოველსა გუამსა შეანაწევრებდა დაჴსნილთა მათ ასოთა: ჴელნი მომკუდარნი შეიძრვოდეს, ფერჴნი დაჴსნილნი მეყსა შინა ხლდებოდეს, ყურნი დაყოფილნი განეხუმოდეს, და ენაჲ შეკრული უტყუებითა დიდად ჴმობ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე თქუენ თანა ვიყო? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან“ (17,17-18).:

...რომელნი უდაბნოთა გარეიქცეოდეს და იკოდდეს თავთა თჳსთა ლოდითა.

ხოლო სიტყჳსა მისთჳს, თუ: „ცისად-ცისად იგუემების“, ნუვინ განკჳრდების, რამეთუ არა მახარებელისაჲ არს სიტყუაჲ, არამედ მამამან მის ყრმისამან თქუა ესრეთ; და სხუასაცა ადგილსა რომელ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მრავალნი ცისად-ცისად გუემულნი განკურნნა“, სიტყჳსაებრ ერისა მის თქუა ესრეთ, არა თუ თჳთ მოიღო სიტყუაჲ ესე. რამეთუ ენება ეშმაკსა, რაჲთამცა მნათობსა მას, ღმრთისა მიერ განათლებად ღამისა დაბადებულსა, მთოარესა ზედა დასდვა ბრალობაჲ ბოროტი და დაარწმუნამცა კაცთა, თუ მიზეზ რაჲმე არს იგი ესევითართა სნებათაჲ. ამისთჳს ოდესმე სიჩჩოსა მისსა შეიპყრობს უფლებულთა მათ მის მიერ და სავსებასა მისსა დასცხრების; და კუალად რომელთამე სავსებასა მისსა შეიპყრობს და ცხრომასა მისსა დაუშუებს. არა თუ მთოარისაგან იქმნების ესე. ნუ იყოფინ! არამედ ეშმაკი უკეთურებითა თჳსითა იქმს, რაჲთა მნათობი იგი საბრალობელ-ყოს. ამისთჳსცა ცთომილი გულისსიტყუაჲ დაემკჳდრა უგუნურთა თანა, და ესევითართა მათ ეშმაკეულთა ცისად-ცისად გუემულად სახელ-სდებდეს სიტყჳთა სიცრუისაჲთა და გონებითა ცთომილითა. ხოლო მის ჩუეულებისათჳს მრავალთაჲსა და ვითარცა კაცთა მიერ სახელი იგი ჩუეულ იყო, თქუა მახარებელმან. არა თუ მას ეგრეთ შეერაცხა. ნუ იყოფინ!...

სრულად ნახვა