ჰხედავა, ვითარ მცირედ-მცირედ წარმავალთა ამათ და განხრწნად-თაგან განგუაშორებს და მრავლით კერძო მოძღურებასა მას უპოვრებისასა შემოიღებს და მძლავრებასა მას ვეცხლისმოყუარებისასა განიოტებს? რამეთუ არა კმა-ეყვნეს ზემოთქუმულნი იგი მრავალნი და ძლიერნი სწავლანი, არამედ სხუანიცა შესძინა უმრავლესნი და უსაშინელესნი სიტყუანი.
რამეთუ რაჲმცა უსაშინელეს იყო აწ თქუმულთა ამათ სიტყუათასა, უკუეთუ მოიწიოს ესე ჩუენ ზედა, რომელ მონებისაგან ქრისტესისა განვვარდეთ საფასეთათჳს? ანუ რაჲმცა იყო უსაწადელეს, უკუეთუ მათი-თა უგულებელს-ყოფითა გუექმნას ჭეშმარიტისა ქრისტეს მონებისა და ერთგულებისა მიმთხუევად? რამეთუ რასა-იგი მარადის ვიტყჳ, აწცა ვთქუა, ვითარმედ: ორკერძოჲთავე სახითა მიგჳზიდავს ჩუენ მორჩილებად სიტყუათა მისთა, სარგებელისა მიერ და სავნებელისა.
და ვითარცა მკურნალი ჴელოანი გჳჩუენებს ურჩებისა მიერცა მომავალსა სენსა და მორჩილებისა მიერ მოცემადსა სიმრთელესა, ვითარცა ესე აქაცა ქმნა და გამოაჩინა უმჯობესი განთავისუფლებითა მით წინააღმდგომისაჲთა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: არა ამით ოდენ სავნებელ არს სიმდიდრე, რომელ ავაზაკთა აღსჭურავს თქუენ ზედა და გონება-თა თქუენთა...