მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 6:34

33. ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.34. ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი.
სახარებაჲ მათესი თავი 6
34. ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“ (6,34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან თქუა: „ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ: რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?“ ამისთჳს აწ განაწესა, თუ რაოდენ გჳღირს ზრუნვაჲ - მის ხოლო დღისაჲ, რომელსა შინა ვიყვნეთ, რაჲთა ამით ჯერითა აზნაურებაჲ ჩუენი შეურყეველად გუაქუნდეს და ვიცოდით, ვითარმედ საჭიროთა ხოლო საჴმართაჲ ბრძანებულ არს ზრუნვაჲ, და იგიცა გარეწარად, ვითარცა-იგი ზემო პურისა ხოლო მდღევრისაჲ გჳბრძანა თხოად. არა თუ ღმერთსა უჴმს ამისთჳს მოჴსენებაჲ ჩუენმიერი, არამედ რაჲთა ვცნათ, ვითარმედ ყოველსავე ზედა მისი შეწევნაჲ გუეჴმარების და არარაჲ თჳნიერ მისსა გუნებავს ქონებად.

ეგრეთვე აქა მის ხოლო დღისათჳს გჳბრძანა ზრუნვაჲ სულმოკლებისა მისთჳს კაცობრივისა; ხოლო მრავალნი იპოვნეს, რომელთა არცა თუ მის დღისაჲ თავს-იდვეს ზრუნვად, არამედ ყოველივე ზრუნვაჲ მათი მიაგდეს უფლისა, უხუად მომნიჭებელისა მის და სახიერისა, და არა ნაკლულევან იქმნეს ყოვლისაგან კეთილისა.

ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ამისთჳს გეტყჳ არა ძიებად ჴორციელთა ამათ, რაჲთა მშიერ და შიშუელ იყვნეთ, არამედ რაჲთა უმეტესი მოგეცეს, და მოგეცეს წესიერად და ჯეროვნად, რაჲთა არა მრავალმზრუნველობითა თქუენითა უღირს-ჰყვნეთ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:31-34 — ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა:

31-32. ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ. - ჭამას კი არ გვიკრძალავს, არამედ თქმას - რა ვჭამოთ? - გვიშლის. მდიდარნი საღამოსვე კითხულობენ ხოლმე: ხვალ რა ვჭამოთ? ხედავ ხომ რასაც გვიკრძალავს - გაზულუქებასა და თავშეუკავებლობას.

32-33. რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. - სასუფეველი ღმრთისა სიკეთეთა გემოისხილვაა, რომელიც მართალი ცხოვრებისათვის გვეძლევა. ამგვარად, ვინც სულიერს ეძიებს, მას ღმრთის გულუხვობის წყალობით, ხორციელიც მიეცემა.

34. ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი. - სიბოროტეში დღისა სადარდებელსა და საწუხარს გულისხმობს. საკმარისია შენთვის, რაც დღევანდელი დღისთვის შეწუხდი, ხოლო უკეთუ ხორციელის გამო ხვალისთვისაც იზრუნებ, მაშინ შენს ხორციელ ბუნებაზე მუდმივი ზრუნვისა გამო, ღმრთისათვის როდისღა მოიცლი?

თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან (5,16).:

...ნი, არამედ სულსაცა თჳსსა არა ჰრიდოს სიკუდიდ განცემითა ჴორცთა თჳსთაჲთა. ხოლო დღედ ბოროტად უწოდს არათუ ჟამთა ამის საწუთროჲსათა, რომელნი-ესე კეთილად დაბადებულ არიან ღმრთისა მიერ, არამედ რაჟამს ბოროტად ვინმე წარაგნეს, მაშინ საქმისა მისგან ეწოდების მათ ბოროტ, ვითარ-იგი თქუა უფალმან: "კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი" (). და კუალად ჩუენცა, რაჟამს სენი ანუ განსაცდელი რაიმე შეგუემთხჳის, ვიტყოდით, ვითარმედ: "ბოროტი დღე წარვვლე". და ვინაჲთგან იგივე დღე სხუათა კეთილად წარევლის, ამიერ ცხად არს, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ კეთილად დაბადებულსა დღესა ბოროტ, რაჟამს შევამთხჳით თავთა ჩუენთა უკრძალველობითა ანუ სენი ჴორცთაჲ გინა სენი სულისაჲ, რამეთუ ორისავე ამის ჩუენ ვართ მიზეზ. ჳკუმენისი: გინათუ ესრეთ იტყჳს გამოფრდასა ჟამისასა, რამეთუ არა ჩუენი არს აწინდელი ესე საწუთროჲ ჟამი, არცა სამარადისოდ მყოფ ჩუენ თანა, რამეთუ მსხემ და წარმავალ ვართ მას შინა. ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა მოვიყიდოთ მისგანი მოქმედებითა საქმეთა ღმრთისა სათნოთა, არა საწუთროსა თანა დაჴსნადთა, არამედ საუკუნოდ ჩუენ თანა წარმავალთაჲთა.

მოციქულისაჲ: ამისთჳს ნუ იყოფით უგუნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით, რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ (5,17).

თარგმანი: ესე არს უგუნურებაჲ, რაჟამს კაცმან ღმრთივ მოცემული ესე ჟამი, შე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან“ (6,27).:

...იზეზად. და კეთილ არს მათა მიმართცა სიტყუაჲ, რამეთუ სიტყუასა მასცა მოიღებენ, რომელი თქუა უფალმან, ვითარმედ: „მართა, ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავალთა მათ საქმეთა შინა, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია“, და კუალად, რომელ იტყჳს, ვი-თარმედ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა“. ხოლო კეთილ არს, რაჲთა ამის ყოვლისათჳს ვთქუა, რაჲთა იგინიცა დასცხრენ, რომელნი ამას იტყჳან, და არა შფოთი შემოვიღოთ შორის საღმრთოთა სიტყუათა; რამეთუ იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „გევედრები, რაჲთა არა უქმ იყვნეთ, არამედ მოქმედებით შუენიერად ხჳდოდით“; და: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“. რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“ (6,11).:

...ნდა, რომელსა უპყრიან ყოველნი არსნი წამის-ყოფითა ძლიერებისა მისისაჲთა, რომელი ზრდის ყოველთა მცენარეთა ქუეყანისა-თა, მფრინველთა ცისათა და თევზთა ზღჳსათა, რომელსა ყოველივე ძალუც და ყოველთა განაგებს, მისა საჴმარ არსა ჩუენი ზრუნვაჲ საზრდელისა ჩუენისათჳს? ნუ იყოფინ!

ამისთჳს გჳბრძანა, ვითარმედ: „ნუ ზრუნავთ ხვალისა“, ნუცა ითხოვთ ღმრთისაგან საშუებელთა და სიმდიდრეთა, არამედ პურისათჳს ოდენ მდღევრისა შეწირეთ თხოაჲ უძლურებისა თქუენისათჳს და ნურარას უმეტეს ამისასა ჰზრუნავთ, ნუცა ითხოვთ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს, და მან გიზრუნოს, ვითარცა ჰნებავს.

ესრეთ სიტყჳთა ამით ლოცვისაჲთა გუასწავა, რაჲთა ყოველნივე თხოანი ჩუენნი ღმრთისა მიმართ იყვნენ, და რაჲთა არარას უმეტეს მდღევრისა მის და საჭიროჲსა საზრდელისა ვითხოვდეთ. ხოლო ესე რაჲ აღასრულა სულიერისა სწავლისა ლოცვაჲ, მერმე სხუასა სახესა გჳჩუენებს აურაცხელისა მის სახიერებისა მისისასა.

ხოლო იცოდა უძლურებაჲ და უდებებაჲ ჩუენი, ვითარ-იგი შემდგომად ნათლის-ღებისაცა შემთხუევად იყვნეს ჩუენდა ცოდვანი; ამისთჳს კაცთმოყუარებისა მისისათჳს გჳბრძანა თხოად მოტევებისა ცოდვათაჲსა სახიერისა და მრავალმოწყალისა ღმრთისაგან და თქუმად:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ...

სრულად ნახვა