მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:22

21. არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ.22. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?23. მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
სახარებაჲ მათესი თავი 7
22. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. რამეთუ მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ; განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი ურჩულოებისანი“ (7,21-23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ძალი სიტყუათა ამათ ესრეთ არს, ვითარმედ: არა თუ რომელსა აქუნდეს სარწმუნოებაჲ ხოლო თჳნიერ საქმეთასა, განვარდეს იგი სასუფეველისაგან, არამედ დაღაცათუ სარწმუნოებასა თანა სასწაულთაცა იქმოდის და საქმენი კეთილნი არა აქუნდენ, არავე ღირს იქმნას იგი შესლვად კარსა მას ცხორებისასა. ამისთჳს იტყჳს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით?“ ვინაჲთგან ყოველივე იგი მოძღურებაჲ სრულ-ყო, აწ ნელიად გამოუცხადებს თავსა თჳსსა და გულისჴმა-უყოფს, ვითარმედ იგი თავადი არს მსაჯული ყოველთაჲ; რამეთუ ცოდვილთათჳს განმზადებულნი სატანჯველნი ზემო მოასწავნა, ხოლო თუ ვინ არს განმკითხველი მათი, აწ გამოაჩინა, რაჟამს თქუა: „მას ჟამსა ვჰრქუა მათო: განმეშორენით ჩემგან, არა გიცნი თქუენ“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ აწ, ოდენ ჟამსა განკითხვისასა, არამედ არცა თუ მაშინ, იქმოდით რაჲ სასწაულთა, გიცნენ თქუენ. და კუალად სხუასა ადგილსა ეტყოდა მოწაფეთა, ვითარმედ: „ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაწერილ არს ცათა შინა“. <span...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:21-23 — არა ყოველმან რომელმან მრქუას: უფალო, უფალო:

21. არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. - აქ სიტყვებით: არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, უფლად თავის თავს წარმოაჩენს, რადგანაც თავს ღმერთს უწოდებს და გვასწავლის, რომ უკეთუ საქმენი გარეშე რწმენისა გვექნება, ამისგან ვერავითარ სარგებლობას ვერ მივიღებთ. რომელმან ყოს ნებაჲ; ის კი არ უთქვამს - ჩემი ნებაო, რათა მსმენელნი არ ეცდუნებინა, არამედ "მამისა ჩემისა"- ო, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ნება მამისა და ძისა ერთი და იგივეა, უკეთუ შვილი მამას არ განუდგება.

22-23. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. - ქადაგების დასაწყისში მრავალნი, ისინიც კი, რომელნიც შემდეგში უღირსნი გამოდგნენ, დევნიდნენ ეშმაკებს, რადგან დემონები იესოს სახელით გარბოდნენ, მადლი ხომ უღირსთა მეშვეობითაც მოქმედებს, ისევე...

სრულად ნახვა
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა (3,1).:

...ვიტყჳ უკუე ვითარმედ, ვინაჲთგან შესაკრებელი კორინთელთაჲ, იპოებოდეს მუნ სულიერნიცა და ჴორცნიელიცა. და კუალად არს ვისთანამე ჯერეთ ჴორციელობაჲ, მოქმედებასაცა შინა სასწაულთასა, ვითარ-იგი მეტყუელთა მათ შორის, ვითარმედ: "უფალო უფალო, არა სახელითა შენითა ესე და იგი რაჲმე ვყავთა?" () — რომელთა ესმა: "არა გიცნი თქუენ" ().

მოციქულისაჲ: ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ, სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო (3,1-2).

თარგმანი: ჩჩჳლ ქრისტეს მიერ — იყვნეს იგინი, რომელნი არღა მიწევნულ იყვნეს სრულებასა შჯულთა ქრისტესთასა. ხოლო სძედ უწოდს ჯერეთ უსრულსა მოძღურებასა, და საჭმლად სახელ-სდებს სრულსა. ხოლო "არღა გეძლოჲ" ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ: "არა გენება"; რამეთუ ამას ცხად ჰყოფს დაწყებითგან ებისტოლისაჲთ, დაღაცათუ აწ შენდობით ეტყჳს "ვერ-შეძლებასა", რიდობით მხილებისათჳს.

მოციქულისაჲ: არამედ არცაღა აწ გიძლავს, რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ (3,2-3).

თარგმანი: წინამდებარეთა სიტყუათა შინა ამხილებს მიზეზთა წუთღა ჴორციელობისა მათისათა, ვითარმედ: ამათ და ამათ მიზეზთათჳს გეტყჳ "ჯერეთ ჴორციელობასა".

მოციქულისაჲ: რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ“ (13,35).:

...აქებდენ ყოველნი კაცნი, რაჟამს გიხილნენ, რამეთუ ჰბაძავთ სიყუარულსა ჩემსა. და უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: არა უფროჲსად სასწაულთა მიერ გამოჩნდებოდაა მოწფობაჲ ქრისტესი? არამედ არა, რამეთუ „მრავალთა მრქუან მას დღესა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა განვასხენითა ეშმაკნი? და ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ“. და კუალად, რაჟამს იხარებდეს, რამეთუ ეშმაკნი ჰმორჩილობდეს, ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ნუ გიხარის, რამეთუ ეშმაკნი გმორჩილობენ, არამედ რამეთუ სახელები თქუენი დაწერილ არს ცათა შინა“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: არა სასწაულთა მიერ მოიქცა სოფელი? გულისხმა-ყავნ, რამეთუ ამისთჳს სასწაულთა მიერ მოიქცა, რამეთუ სიყუარული პირველითგან იყო, ხოლო უკუეთუმცა იგი არა ყოფილ იყო, არცა სასწაულნი დაადგრებოდეს; არამედ ამან ყვნა იგინი კეთილ, რამეთუ ყოველთა გული და სული ერთ იყო. უკუეთუმცა ურთიერთას განყოფილ იყვნეს, ყოველივემცა წარწყმედილ იყო.

სწავლაჲ ობ სიყუარულისათჳს

რამეთუ არა მათ ოდენ ამცნებდა ამას, არამედ ყოველთა, რომელთა ეგულებოდა მათითა სიტყჳთა რწმუნებად მისა მიმართ, რამეთუ აწცა არარაჲ სხუაჲ დააბრკოლებს წარმართთა ჩუენდა მომართ, გარნა ესე, რამეთუ სიყუარული არა არს. ხოლო მოციქულნი ძლიერად იყუარე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...ან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მრქუან მე მას დღესა: უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა? და ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ“; და კუალად იტყჳს: „ნუ გიხარინ თქუენ, რაჟამს ეშმაკნი გმორჩილობდენ“, რამეთუ რომელნი არა ეკრძალებოდიან თავთა თჳსთა, იგინი ადვილად მიდრკებიან უკეთურებად, დაღაცათუ სარწმუნოებაჲ მართალი აქუნდეს.

არამედ ჩუენ ვივლტოდით საქმეთაგან ბოროტთა, რამეთუ შეუძლებელ არს თჳნიერ საქმეთა კეთილთაჲსა ხილვაჲ ქრისტესი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მშჳდობასა სდევდით და სიწმიდესა, რამეთუ თჳნიერ ამისა ვერვინ იხილოს უფალი“. ამისთჳსცა მარადის გამცნებ სიწმიდესა, რაჲთა თითოეულსა კმა-ეყოფოდის თჳსი მეუღლჱ, რომლისა თანა შჯულიერად უქორწინებიეს, და არა შეიგინებოდის ბილწებითა მრუშებისაჲთა, რამეთუ ყოველი მოქმედი მრუშებისაჲ ვერ ჰპოვებს წყალობასა, არამედ წარწყმედისა თანამდებ არს, დაღაცათუ ბევრეულნი ჰქონდინ სხუანი სათნოებანი; რამეთუ ყოველი მემრუშჱ ვერ იხილავს სა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლბ ვითარმედ აწცა წესი მოციქულთაჲ უპყრიეს წინამძღუართა ეკლესიისათა, და სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა:

...რამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“. და კუალად იტყჳს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა: უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით და ეშმაკნი განვასხენით და ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ“. და კუალად, ეგულებოდა რაჲ ჩუენთჳს ვნებად, მოუწოდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ“, არა თუ რაჲთა სასწაულთა იქმოდით, არამედ „რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას“. რამეთუ სასწაულთმოქმედებამან მრავალგზის სხუათა არგო, მოქმედსა მას ავნო ანუ ზუაობითა, ანუ ანპარტავანებითა, ანუ სხჳთა რაჲთმე სახითა, ხოლო ჭეშმარიტი სათნოებაჲ მოქმედთაცა მისთა არგებს და მხილველთაცა აღაშენებს.

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ესე შევიტკბოთ, ამას ვეძიებდეთ, რაჲთა ვცხონდეთ. უკუეთუ მოაქციო თავი შენი უწყალოებისაგან და წარჰმართო მოწყალებაჲ, ჴელი განჴმელი განგიმარტებიეს; უკუეთუ განეყენო სამღერელთა და სახიობათაგან და უცონელად მიჰრბიოდი ეკლესიად, განგიკურნებიეს ფერჴი მკელობელი; უკუეთუ მოსწყჳდნე თუალნი შენნი ხედვისაგან პირთა შუენიერთასა, აღგიხილვან თუალნი დაბრმობილნი; უკუეთუ ცუდთა სიტყუათ...

სრულად ნახვა