მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:8

7. ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.8. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს.9. ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას?
სახარებაჲ მათესი თავი 7
8. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვ-დეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოოს; და რომელი ირეკდეს, განე-ღოს“ (7,7-8).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მაღალნი და საკჳრველნი მცნებანი ამცნნა და უბრძანა ყოველთა ვნებათა უზეშთაეს ყოფად და მახლობელად ცათა აღიყვანნა და განუწესა არა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, არამედ თავადისა ყოველთა მეუფისა მსგავს-ყოფად, ხოლო მოწაფეთათჳს არა კმა-ყო, რაჲთა მათ ოდენ თავით თჳსით წარჰმართონ ესე ყოველი, არამედ სხუა-თაცა სწავლად უბრძანა და რაჲთა განარჩევდენ ბოროტთა და კეთილთა და გულისჴმა-ჰყოფდენ, თუ ვინ არიან ცხოვარნი, ანუ ვინ არიან ძაღლნი და ღორნი (ხოლო ესე საქმენი არა ადვილ იყვნეს გულისჴმის-საყოფელად, რამეთუ ფრიადი დაფარულებაჲ არს კაცთა შორის), და იცოდა უფალმან, ვითარმედ თქუმად ედვა ვიეთმე, თუ ძნელ და შეუძლებელ არიან მცნებანი ესე, ვითარცა სხუასა ადგილსა თქუეს მოწაფეთა: „და ვის ჴელ-ეწიფებისო ცხორებად?“ ხოლო რაჲთა აქაცა არა ეგრეთვე თქუან, ამისთჳს ზემოცა მრავალნი სიტყუანი ჭეშმარიტებისანი წარმოთქუნა გამოჩინებად, ვითარმედ არარას შეუძლებელსა იტყჳს, ხოლო აწ გჳრგჳნი ნუგეშინის-ცემისა და სიადვილისაჲ დაადგა წმიდათა მათ მცნებათა თჳსთა, რაჟამს-იგი თქუა: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:7-11 — ითხოვდით და მოგეცეს:

7-8. ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს. - ადრე უფალმა დიდი და ძნელი რამ გვიბრძანა, აქ კი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მისი აღსრულება, სახელდობრ, განუწყვეტელი ლოცვით; რადგან თქვა: ითხოვდით ანუ მარადის ითხოვდით, რაკი არ უთქვამს - ერთგზის ითხოვდითო და შემდეგ ნათქვამი კაცობრივი მაგალითითაც განამტკიცა.

9-10. ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას? - აქ უფალი გვასწავლის, რომ საჭიროა დიდი ძალით ვთხოვოთ უფალს და თანაც ის ვითხოვოთ, რაც სასარგებლოა; რამეთუ თქვენ, ამბობს, როცა ხედავთ, თქვენს შვილებს მთხოვნელს სასარგებლოსი - პურისა და თევზისა, აძლევთ მათ, როცა ამდაგვარს ითხოვენ. ასევე ითხოვეთ თქვენც, ოღონდ სულიერი და არა ხორციელი.

11. უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას! - უკეთურებს ადამიანებს ღმერთთან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ყოველი რომელი ეძიებდეს, პოვოს“. ; და ამისთჳსცა პოვა ფილიპე მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ ვინაჲთგან ანდრიას იოვანეს მიერ ასმიოდა, ხოლო პეტრეს - ანდრიაჲსგან, არამედ ამას არავისგან ასმიოდა, გარნა ოდეს ესმა უფლისა სიტყუაჲ, და მეყსეულად შეუდგა და ქადაგ მისა იქმნა, და ნათანაელ მოაქცია, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: „რომელი დაწერა მოსე შჯულსა შინა და წინაჲსწარმეტყუელთა, ვპოვეთ“ (1,45). იხილეა, ვითარი სული აქუნდა, რომელი მარადის იწურთიდა სიტყუათა შჯულისათა? ხოლო საკჳრველ არს ანდრიაჲსთჳს და პეტრესთჳს და ფილიპესთჳს, და არა ესე ოდენ, რომელ პირველ სასწაულთა ხილვისა ჰრწმენა, არამედ ესეცა, რომელ ესევითარისა უსწავლელისა ადგილისა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „გალილიაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“, და იგინი ესევითარნი გამოჩნდეს მუნით. გარნა აქაცა ქრისტემან თჳსი ძალი გამოაჩინა, რამე...

სრულად ნახვა