მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:7

6. ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?7. ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა,8. არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1
7. ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა,
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა (1,7).:

თარგმანი: ვინაჲთგან ღმრთეებით ერთ არს მოქმედებაჲ მათი, ამისთჳს მამისა მიერ დადებული ყოველი — ძისაჲ არს, ვითარცა სწორთაჲ ჴელმწიფებითა, არამედ კაცთა არა უჴმს გამოკულევაჲ სიღრმესა ღმრთისა განგებულებათასა, რამეთუ არა ჩუენი, არამედ ღმრთისა მხოლოჲსაჲ არს ყოვლისავე უნაკლულოდ ცნობაჲ. ამისთჳს, ვითარ-იგი თჳს-ეყვის მოძღუართა, რაჲთა არა რასაცა იკითხვიდენ, არამედ რომელიცა უფრო სარგებელ ეყოფოდის მოწაფეთა, მას მიუგებდენ, ეგრეთვე უფალი ჰყოფს და ცუდთა გამოძიებათა მათთა არცა ერთისა სიტყჳსა ღირს ჰყოფს. გარნა მას ხოლო ეტყჳს, რაჲ-იგი მათდა უსაჴმარეს არს ქადაგებასა შინა სახარებისასა.

ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. აღსასრულის ჟამის ძიების უსარგებლობა:

...ყო. „და როგორ არ იყო სასარგებლო?“ — იტყვის ვინმე. თვით იმან იცის, ვინც დაფარა, რატომ არ იყო სასარგებლო; რადგან მოისმინე, რას ეუბნება იგი მოციქულებს: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა,“ (). მაშ, რაღას იძიებთ ზედმეტად? ეს მოისმინეს თვით კორიფე პეტრესთან მყოფებმა, რადგან თავიანთზე უმეტესის სწავლას ეძიებდნენ.

„დიახ, — იტყვის, — მაგრამ შესაძლებელი იყო ასე ელინთა პირების დახშობა“. როგორ, მითხარი? „იმიტომ, — ამბობს, — რომ ისინი ამ ქვეყნიერებას ღმერთად მიიჩნევენ; ხოლო თუ დაშლის ჟამი გვეცოდინებოდა, მათ პირებს დავუხშობდით“. სრულიადაც; მაგრამ მათი პირის დამხშობი ეს არის — იმის ცოდნა, რომ ოდესმე დაიშლება, თუ იმის ცოდნა, როდის დაიშლება? თუ პირის დახშობა გინდათ, ეს უთხარით მათ: დასასრული ექნება; თუ ამას არ ირწმუნებენ, არც იმას ირწმუნებენ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...(იოან. 21,17)

კუალად, ოდეს ჰკითხა საყუარელისა მისთჳს მოწფისა: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ და ჰრქუა უფალმან: „შენდა რაჲ არს?“ დადუმნა მეყსეულად.

კუალად, ჟამსა მას ამაღლებისასა ჰრქუა რაჲ: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთაჲ და წელთაჲ“, დადუმნა და არა სიტყუა-უგო.

კუალად, ერდოთა მათ ზედა ოდეს იხილა ტილოჲ იგი და ესმა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ შეგინებულად გიჩნ“, დუმნა და არ-ღარა სიტყუა-უგო. ესე ყოველი მიშუებითა მით ისწავა.

კუალად, ოდეს მკელობელი იგი განკურნეს, იტყოდა: „რაჲსა გუხედავთ ჩუენ, ვითარმცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთისმსახურებითა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“

აწ უკუე ამის საქმისაგან ვისწავლით ჩუენ საქმესა დიდსა. ესე იგი არს, ვითარმედ: არა კმა არს გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ კაცისაჲ წარმართებად კეთილსა რასმე, უკუეთუ ღმრთისამიერი შეწევნაჲ არა იყოს.

და კუალად არა სარგებელ გუეყოფვის, არცა მოგუეცემის ზეგარდამო შეწევნაჲ, უკუეთუ გულსმოდგინებაჲცა ჩუენი და მოსწრაფებაჲ არა იყოს. და ორივე ესე გამოაჩინეს იუდა და პეტრე. იუდას დიდად მიეცა შეწევნაჲ უფლისაჲ და არას ერ...

სრულად ნახვა