...თუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“, და იგინი ღმერთსა ჰმსახურებდეს, არამედ მან თჳსსა საქმესა მიიყვანნა, არა თუ, რამეთუ სხუაჲ არს მისი და სხუაჲ არს მამისა საქმჱ, არამედ რაჲთამცა ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა. ხოლო რაჲღა არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? აჩუენებს ჟამსა მას მოსლვისასა, რამეთუ რაჟამს განწმიდნა იგინი მსხუერპლითა მით თჳსისა სისხლისა დათხევისაჲთა, მაშინ მოვიდა სული წმიდაჲ. ხოლო რაჲსათჳს, იყო რაჲ მათ თანა, არა მოვიდა? ამისთჳს, რამეთუ არცა შეწირულ იყო შესაწირავი იგი. ხოლო ვინაჲთგან ცოდვაჲ დაიჴსნა და იგინი განვიდოდეს განსაცდელთა მიმართ, მაშინ ჯერ-იყო განმაძლიერებელისა მის მოსლვაჲ. რაჲსათჳს უკუე არა მეყსეულად შემდგომად აღდგომისა მოვიდა სული წმიდაჲ? ამისთჳს, რაჲთა ფრიადითა სურვილითა მისითა აღეტყინნენ, და მერმე მოვიდეს უმეტესითა მადლითა. რამეთუ ვიდრემდის ქრისტე მათ თანა იყო, არა იყვნეს მწუხარებასა შინა; ვინაჲთგან უკუე წარვიდა და იგინი შეშინებულ იქმნნეს...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:2
1. იყვნეს ინტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუს მტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე.2. და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ.3. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13