თარგმანი: ნათესავ ღმრთისა ვართ არა ბუნებით და არსებით, არამედ მადლით შვილებისა მიერ, და ბუნებით დამბადებელობისა. და კუალად ბუნებითითა ნათესავობითა ნათესავ ვართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა. მიერითგან, ვინაჲთგან გჳთჳსნა ჩუენგან ჴორცთ-შესხმითა, და კუალად, არა ნათესავ ღმრთისა ვართ დაუსაბამოებითა, რამეთუ იგი დაუსაბამო და პირველ საუკუნეთა არს, ხოლო ჩუენ — ჟამიერი არსებაჲ მის მიერ დაბადებითა და არაარსისაგან არსად მოყვანებითა მოგჳღებიეს, არამედ ამით არა ხოლო ყოველნი წმიდანი ნათესავ მისსა არიან თჳსებითა მადლით შვილებისა და სათნოებათა მიერისა მსგავსებისაჲთა, გარნა სხუანიცა ყოველნი კაცნი ნათესავ ღმრთისა არიან უკუდავებისათჳს და კუალად შემდგომად აღდგომისა ჴორცთაჲსა ყოვლად დაუსრულებელობისათჳს ცხორებისა ჩუენისა, რამეთუ დაუსრულებელ არს ჭირი ცოდვილთაჲ და შუებაჲ მართალთაჲ. ამით წესითა უკუე თქუეს არატო და ომირო ნათესავ ღმრთისა ყოფაჲ კაცთაჲ, რამეთუ არა სრულიად განქარვებადისა და წარწყმედადისა ბუნებისანი ვართ მსგავსად პირუტყუთა და საცხოვართა, არამედ სული მარადის უკუდავ არს, ხოლო ჴორცნიცა შემდგომად აღდგომისა უხრწნელ და უკუდავ...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:29
28. რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳს მოქმედნი იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო.29. აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად.30. რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად;
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17