მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:34

33. ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა.34. თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს.35. და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ უძლურთა მათ და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20
34. თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისაჲ არავისი გულმან მითქუა. თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა, და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს. და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ უძლურთა მათ (20,33-35).:

თარგმანი: ძირითურთ აღმოჰფხურის ვეცხლისმოყუარებასა, რამეთუ არა-მიღებაჲ ვეცხლისა და ოქროჲსაჲ ნუ-უკუე და ოდესმე ამისგან იყვის, რომელ არავინ მოგუცემდის. არამედ ესე არს სრული სათნოებაჲ, რაჲთა სრულიად მოვისპოთ გულისთქუმაჲ საჴმართმოყუარებისაჲ; რამეთუ უკუეთუ გულისთქუმაჲ გუაქუნდეს, იგი მიუდგების და შობს მოხუეჭასა და ანგაჰრებასა. ამის ყოვლისაჲ სახე გჳჩუენა მოციქულმან, რამეთუ არა ხოლო თჳთ არავისისა სიმდიდრისა მიმართ გული-უთქუმიდა, არამედ თჳსითა ჴელთსაქმრითა ზრდიდა თავსაცა თჳსსა და სხუათა უძლურებისა შესაწევნელ ჰყოფდა მუშაკობასა თჳსსა; რაჲთა ჩუენცა ვისწავოთ, რომელთა შრომაჲ ძალ-გუედვას, გამოზრდაჲ უძლურთაჲ ნამუშაკევითა ჩუენითა. სადა არიან, რომელნი სულიერსა ოდენ მოღუაწებასა საქმედ ჴელთა კმა-იყოფენ; იხილედ და თქუედ: ნუ-უკუე მარხვაჲ ანუ ლოცვაჲ იშრომებისა ჴელითა? არამედ მას თანა საძიებელ არს საქმე ჴელთაჲ გამოსაზრდელად თავისა თჳსისა და ქველისმოქმედებად გლახაკთა

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან“ (6,27).:

...რავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“. რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა. და ჯერ-არს უკუე, რაჲთა თარგმანიცა ვთქუათ ამის სიტყჳსაჲ და არა ოდენ წინააღმდგომსა ვიტყოდით. ამას უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: არაზრუნვაჲ არა თუ არაშრომაჲ არს, არამედ რაჲთა არა შევჰმშჭუალოთ გონებაჲ ჩუენი სოფლისა საქმეთა და გარეწარად გუაქუნდეს საქმჱ ჴორცთაჲ და არა ვიუნჯებდეთ ხვალისა, რამეთუ არა თუ არა ეგების შრომაჲ და არაუნჯებაჲ ხვალისათჳს, რამეთუ არა ერთი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ, არამედ იქმნების შრომაჲ და არაზრუნვაჲ. და რომელ-იგი მართას ჰრქუა, არა თუ საქმესა აყენებდა, არამედ რაჲთა არა სწავლისა ჟამსა და ლოცვისასა წარაგებდეს ჴორცთა ზრუნვასა შინა, არამედ თჳსსა ჟამსა იქმოდის ყოველსავე. და არა თუ უქმობასა ასწავლიდა, არამედ სწავლისა კეთილად სმენასა, ვი-თარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მოვედ თქუენდა უმჯობჱსისა სწავ...

სრულად ნახვა