1. ხოლო წმიდათა შენთაჲ დიდი იყო ნათელი, რომელთაჲ ჴმაჲ ესმოდა, ხოლო ხატსა არა ჰხედვიდეს, რამეთუ მათცა ევნებოდავე და ჰნატრიდეს,2. ვითარმედ არა ავნებენ, ვინაჲსწარღა იგი ევედრებოდა, ჰმადლობდეს ღმერთსა. და თანა-წარსლვისათჳს სიხარულით ევედრებოდეს.3. და ცეცხლითა შეწუვისა წილ სუეტი ცეცხლისაჲ მოსცა მათ მძღურად გზასა, რომელ არა იცოდეს, და მზჱ უვნებელად და პატივისა-მოყუარედ უცხოებასა მას შინა მათსა მოჰსცა მათ.4. რამეთუ ღირდეს-ვე იგინი მოკლებისა მის ნათლისა, და რაჲთა შეყენებულ იყვნენ ბნელსა, რომელთა-იგი პყრობილად ეპყრნეს ძენი შენნი, რომელთა მიერ მოცემად იყო შჯული უხრწნელი და ნათელი სოფელსა მოწევნად.5. ხოლო მათ ეზრახა წმიდათა მათ ჩჩჳლნი მოწყუედად, ხოლო ერთისა, რომელ განაგდეს შვილი, განერა; მამხილებელად მათა მათისა მისთჳს სიმრავლის-უყუარულებისა შვილთაჲსა ერთბამად წარწყმიდენ იგინი სიმრავლესა შინა წყალთასა.6. იგი ღამჱ წინაჲსწარ ეუწყა მამათა ჩუენთა, რაჲთა გულითად იცოდიან, რომელთაჲ ფიცი ჰრწმენა და გული იტყოდის.7. შეიწირა ერისაგან შენისა ცხოვრებაჲ მართალთაჲ, მტერთა წარწყმედაჲ;8. ხოლო ვითარცა-იგი სტანჯენ მტერნი, ესრევე ჩუენ გჳწოდე და გუადიდენ.9. რამეთუ ფარულად შესწირვიდეს წმიდანი შვილნი სახიერთანი, და სიწმიდისა იგი შჯული ერთობით დაიდვეს; ეგრევე მსგავსადცა კეთილთაჲ მათ და პატიჟი მიღებად წმიდათა, მიერითგანვე უწინარჱს მამასა უგალობდეს ქებით.10. ხოლო თანა-უოხრიდა შეუთქუმელად მტერთა იგი ღაღადებაჲ, და საწყალობელი მიმოოხრიდა ჴმაჲ გოდებისაჲ მის ყრმათა მათთჳს.11. მსგავსი საშჯელი იყო, რამეთუ მონაჲ უფლისა თანა იტანჯებოდა და გლეხსა და მეფესა იგივე ვნებაჲ ევნებოდა.12. ერთბამად ყოველნი ერთითა სახელითა სიკუდილისაჲთა ურიცხუნი წინაშე მათსა ისხნეს მკუდარნი, ვერცაღა დაფლვად შემძლებელ იყვნეს ცოცხალნი ერთსა შინა წამსა, რამეთუ უპატიოსნჱსი ნაშობი მათი განრყუნილ იყო.13. ყოველსავე ურწმუნო იყვნეს გრძნებითა მათითა; და მოსრვასა მას პირმშოთასა აღიარეს, ვითარმედ: ერი ღმრთისაჲ არს ესე.14. რამეთუ ყუდროჲთა დუმილითა მოცეულ იყო ყოველი, და ღამისა სახჱ იგი მსწრაფლ განიზოგებოდა.15. ყოლად ძლიერი სიტყუაჲ შენი ზეცით საყდართაგან სუფევისათა, თუალუხუავი მბრძოლი, შოვრის მოსრვისა მოიწია ქუეყანად,16. მახჳლი მალჱ და შეუორგულებელი ბრძანებაჲ შენი მოაკუდენდა, დადგა და აღესრულა ყოველი სიკუდილითა: და ცად აღებულ იყო და მოწევნულ იყო ქუეყანად17. მაშინ მეყსეულად უცნებაჲ ჩუენებათაჲ ბოროტი შეაძრწუნებდა მათ, და შიშნი მოიწინეს მათ ზედა მოუგონებელნი.18. და სხუაჲ სხუასა ადგილსა დაცემულ იყო, ზოგი მომკუდარი, და რომლისათჳს ბრალისა მოკუდებოდა, უჩუენებდა.19. რამეთუ ჩუენებანი აღაშფოთებდეს მათ და ამას წინაჲსწარ აუწყებდი, რაჲთა არა უმეცარ იყვნენ, რომლისათჳს-იგი ბოროტად ევნების და წარწყმდებიან.20. შეეხო მართალთაცა გამოცდაჲ სიკუდილისაჲ, და იყო მოსრვაჲ სიმრავლისაჲ უდაბნოსა ზედა, არამედ არა ფრიად განგრძნა რისხვაჲ იგი,21. რამეთუ იწრაფა კაცმან უბრალომან და ჰბრძო; თჳსისა მის სამსახურებელისა საჭურველითა - ლოცვისა და საკუმეველისა - ლხინებაჲ მოიღო და წინა-დაუდგა გულის-წყრომასა, დასასრული დადვა, და ბოროტსა ამას აჩუენა ამით, ვითარმედ შენი მსახური არის.22. და ჰსძლო ერსა, და არა ძალითა ჴორციელითა და არცა საჭურველისა შეწევნითა, არამედ სიტყჳთა მომსრველი იგი დაიმორჩილა, ფიცნი მამათანი და აღთქუმანი მოაჴსენნა.23. ზჳნი მეყსეულად იდვა ერთი-ერთსა ზედა მკუდარი, შოვრის დადგა და დააყენა ზედა-მოსლვაჲ იგი, და განყო ცოცხალთა შორის გზაჲ.24. რამეთუ ფერჴთა-შესასხმელისა სამოსელსა იყო ყოველი სოფელი, და მამათა დიდებანი - ოთხ-კარგთა მათ ანთრაკთა გამოქანდაკებულ, და დიდებაჲ შენი - შარავანდსა თავისა მისისასა25. ესე დაიჯერა მომსრველმან მან და ამათ შეიშინეს, რამეთუ იყო რისხვისა მის გამოცდაჲ ხოლო კმა.