მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ამოსისი 8:11

10. და გარდავაქცინე დღესასწაულნი თქუენნი გლოად, და ყოველნი გალობანი თქუენნი გოდებად, და აღვიღო ყოველსა წელსა ზედა ძაძაჲ, და ყოველსა თავსა ზედა სიმტიერე, და დავდვა მე იგი, ვითარცა გლოვაჲ საყუარელისაჲ, და მისთანანი, ვითარცა დღე სალმობისაჲ.11. აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, უფალი, - და გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა ზედა, არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ.12. და შეიძრნენ წყალნი ზღჳთგან ვიდრე ზღუამდე. და ჩრდილოთგან ვიდრე აღმოსავალთამდე მიმორბიოდიან მეძიებელნი სიტყჳსა უფლისასა და არა პოონ.
წინასწარმეტყველება ამოსისი თავი 8
11. აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, უფალი, - და გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა ზედა, არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სათნოებისკენ შეგონება და სულის საზრდო:

...ტად ვძღებთ, მეორეს (სულს) კი — შიმშილით სიკვდილად ვაიძულებთ, ორივეს ვავნებთ. ის, რისი მოვლინებითაც ყოველთა მპყრობელი, როგორც უდიდესი რისხვით, ემუქრებოდა ოდესღაც იუდეველ ხალხს, როცა ამბობდა: „გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა ზედა, არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ" (), და გვასწავლიდა, რომ ის შიმშილი სხეულს ასუსტებს, ეს კი თავად სულს სტანჯავს — სწორედ იმას, რისი მოვლინებითაც უფალი მაშინ მათ სასჯელის ნაცვლად ემუქრებოდა, ახლა ჩვენ ნებაყოფლობით ჩვენს თავზე მოვიზიდავთ, და ისიც მაშინ, როცა ღმერთმა ჩვენზე ესოდენ დიდი მზრუნველობა გამოიჩინა, და მისი განგებულებით ჩვენ, წერილთა კითხვისას, მოძღვართა შეგონებასაც ვიღებთ. ამიტომ, საყვარელნო, გევედრებით, ყოველი სიზარმაცე მოაშოროთ, ცოტათი მაინც გამოფხიზლდეთ და ყოველი მოშურნეობა სულის ცხონებისკენ მიმართოთ. ამგვარად, თქვენც დიდ კეთილგანწყობას დაიმსახურებთ ღვთისგან, ჩვენც კი თქვენი აღშენებისადმი უფრო მეტად მოშურნენი გავხდებით, როცა დავინახავთ, რომ ჩვენი შეგონებები საქმით აღსრულდება. მიწის მუშაკიც, როცა ხედავს, რომ მიწა დამუშავების მიმღებია და უხვ ნაყოფს მოაქვს, თავადაც უფრო დიდი მოშურნეობით გამოდის მიწის დამუშავებაზე; ასევე ჩვენც, როცა დავინახავთ თქვენს წინსვლ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ბ გულსმოდგინედ წურთისათჳს წერილთაჲსა:

...ბაჲცა ჩუენი უძჳრეს მათისა მის პირუტყუებისა იყოს, არა დიდად დასასჯელ ჩუენდა იქმნასა?

საზრდელ სულთა ჩუენთა სიტყუანი ღმრთისანი არიან, და ნაკლულევანებაჲ მათი სიყმილად წოდებულ არს. რამეთუ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელისა მიერ: „მივსცე მათ არა სიყმილი პურისაჲ ანუ წყურილი წყლისაჲ, არამედ სიყმილი სმენად სიტყუათა უფლისათა“. რაჲ უკუე უძჳრეს არს ამისა ოდენ? რომელ-იგი უფალმან სატანჯველად რისხვისა თქუა, შენ ნეფსით თჳსით მოაწიო სულსა ზედა შენსა - სიყმილი იგი ბოროტი. არა ჰხედავა, ვითარმედ სული სიტყუათაგან თითოსახედ იცვალების?

სიტყუამან აღძრას იგი რისხვად, სიტყუამან დაამშჳდის კუალად, სიტყუამან ბილწმან აღაზრზინის გულისთქუმად, სიტყუამან სიწმიდისამან შეაყუარის სიწმიდე. ვინაჲთგან უკუე სიტყუათა ლიტონთა ესოდენი ძალი აქუს, ვითარ წმიდათა წერილთა შეურაცხ-ჰყოფ, რომელთა შინა ძალი სულისა წმიდისაჲ არს და ამისთჳს ძალ-უც სულთა მათ განფიცხებულთა სწავლითა მოლბობად უმეტეს ცეცხლისა, უკუეთუ სარწმუნოებით მოუჴდენ. ეგრეთ კორინთელნი იგი გულფიცხელნი მოალბნა პავლე სწავლითა თჳსითა, ვი-თარცა ცჳლი ცეცხლმან, ვითარცა-იგი თავადი წამებს, რამეთუ ისმინეთ, რასა მიუწერს: „რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერ მწუხარებამან მაგან თქუენმან რავდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რავდენი მომადლებაჲ,...

სრულად ნახვა