...(ესაია 50,6)
და კუალად იტყჳს: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ, არცა სიკე-თე, არამედ ხილვაჲ იგი მისი უპატიო და დაკლებულ უფროჲს ძეთა კაცთაჲსა. იგინა და არა შეირაცხა. ამან უძლურებანი ჩუენნი იტჳრთნა და სნეულებანი ჩუენნი თავს-ისხნა, იწყლა უშჯულოებათა ჩუენთათჳს და იგუემა ცოდვათა ჩუენთათჳს“, და შემდგომი ამისი.
რამეთუ ესე ყოველი უყვეს უფალსა ჩემსა ჰურიათა და სხუაჲ უმრავლესი, სცემდეს და ეკიცხევდეს, ვითარმედ: „გჳწინაჲსწარმეტყუელე ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ ხოლო ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „დაჰბურეს თავსა და ჰგუემდეს მას და ჰკითხვიდეს: წინაჲსწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ 2 ამას, საყუარელნო, ზედაჲსზედა ვიკითხვიდეთ, ამას უწყინოდ ვისმენდეთ, ესე ყოველი დავწეროთ გონებათა შინა ჩუენთა, რამეთუ ესე არს დიდება ჩუენდა და სიქადულ; ამას ზედა ვიქადი მე, არა თუ ოდეს ვაჴსენო, ვითარ აურაცხელნი მკუდარნი აღადგინნა და სხუანი იგი სასწაულნი აღასრულნა, არამედ ოდეს მოვიჴსენნე ვნებანიცა, რომელ ჩუენთჳს დაითმინნა.
ამას ზედა იქადის ნეტარი პავლეცა, ოდეს აჴსენოს ჯუარ-ცუმაჲ მისი და სიკუდილი და ყოველნივე იგი ვნებანი და შეურაცხებანი და ყუედრებანი, რომელნი ჩუენთჳს თავს-ისხნა უშჯულოთა ჰურიათაგან, რომელთაიგი ოდ...