...რსა და მისგან გიყოფს, და რამეთუ განრისხებულ არს იგი ყოველთა ზედა, რომელთა ჩემი არა ისმინონ. ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა უცხოჲ ვიყავ მისგან და წინააღმდგომი მისი, რადმცა მოაწია ჩემთჳს თქუენ ზედა ესეოდენი რისხვაჲ? ეგრეთვე ესაიაცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „მივსცნე უკეთურნი დაფლვისა წილ მისისა“; და დავით იტყჳს, ვითარმედ: „მა-შინ ეტყოდის მათ რისხვითა მისითა“; და თავადი იტყოდა: „აჰა ესერა დაუტევნეთ სახლნი თქუენნი ოჴრად“. ; და იგავნიცა იგი მისნი ამასვე მოასწავებენ, რომელ-იგი ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲ უყოს მუშაკთა მათ უფალმან მან მის ვენაჴისამან? რამეთუ ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს“. ; ; ჰხედავა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ამათ სიტყუათა ეტყოდა, რომელ არღა ჰრწმენა მისი? თუ არა, უკუეთუ თჳთ ეგულების წარწყმედაჲ მათი, ვითარცა ეგულებისცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მომგუარენით აქა, რომელთა არა ენება მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, და მოსწყჳდ...
წინასწარმეტყველება ესაიასი 53:9
8. სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხოვრებაჲ მისი, უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ.9. და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ, რამეთუ უსჯულოებაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაჲ პირსა შინა მისსა.10. და უფალსა ჰნებავს განწმედაჲ მისი წყლულებისაგან, უკუეთუ მისცნეთ ცოდვათა ძლითნი. სულმან თქვენმან იხილოს თესლი გრძელსაწუთოჲ და ჰნებავს უფალსა ჴელითა მისითა მოსპობაჲ ტკივილისაგან სულისა მისისა,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 53