თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ კაცთა მიმართ გაქუს მშჳდობაჲ, რომელნი-იგი მოძღურად აღგიარებიან, თქუენი ანუ თუ მათ მიერ გაქუს მადლი, რაჲ გერგოს, უკუეთუ ღმრთისა მიერ არა გაქუნდეს; არამედ მე ვილოცავ, რაჲთა მადლი და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მოვიდეს თქუენ ზედა, რომელი-იგი შემძლებელ არს განათლებად სულთა თქუენთა.
1 კორინთელთა მიმართ 1:3
2. ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, ქრისტე იესოს მიერ გაწმენდილთ და ხმობილ წმიდათ, ყველასთან ერთად, ვინც ყველგან, მათთან თუ ჩვენთან, მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს:3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ.4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1