1.პავლე, ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი, და სოსთენე, ძმა, -2.ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, ქრისტე იესოს მიერ გაწმენდილთ და ხმობილ წმიდათ, ყველასთან ერთად, ვინც ყველგან, მათთან თუ ჩვენთან, მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს:3.მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ.4.მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ.5.რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით.6.ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში.7.ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას,8.ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.9.სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.10.მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.11.რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის.12.იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.13.ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით?14.მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა.15.რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე.16.მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე.17.რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.18.ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.19.რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.20.სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?21.რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.22.ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.23.ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,24.ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.25.რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი.26.დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.27.მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.28.უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,29.და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.30.მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად.31.რათა, წერილისა არ იყოს: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს“.
ესე ებისტოლჱ მიუწერა ეფესოჲთ კორინთეს, რამეთუ პირმელ ექადაგა მათ შორის და მერმე აწ მიუწერს. ხოლო მიზეზი ესე იყო, რამეთუ კორინთელნი განიწვალებოდეს და შფოთებდეს ურთიერთას და იყო მათ შორის შფოთი და ერთსა ვისმე მამის ტოლი ცოლად შეერთო და არას ეტყოდეს მას. და სხუათა უნდა ცოლთა მათთა დაგდებაჲ მიზეზითა ტყუვილისა მოღუაწებისაჲთა, და ვიეთნიმე საკერპოთა შინა ჭამდეს, ვითარმცა არას ავნებდა კერპთა შეწირული; და სხუანი სხუათა მადლთა ღმრთისათა შეურაცხ-ჰყოფდიან, ხოლო რომელნი...
ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის ღვთისმოყვარე, მშვიდობისმოყვარე სამწყსოს:
„თუკი ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ“ ()
_ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო ივერიისა, საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, ისმინეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვები და ღრმად აღიბეჭდეთ გულში: „ამას იტყვის წმიდაჲ იგი და...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).:
...უფებისა მისგან გამოიყვანებს, - ნუ იყოფინ! - არამედ ითქუმის მიცემად ამისთჳს, რამეთუ მის მიერ ვპოვეთ მისლვაჲ და შეწყნარებაჲ მამისაჲ, და მან შეგუწირნა მისა.
ხოლო რომლისამიერობაჲ ესე მამისათჳსცა ითქუმის, ვითარცა-იგი თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლისა მიერ იწოდენით ზიარებად ძისა მისისა და ნებითა მამისაჲთა“. და კუალად იტყჳს: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს“. ხოლო რომელსა ესე მოასწავებს, ესე არს, ვითარმედ: არა ესრეთ უნდოჲ საქმჱ არს ჩემდა მომართ სარწმუნოებაჲ, არამედ ზეცით შეწევნაჲ და ძალი უჴმს. და ამას ყოველსა მას შინა სიტყუასა თჳსსა დაამტკიცებს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სული ახოვანი უჴმს და ღმრთისა მიერ მოცემული ლმობიერებაჲ ამას სარწმუნოებასა. არამედ ნუუკუე თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ყოველი, რომელი მოგცეს მამამან, შენდა მოვალს, და რომელნი მან მოიყვანნეს, და უკუეთუ ვერვის ძალ-უც შენდა მოსლვად, არა თუ მოცემულ იყოს მისა ზეცით, მაშა იგინი სადმე, რომელნი არა მოიყვანნეს მამამან, გარეგან არიანა ყოვლისავე ბრალისა? გარნა ესევითარნი სიტყუანი არიან ამაონი და ცუდნი. ხოლო ჩუენიცა ნებაჲ და მოსწრაფებაჲცა საჴმარ არს, რამეთუ მიღებაჲ სწავლისაჲ და რწმ...
...რომელი მოსცა კაცთა ნათლის-ღებისა მიერ, და აწ შესძინა თქუმად მისისა მის მიზეზისა, და არარაჲთ უდარეს მის ქველისმოქმედებისა, რომელ არს ჯუარისამიერი იგი. ვითარცა-იგი პავლე ეტყოდა რაÁ კორინთელ-თა, ესე ორნივე ერთბამად თქუნა, ვითარმედ: „ნუუკუე პავლე ჯუარსეცუა თქუენთჳს? ანუ სახელსა ზედა პავლესსა ნათელ-იღეთა?“ რამეთუ ყოვლისა უფროჲს ესე ორნი საქმენი გამოაჩინებენ გამოუთქუმელსა მას კაცთა მიმართ სიყუარულსა მისსა, რამეთუ მტერთა თჳსთათჳს მოკუდა, რამეთუ ჩუენ ყოველნი მაშინ მტერ მისა ვიყვენით, და რომელ არა ესე ოდენ, არამედ ნათლის-ღებისა მიერ სრულსა ცოდვათა შენდობასა მოგუანიჭებს. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა ცხადად, თუ: მეგულების ჯუარცუმაჲ, არამედ ძუელისა მის სახისა მიმართ მიიყვანა სიტყუაჲ? ერთად, ამისთჳს, რაჲთა ცნან, ვითარმედ ძუელი იგი მახლობელ არს ახლისა და ზიარ მისა და არა უცხო, და მერმე, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა იძულებით მივიდოდა ჯუარ-ცუმად, და კუალად, რაჲთა გულისხმა-ჰყო, ვითარმედ მისი არარაჲ ვნებაჲ იყო საქმჱ იგი, და ვითარმედ სხუანი ყოველნი მისგან ცხოვნდებოდეს. რაჲთა არა თქუას ვინმე, თუ: ვითარ აცხოვნოს ჯუარცუმულისა და მოკლულისა სარწმუნოებამან ვინმე? ამისთჳს ძუელისა მის საქმისა მიმართ მიგჳყვანნა, რაჲთა მოვიგონოთ, უკუეთუ რვალისა გუელსა ჰხედვიდეს ჰ...