მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:52

51. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, -52. ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.53. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
52. ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მეყსა შინა წამსა თუალისასა (15,52).:

თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: განუკუეთელსა შინა წამსა თუალისასა; რამეთუ განუკუეთელ ეწოდების წულილსა მას მწულილსა მტუერისასა, რომელი ჩანნ შარავანდედსა მზისა, სახლსა შინა შთადგომილისასა, რომელი სიმცირისა და ყოვლად ვერ-შესაპყრობელობისა მისისათჳს განუკუეთელ სახელ-ედების. ვინაჲცა აწ მოციქულმან სახედ მოიხუნა განუკუეთელი და წამი თუალისაჲ, რომელსა შინა ყოფად არს უკუანაჲსკნელი იგი შეცვალებაჲ და განახლებაჲ კაცთაჲ.

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი:

...რს: „რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.“ (), მით უმეტეს ჩვენც უნდა დაველოდოთ მათ; უფრო სწორად, ისინი გველოდნენ, ჩვენ კი აღარ მოგვიწევს მათი ლოდინი, რადგან აღდგომა ხდება „მეყსა შინა წამსა თუალისა“ ().

ხოლო ის, რომ ამბობს: „იკრიბებიან“, იმაზე მიუთითებს, რომ აღდგებიან ყველგან, ანგელოზები კი შეკრებენ მათ. ამრიგად, აღდგომა ღვთის ძალის საქმეა: იგი მიწას უბრძანებს, დააბრუნოს მასზე მიბარებული, და ამ საქმეში მას არავინ ეხმარება; ისევე როგორც მაშინ უხმო ლაზარეს: „ლაზარე, გამოვედ გარე!“ (). ხოლო მოყვანა უკვე მსახურთა საქმეა. მაგრამ თუკი ანგელოზები ყველგან მიმოისწრაფიან და კრებენ მათ, მაშინ აქ რატომ არის ნათქვამი, რომ აიტაცებიან? გარდამოსვლის შემდეგ აიტაცებიან, შეკრების შემდეგ; რადგან ეს ყოველივე ერთბაშად და ისე მოხდება, რომ წინასწარ არავის ეცოდინება. მხოლოდ მაშინ, როდესაც დაინახავენ შეძრულ მიწ...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. შესვენებულთა ნუგეში აღდგომის სასოებით:

...ინეთ შესუენებულთა მათ,“** (). ეს იგივეა, რასაც კორინთელთა მიმართ ამბობს: „მეყსა შინა წამსა თუალისა უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩუენ განვახლდეთ.“ (). აქ აღდგომის სანდოობაც წარმოაჩინა და მისი სახეც.

2. აღდგომის მტკიცება ქმნილების მაგალითებით

და რადგან ეს საქმე ძნელი ჩანს, თვით პავლე აჩვენებს, რომ როგორც ცოცხალთა აყვანაა ადვილი, ასევე ადვილია გარდაცვლილთა აყვანაც. ხოლო სიტყვით „ჩვენ“ საკუთარ თავზე არ ამბობს; რადგან თვითონ აღდგომამდე დარჩენას არ აპირებდა, არამედ მორწმუნეებს გულისხმობს. ამიტომაც დაურთო: „ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ,“ (), თითქოს ამბობდეს: ნუ იფიქრებ, რომ ამაში რაიმე სიძნელეა, როცა ისმენ, რომ მაშინ ცოცხლები ვერ დაასწრებენ სხეულით დაშლილ...

სრულად ნახვა