მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 4:5

4. რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.5. ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.6. ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4
5. ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს ნუ წინაჲსწარ ჟამისა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი (4,5).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მათდაცა განკითხვად და ბრალეულ ყოფად შემძლებელ არს უფალი, რომელთა ვერარაჲ ბრალი შეეცნას თავისა თჳსისადა, რაჲსათჳს თქუენ განიკითხავთ ძმათა თქუენთა? — ცხად არს, ვითარმედ ესე იყო სენი კორინთელთაჲ. ამისთჳს უწინარეს ყოვლისა ამას განჰკურნებს, რაჲთა არა განიკითხვიდენ ურთიერთას.

თავი ა̂, * გ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა გან-რასმე-იკითხვიდეთ (4,5).:

თარგმანი: შესრულ იყო ესეცა სენი მათ შორის, რომელ განიკითხვიდეს ურთიერთას. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ვინაჲთგან უფალი მათცა, რომელთა ვერარაჲ შეუცნობიეს თავთა თჳსთადა, განიკითხავს მას დღესა, რამეთუ იგი არს მართალი და ჭეშმარიტი მსაჯული, რაჲსათჳსღა თქუენ განიკითხავთ ძმათა თქუენთა!

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:

...(რომ. 14,10) და „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“ და კუალად იტყჳს: „ამისთჳს ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა გან-რასმე-იკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს უფალი და განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი“.

აწ უკუე ვითარ გულისჴმა-ვყოთ სიტყუაჲ ესე, არა ჯერ-არსა მოქმედთა ცოდვისათა ბრალობად? ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს მოციქულივე: „ზედაადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“? და კუალად იტყჳს: „რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის“. და კუალად ქრისტემან ჰრქუა პეტრეს: „უკუეთუ ცოდოს ძმამან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ შენი. უკუეთუ შენი არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ. უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“.

იხილე, რავდენნი მამხილებელნი წარმოუდგინნა, და არა ხოლო მამხილებელნი, არამედ დამსჯელნიცა, რამეთუ თქუა: „უკუეთუ კრებულისაჲცა არავე ისმინოს,...

სრულად ნახვა