1.ამრიგად, ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი.2.მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თვითეული მათგანი სანდო იყოს.3.პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს.4.რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.5.ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.6.ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ.7.რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?8.აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ.9.რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.10.ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,11.თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.12.ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.13.გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.14.თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.15.შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.16.ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.17.სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.18.ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას.19.მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას.20.რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით.21.რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით?
თარგმანი: კუალად მათთა მათ მოძღუართა მოასწავებს თჳსისა პირისა შემოღებითა.
მოციქულისაჲ: ვითარცა მსახურნი ქრისტესნი (4,1).
თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად დაემდაბლნეს მოძღუარნი იგი, აწ კუალად აღამაღლებს, რამეთუ სახელ-სდებს მათ მსახურად ქრისტესა და მნედ, გარნა, დაღაცათუ ესრეთ არსო, ვინმცა დაუტევა მეუფე და მსახურთა სახელიმცა უწოდა თავსა თჳსსა.
მოციქულისაჲ: და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი (4,1).
მოციქულისაჲ: ხოლო მე, ძმანო, ესე გამოვსახე თავსა ჩემსა და აპოლოს ზედა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწავოთ არა-ზრახვად უფროჲს წერილისა მის (4,6).
თარგმანი: აქამომდე ერისა მიმართ იტყოდა, ხოლო აწ მოიქცა მოძღუართა მიმართ და ეტყჳს, ვითარმედ: თქუენთჳს შემოვიღე თავი ჩემი და აპოლო შორის, რაჲთა არა თქუენ სახელ-გდვა და შესწუხნეთ. ამისთჳს ჩუენთჳს ვქმენ სიტყუაჲ, რაჲთა, გესმას რაჲ, ვითარმედ ჩემთჳს და აპოლოჲსთჳს ესრეთ ვიტყჳ, გულისჴმა-ჰყოთ თქუენთჳსცა. მოძღუართავე ეტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს შემოვიღე შორის თავი...
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, გინა თუ უდებებითა რისხვად აღმძრათ, ვითარცა პეტრე — ანანია და საპფირა, და ვითარცა ელჳმა — მე, გინა თუ სიყუარულად, მოსწრაფებითა თქუენითა.
მოციქულისაჲ: ყოვლადვე ისმის-ვე, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-იდების, ვითარმცა მამის ცოლი ვის ცოლად ესუა, და თქუენ განლაღებულ ხართ და არა...
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:
...ქმნებიან, უკუეთუ არა სინანულითა მჴურვალითა ღირს იქმნენ შენდობასა. არარაჲ არს უკუე ცოდვაჲ, რომლისათჳს არა პატიჟისა თანამდებ ვართ, გინა თუ ნეფსითი იყოს, გინა თუ უნებლებით, ცებნით, გინა თუ უცებნელნი; ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით რასმე განვმარ-თლდები“; გინა თუ მეცნიერებით ვცოდოთ, გინა თუ უგულისჴმოებით და ცთომით, ვითარცა იგივე მოციქული კორინთელთა მიუწერს, ვითარმედ: „მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსი-თა, ეგრეთვე განრყუნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ“.
აწ უკუე ვინაჲთგან ამის ყოვლისათჳს სიტყჳს-მიცემაჲ თანანადებ არს ყოველთა კაცთა მიერ, ვითარ შენ უზრუნველად ჰზი და ურიდად იცინი, განსცხრები, იმღერი, ჰლაღობ და მოკიცხართა მსგავს ხარ? და უკუეთუ არა ვიცინოდი და ვლაღობდე, არამედ ვიგლოვდე, რაჲ სარგებელ მეყოსო? - იტყჳს ვინმე დაჴსნილთა და შუებისმოყუარეთაგანი. ამას იკითხავა, საყუარელო, თუ რაჲ სარგებელ არს გლოაჲ?
დიდ არს სარგებელი გლოისაჲ და მიუთხრობელ, რამეთუ სიტყუაჲ სარგებელსა გლოჲსასა გამოჩინებად ვერ მისწუთების. არა არს სასჯელი ღმრთისაჲ მსგავს სასჯელსა კაცთასა; რამეთუ კაცობრივსა სამსჯა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:
...(რომ. 14,10) და „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“ და კუალად იტყჳს: „ამისთჳს ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა გან-რასმე-იკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს უფალი და განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი“.
აწ უკუე ვითარ გულისჴმა-ვყოთ სიტყუაჲ ესე, არა ჯერ-არსა მოქმედთა ცოდვისათა ბრალობად? ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს მოციქულივე: „ზედაადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“? და კუალად იტყჳს: „რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის“. და კუალად ქრისტემან ჰრქუა პეტრეს: „უკუეთუ ცოდოს ძმამან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ შენი. უკუეთუ შენი არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ. უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“.
იხილე, რავდენნი მამხილებელნი წარმოუდგინნა, და არა ხოლო მამხილებელნი, არამედ დამსჯელნიცა, რამეთუ თქუა: „უკუეთუ კრებულისაჲცა არავე ისმინოს,...
სწავლაჲ ლ ჴსენებაჲ შრომათა და მოღუაწებათაჲ წმიდათა მოციქულთა და მოწამეთაჲ:
...არცა-იგი პავლე წამებს ყოველთათჳს და იტყჳს, ვითარმედ: „აქა ჟამამდე გუშიისცა და გუწყურისცა და ვიქენჯნებით და განუსუენებელ ვართ და ვშურებით“. და მცირედ ზემორე ამათ სიტყუათასა იტყოდა, ვითარმედ: „თითისსაჩუენებელ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა“. რაჲ არს თითისსაჩუენებელ? ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ერთსა ყურესა სოფლისასა ანუ ერთსა ადგილსა აღესრულნეს ღუაწლნი ჩუენნი, არამედ ყოველთავე სახილველ და საცნაურ იქმნნეს. ხოლო რაჲ არს „ანგელოზთა და კაცთა“? ესე იგი არს, ვითარმედ იქმნების საქმე სახილველი კაცთაჲ ხოლო და არა ანგელოზთაცა ხილვისა ღირსი, ოდეს უნდოჲ რაჲმე და მცირე იყოს; ხოლო ჩუენნი მოღუაწებანიო და შრომანი ესოდენნი იქმნნეს და ესევითარნი, ვიდრეღა ანგელოზნიცა შემოკრბეს ხილვად გარდამატებულისა მის შრომისა და სათნოებათა და ღუაწლთა სიმრავლისა. და ვითარცა ოდეს საკჳრველსა რასმე და უცხოსა საქმესა ხედვიდენ კაცნი, თითითა უჩუენებენ ურთიერთას, ეგრეთვე ანგელოზთა თითისსაჩუენებელ იქმნა მოღუაწებაჲ და ახოვნებაჲ მოციქულთაჲ და განკჳრვებულნი ხედვიდეს კაცთა მათ, შემოსილთა ჴორცითა, ვითარ აღასრულებდეს საქმეთა უაღრესთა ანგელოზებრივისა მის ბუნებისათა. ამისთჳსცა ყოველი სოფელი მოინადირ...