თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა გეტყჳ თქუენ, რაჲთა ურწმუნოთა მათ ერიდებოდით, რამეთუ უწყი, ვითარმედ აწ ესე შეუძლებელ არს (თუ არა, უკუეთუ ამისი ქმნაჲ გენებოს, სრულიად სოფლით გამოსლვაჲ გიღირს, თუ არა, ვიდრემდის სოფელსა შინა იყვნეთ, ამას ვერ იქმთ), გარნა მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე ქრისტიანე წოდებულ იყოს და ძმათა თანა შერაცხილ, და იქმნას კუალად მსიძავ ანუ მპარავ ანუ მომთრვალე, მას თანა ნუღარა აღერევით, არამედ განაგდეთ თქუენგან. ერთად, რაჲთა თქუენცა არა ისწავოთ ბოროტი იგი და დაეჩჳნეთ ქრისტიანობასა შინა საწარმართოთა საქმეთა ქმნად; და მერმე, რაჲთა მასცა ჰრცხუენეს და დასცხრეს საქმისა მისგან.
1 კორინთელთა მიმართ 5:11
თარგმანი: რასა მისწერს აწ, თჳნიერ განმარტებასა ზემოჲსა მის საძიებელისასა, ვითარმედ არა ურწმუნოთა და გარეშეთა მათ წარმართთა მოქალაქობასა განმკითხველ გყოფ, არამედ შინაგანთა თქუენთასა; ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: უკუეთუ ვინმე ძმად სახელდებული იყოს მეძავ. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე სიტყჳთ ოდენ სახელ-ედებოდის ძმა მორწმუნეთა კრებულისა, და არა საქმითცა, არამედ იყოს ფარულად მეძავ ანუ ანგაჰრ ანუ თუ კულად კერპთმსახური, [· · ·] იჩემებდეს სარწმუნოებისა ქონებასა, გინა სხჳთა ზემოთქუმულთა ვნებათაგანითა რაჲთმე შეპყრობილ იყოს, რომელნი-იგი განცხადებულად უცხო არიან შჯულთაგან ქრისტიანობისათა, ესევითარი იგი არა ძმაჲ არს, არამედ სახელი ხოლო ზედა-აც ძმობისაჲ. ცალიერი საქმეთაგან და სიტყჳთ მორწმუნე ჭეშმარიტად...
...ამისთჳსცა ჰრქუა მას უფალმან: „დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისა ამის“. თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი პავლესი, რომელსა იტყჳს: „უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ, ანუ ანგაჰრ, ანუ მომთრვალე, ანუ მტაცებელ, ესევითარისა მის თანა ნუცა სჭამთ“? ხოლო ჩუენ ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ: პირველად ესე მებრ არა ჩანს, თუ მოძ-ღუართა ეტყჳს ამას, არამედ ძმათა ხოლო; მერმე ესეცა საცნაურ არს, ვი-თარმედ ესე მეზუერენი ჯერეთ არა განსრულებულთაგანნი იყვნეს, არცა ძმად შერაცხილნი; და კუალად პავლე მათ ძმათაგან იტყჳს გარემიქცევასა, ოდეს თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნენ, ხოლო ამათ დაეტევა ბოროტისა გზაჲ და მოქცეულ იყვნეს ქრისტესა. ამისთჳსცა არა ჯერ-იყო გარემიქცევაჲ მათგან პირისა მისისაჲ, არამედ უფროჲსად შეწყნარებაჲ წყალობით. გარნა უღმრთოთა მათ ფარისეველთა არა სთნდა ესე; ამისთჳსცა ეტყოდეს მოწაფეთა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძ-ღუარი თქუენი?“ (9,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იგინივე სხუასა ადგილსა მოწაფეთათჳს ეტყოდეს მას: „იხილე, რასა იქმან მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად“; და აწ კუალად მოწაფეთა თან...