მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:19

18. ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?20. რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი თქუენ შორის ტაძარნი სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან? (6,19).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ანუ არა უწყითა, ვითარმედ გუამი თქუენი ტაძარ თქუენ შორის მყოფისა მაგის სულისა წმიდისა არს, რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან? ესე იგი არს, რამეთუ ზოგად მოჴსენებითა ნიჭისაჲთა, რომელ არს სული წმიდაჲ, და მომცემელისაჲთა, რომელ არს ღმერთი, პატიოსან ჰყოფს-ცა სავანესა სულისა წმიდისასა გუამსა ჩუენსა, და განგუაკრძალებს-ცა, რაჲთა არა ვყოთ ტაძარი ღმრთისაჲ ტაძარ ეშმაკისა.

თავი გ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის მყოფისა მის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თავთა თჳსთანი, რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ (6,19-20).:

თარგმანი: შეაშინებს მათ დიდებულებითა მით ნიჭისაჲთა, რომელი მოცემულ არს ღმრთისა მიერ, არა თუ ამით სიტყჳთა თჳთმფლობელობასა ჩუენსა დაჰჴსნის, რომელ თქუა თუ: "არა თავთა თქუენთანი ხართ", არამედ ბოროტთა საქმეთაგან განგუაყენებს და იტყჳს, ვითარმედ: მეუფე გივის და არცა თუ ჴორცნი თქუენნიმცა შეგირაცხიან თჳსად, რამეთუ იყვენით ჴელმწიფებასა ქუეშე ეშმაკისასა, და მოიყიდენით სისხლითა ძისა ღმრთისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის