თარგმანი: არა თუ თჳთმფლობელობასა კაცთასა დაჰჴსნის, არამედ ბოროტთა საქმეთაგან დაგუაყენებს, რაჲთა თჳთმფლობელითა ნებითა ესე აღვირჩიოთ და განვბჭოთ, ვითარმედ: არარაჲ გუაქუს თავთა ჩუენთაჲ, არამედ ყოველივე მეუფისაჲ არს, ზოგად სული და ჴორცნი ჩუენნი, რომელნი-იგი ღმერთმან მამამან მოიყიდნა ჴელმწიფებისაგან სატანაჲსსა სისხლითა მხოლოდშობილისა ძისა მისისაჲთა.
1 კორინთელთა მიმართ 6:20
19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?20. რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6