თარგმანი: არა-ცოდვითა ქორწინებულისაჲთა განჰმართებს შიშსა ამას, ნუუკუე არა ყოველთა დასატევნელ იყოს ქალწულებაჲ. ამისთჳს ცხად ჰყოფს, ვითარმედ უცოდველი საქმე არს ქორწინებაჲ. ხოლო ქალწულად ამას ადგილსა ქალსა იტყჳს, ჯერეთ გამოუცდელსა ქორწინებისასა, რომელმან, იქორწინოს რაჲ, არა ცოდავს; და არა თუ, მას, რომელსა ღმრთისადა აღეთქუას ქალწულებაჲ. რამეთუ ამან, უკუეთუ იქორწინოს, მემრუშე იქმნების ქრისტესსა, რომლისა სძალ ქმნილ იყო ქალწულებითა.
1 კორინთელთა მიმართ 7:28
თარგმანი: კუალად ქორწინებულთა ეტყჳს, მათ, რომელნი მოვიდოდეს სარწმუნოებად კერპთმსახურებისაგან, ვითარმედ: უკუეთუ ცოლი გივის, ნუ დაუტევობ მას ქრისტიანობისათჳს; არას გავნებს უკუეთუ კულა უქორწინებელი ხარ, ნუ ეძიებ ცოლსა: უმჯობეს არს ქალწულებაჲ. უკუეთუ კულა ვერ ძალ-გიც ესე და იქორწინე, არავე ცოდვაჲ არს.
...პირველი უყვარდა, რადგან განსაკუთრებით სწორედ ამის გამო ვთქვი: წასულებთანაც-მეთქი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, თითქოს მეორე ქორწინებას ვკრძალავდე ან მას უწესობას ვუწოდებდე; პავლე ამის ნებას არ მაძლევს, პირზე აღვირს მადებს და ქალებს ეუბნება: „იქორწინე თუ, არაჲ სცოდე;“ (). მაგრამ ვნახოთ შემდგომიც: „ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს“ (); ეს ბევრად სჯობს იმას. რატომ? მრავალი მიზეზის გამო. რადგან თუ ქორწინებაზე უკეთესი საერთოდ არ დაქორწინებაა, მით უფრო ეს სჯობს იმას. მაგრამ, ამბობს იგი, ზოგმა ქვრივობა ვერ იტვირთა და უბედურებებში ჩაცვივდა; რადგან ვერ გაიგეს, რა არის ქვრივობა. ქვრივობა ის კი არ არის, რომ მეორედ არ იქორწინო, ისევე როგორც ქალწულობაც ის არ არის, რომ ქორწინება არ გქონდეს გამოცდილი; მაშ რა არის? როგორც იქ კრძალულება და უფალთან დაუბრკოლებლად ყოფნაა საჭირო, ასევე აქაც მ...
...(ლუკ. 23,43) ეგრეთვე მოციქულიცა პავლე მრავალგზის ამის ჟამისაცა განსუენებასა წინაუყოფს მაწუეველად სათნოებისა, ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ ქალწულებისათჳს, არა აჴსენა სასუფეველი ცათაჲ სასყიდელად, არამედ თქუა მოწევნულისა ამისთჳს ურვისა: „და მე გერიდებიო და მნებავს უზრუნველობაჲ თქუენი“. ეგრეთვე აქაცა უფალმან სულიერსა თანა და უხილავსა ხილულიცა აღრია უგულისჴმოთათჳს და ზრქელთა გულითა; რამეთუ ვინაჲთგან კაცნი ჰგონებდეს, თუ მშჳდნი და წრფელნი და უმანკონი ვერ წარჰმართებენ ცხორებასა ამის საწუთროჲსასა, არამედ შეურაცხ იქმნებიან ყოველთა მიერ და საწუნელ ყოველთა არიან, და მონაგები მათი წარსატაცებელ იქმნების, და ამით სახითა სიცხარე და მანქანებაჲ უაღრეს შეერაცხა, ვიდრეღა სიმშჳდე და სიწრფოებაჲ, ამისთჳს იტყჳს უფალი, ვითარმედ არა ესრეთ არს, არამედ უფროჲსად მშჳდნი და წრფელნი არა თუ საუკუნესა ხოლო ცხორებასა ღირს იქმნენ, არამედ ქუეყანასა ზედაცა უაღრეს და უმჯობეს იყვნენ ფიცხელთა და ცხართა და მანკიერთასა, ვი-თარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „იყო ესავ მეცნიერ და მჴნე და ძლიერ, ხოლო იაკობ იყო კაცი უმანკოჲ და მყოფი სახლსა შინა. და ისაკსცა უყუარდა ესავ“, არამედ ღმერთმან უმანკოებ...