...დიდების მეტყველებაზე არ ჩერდებიან, არამედ ხედავენ, რომ თქვენი საქმეები ბრწყინავს და თქვენ პირს გინათებს, და თქვენი ზეციური მამის დიდებისკენ აღიძვრებიან. ხოლო ამას რომ აკეთებენ, ჩვენთვის ჯილდო იმატებს, რადგან მათ მიერ დიდებისთვის უფალი ჩვენ ურიცხვ სიკეთეს გვანიჭებს: „მადიდებელნი ჩემნი, — ამბობს, — ვადიდნე" (). მაშ, საყვარელნო, ყველაფერი ისე ვაკეთოთ, რომ ჩვენი უფალი იდიდებოდეს, და არავის მივცეთ საცდურის საბაბი. ამას მუდამ გვასწავლის ქვეყნიერების მოძღვარი, ნეტარი პავლე; ერთგან ამბობს: „ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო" (), ხოლო სხვაგან: „ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ" (). მუქარა ძლიერია და მძიმე მსჯავრს გვქადის! ნუ იფიქრებ, ამბობს, თითქოს ზიანი მხოლოდ იმას ეხება, ვინც შენით შესცდა; არა, ის თავად ქრისტეზე გადადის, რომელიც იმ ადამიანისთვის ჯვარს ეცვა. თუკი შენმა უფალმა არ დაიშურა ჯვარცმა მისთვის, შენ განა არ გადაწყვეტ ყოველივეს გაკეთებას, ოღონდ კი არანაირი საცდურის საბაბი არ მისცე? და...
1 მეფეთა 2:30
29. რატომ წიხლავთ ჩემს მსხვერპლს და შესაწირავს, ტაძრისთვის რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის შესაწირავის ნათავარით?30. ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან.31. აჰა, მოაწია ჟამმა და უნდა მოვკვეთო შენი მკლავი და მამაშენის სახლის მკლავი ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში.
1 მეფეთა თავი 2