მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:2

1. ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა.2. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.3. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
2. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის.“ ().

1. აღსასრულის ჟამის ძიების უსარგებლობა

არაფერი, როგორც ჩანს, ისე ზედმეტად მაძიებელი და უხილავისა და დაფარულის შესწავლისადმი ხარბი არ არის, როგორც ადამიანთა ბუნება. ეს კი მას ჩვეულებრივ მაშინ ემართება, როცა გონება ჯერ არასრული და მოუმზადებელი აქვს. რადგან ბავშვთაგანაც უფრო გულუბრყვილონი არ წყვეტენ დამღლელ კითხვებს და ამ კითხვათა სიხშირით მზრდელებსაც, აღმზრდელებსაც და მამებსაც აწუხებენ; ამ კითხვებში კი სხვა არაფერია, თუ არა: „როდის იქნება ეს?“ და „როდის იქნება ეს?“ ეს კი განცხრომისაგანაც ხდება და იმისაგანაც, რომ საქმე არაფერი აქვთ. მაშ, ჩვენი გონება ბევრ რამეს ესწრაფვის უკვე, რომ ისწავლოს და ჩასწვდეს, უმეტესად კი აღსასრულის...

სრულად ნახვა
ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სულის ნათლის დაცვა და წინასწარმეტყველება:

...ითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ.“** (), ამიტომ, როცა თქვა: „სულსა ნუ დაავსებთ.“ (), დროულად დაუმატა შემდეგიც და თქვა: „წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ.“ (). ამრიგად, აქ რის გაცხადებაც სურს, ეს არის: იმის გამო, რომ თქვენთან ზოგი ცრუწინასწარმეტყველია, მათ გამო ამათაც ნუ შეუშლით ხელს და მათგან ზურგს ნუ შეაქცევთ; ნუ ჩააქრობთ მათ; ესე იგი, „წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ.“ ().

2. გამოცდა, ლოცვა და ძმური სიყვარული

ხედავ, რომ სწორედ ეს არის, რასაც ამბობს: „ყოველივე გამოიცადეთ“ ()? ვინაიდან როცა თქვა: „წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ“ (), რათა არ ეფიქრათ, თითქოს ყველასთვის ერთიანად ამბიონი გაუხსნა, დასძენს: „ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ.“ (...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:

...ენა, დასაწყისშივე ასე გაბრწყინდა, მით უმეტეს — ისინი, ვინც უკვე ირწმუნეს. მაგრამ ნურავინ, ამას რომ იაზრებს და იცის, რომ მოკლე დროში ყველაფრის აღდგენა შეიძლება, უდებებას მიეცემა; რადგან მომავალი უცნობია და „დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის“ (), უეცრად დაგვესხმის თავს ჩვენ, მძინარეთ; მაგრამ თუ არ გვეძინება, მპარავივით არ დაგვესხმის თავს და მოუმზადებელთ არ წაგვიყვანს. რადგან თუ „მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ“ (), იგი უკვე მპარავივით აღარ დაგვესხმის თავს, არამედ როგორც სამეფო მაცნე, რომელიც ჩვენთვის გამზადებული სიკეთეებისკენ გვიხმობს; ხოლო თუ გვძინავს, მპარავივით თავს დაგვადგება. მაშ, ნურავინ დაიძინებს, ნურავინ იქნება უქმი სათნოების მიმართ; რადგან სწორედ ეს არის ძილი.

ნუთუ არ იცით, როცა გვძინავს, როგორ აღარ არის ჩვენი საქმეები უსაფრთხოდ და როგორ ადვილად ხდება ისინი ბოროტი ზრახვის სამიზნე? ხოლო როცა ვფხიზლობთ, ჩვენთვის ამოდენა დაცვა აღარ არის საჭირო....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მზ ვეცხლისმოყუარებისათჳს:

...უევლტიან; ვსდევდეთ მათ, რომელნი გუელიან. ნუცა განვსცემთ ცხორებასა ჩუენსა, არამედ მოვეკიდნეთ სასოებასა მას მერმისა საუკუნოჲსასა. ბერნი ვიგონებდეთ, ვითარმედ აჰა ესერა მოახლებულ არს სიკუდილი; ჭაბუკნი კუალად ვიგონებდეთ, ვითარმედ უცნაურ არს ჟამი სიკუდილისაჲ, და „ვითარცა მპარავი ღამით, ესრეთ მოიწევის დღჱ იგი“. ამისთჳს უკუე ვეკრძალნეთ ყოველნი და ვასწავებდეთ ურთიერ-თას შეურაცხ-ყოფად წარმავალთა ამათ და წარუვალთა მათ ზრუნვად, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ პოვნად კეთილთა მათ საუკუნეთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ პირველ წყლითრღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოვე კიდობნად, და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლითრღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“ (24,37-39).:

...და მოულოდებელად მეყსა შინა მოვალს, და უმრავლესნი შუებასა შინა იპოვნენ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „დღჱ იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწიოს. რაჟამს თქუან: მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა სრვაჲ, ვითარცა სალმობაჲ იგი შობადისაჲ მიდგომილსა, და ვერ განერნენ“.

ვითარ უკუე იტყჳს უფალი, ვითარმედ: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? რამეთუ უკუეთუ შუებაჲ არს მაშინ და „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარ იტყჳს უფალი, თუ: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? უკუეთუ შუებაჲ ყოფად არს, ვითარ იყოს ჭირი? გულისჴმა-ყავთ ესე სიტყუაჲ.

შუებაჲ აქუნდეს უგუნურთა და ულმობელთა. ამისთჳსცა არა თქუა მოციქულმან, თუ: მშჳდობაჲ იყოს, არამედ: „რაჟამს თქუანო, თუ: მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“. მათსა მას უგუნურებასა გამოაჩინებს. ვითარცა-იგი ნოვეს ზე უგულისხმონი იგი იშუებდეს, ხოლო მართალნი მწუხარებასა შინა იყვნეს, ეგრეთვე უფალი გუასწავებს და მოციქული წამებს, ვითარმედ დღეთა მათ, ოდეს ანტე მოვიდეს, ბოროტნი იგი გულისთქუმანი განმრავლდენ უშჯულოთა შორის, რომელთა წარეკუეთოს სასოვებაჲ ცხორებისა თჳსისაჲ, და იყვნენ იგინი ნაყროვანებათა შინა, შუებათა და მთრვალობათა და სხუათა ყოველთავე ბილწებათა. ამისთჳსცა სახე მო...

სრულად ნახვა