თარგმანი: იხილე კუალად ეგოდენთა მათ სიტყუათა ზედა წინა-განმართვისათა ჯერეთ სხუასაცა დაჰრთავს სიტყუასა განმაცხადებელსა, ვითარმედ იძულებით შემოვიდა იგი სიტყუათა ამათ სიქადულისათა; ამისთჳს უგუნურებად და კადრებად უწოდს მათ, რაჲთა ჩუენ განგუსწავლნეს არაოდეს კადრებად სიტყუად სიტყუასა სიქადულისასა, თჳნიერ ესევითარისავე რაჲსმე დიდისა და საჭიროჲსა მიზეზისა.
2 კორინთელთა მიმართ 11:22
21. სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ.22. ებრაელები არიან? მეც; ისრაელიტები არიან? მეც; აბრაამის თესლი არიან? მეც;23. ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურებით ვიტყვი: მე - უმეტესად; შრომით - უმეტესად, გვემით - უმეტესად, დილეგში გდებით უმრავლესად, სიკვდილის მუქარით - უხშირესად.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11