1.ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ.2.არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე.3.ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული,4.რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი.5.რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის.6.რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.7.ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან.8.ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს.9.დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ.10.ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში.11.ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში.12.ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე - თქვენში.13.მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ.14.რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე.15.ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.16.ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი.17.ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის,18.როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი.
მოციქულისაჲ: რომელთანი ღმერთმან ამის სოფლისათანი დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი (4,4).
თარგმანი: არა თუ ღმერთმან დაუბრმნა, რაჲთა არა მოვიდენ სარწმუნოებად, არამედ თჳთ დაადგრეს ურწმუნოებასა. ღმერთმან დაუბრმნა, რაჲთა, ვიდრემდის იყვნეს ურწმუნოებასა შინა, ვერ ხედვიდენ საიდუმლოთა მათ ღმრთისათა.
მოციქულისაჲ: რამეთუ მარადის ჩუენ ცხოველნი ესე (4,11).
თარგმანი: ჩუენ წინამძღუარნი ესე; რამეთუ ცხოველად...
ყოვლად სამღვდელო მღვდელთმთავართა, პატიოსან მოძღვართა, ღირსთა ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულ შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა
ქრისტეს მიერ საყვარელო ღვთივგანბრძნობილო მღვდელთმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერ-მონოზონნო, ძვირფასო ძმანო და დანო - შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ, გილოცავთ დიდსა და სასიხარულო დღესასწაულს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ამ ზეიმთა ზეიმს - პასექს მარადიულსა...
2 კორინთელთა მიმართ 4:32 კორინთელთა მიმართ 4:82 კორინთელთა მიმართ 4:14
უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II:
...ითა შენითა„. და უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად, გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლკ. 23, 43).
ორივე ეს ავაზაკი სიმბოლური სახეა კაცობრიობისა, რომლის ერთი ნაწილი ისე ასრულებს ამქვეყნიურ ყოფას, რომ არ სცნობს, არ აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს. ალბათ იმიტომ, რომ „სახარება წარწყმედულთათვის დაფარულია“ (). მეორე ავაზაკი კი, ცოდვით დაცემული, მაგრამ სინანულით განწმენდილი ადამის მოდგმაა, რომელიც მარადიული ნეტარებით განიხარებს უფალთან ერთად.
ესეც ხდება, რომ ის, ვინც ეზიარება მაცხოვრის ჭეშმარიტებას და აღვსილია მისი წყალობით, ხშირად საბედისწერო შეცდომას უშვებს და თავის ნებით სცილდება უფალს. აქაც ორ ძირითად სახეს ვხვდებით, რომელთა სიმბოლოებად პეტრე მოციქული და იუდა ისკარიოტელი შეიძლება ვიგულისხმოთ.
უფლის მოწაფეთა შორის პეტრე ყველაზე გულმხურვალე იყო და მთელი არსებით უყვარდა იესო, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმის წინ ადამიანური სისუსტის გამო, სიკვდილის შიშით, უარყო იგი, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მწარედ განიცდიდა და გულით სთხოვდა უფალს პატიებას. მაცხოვარმა არა თუ შეუნდო მას და მოწაფის ხარისხში აღადგინა, არამედ მოციქულთა თავად დაადგინა წმ. პავლესთან ერთად.
იუდას ქმედება კი არ იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ის „ეძებდა მარჯვე დროს, რ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:
...- მამისაგან გამომავალი. ესე თჳთებანი არიან გუამოვნებისანი. ხოლო სხჳთა ყოვლითავე ერთობაჲ იგი და სწორებაჲ წმიდისა სამებისაჲ განუყოფელ არს, და ამას შჯულიცა ბუნებითი გულისხმა-გჳყოფს, და წმიდანი წერილნი გუასწავებენ. რამეთუ იტყჳს მოციქული მხოლოდშობილისა ძისათჳს ღმრთისა, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“. ; ხატი არა თუ სახისა ჴორციელისაჲ, არამედ ღმრთეებისა და ყოველთა მათ დიდებულებისა ღმრთეებისათა, ხატი ძლიერებისაჲ, ხატი სიბრძნისაჲ, რამეთუ წერილ არს: „ქრისტე - ძალი და სიბრძნე ღმრთისაჲ“. ხოლო მეცნიერებაჲცა ნაწილი არს სიბრ-ძნისაჲ. აწ უკუე ვითარ ვინ იკადროს თქუმად, თუ სიბრძნესა ღმრთისასა მეცნიერებაჲ აკლს? ნუ იყოფინ ესე სიტყუაჲ ყოლადვე!
ანუ ვითარ მამამან, რომლისა მიერ შექმნნა საუკუნენი, ესე მცირე ნაწილი ჟამთაჲ - დღჱ იგი - არა აუწყა. დამბადებელი იგი ყოველთაჲ, „რომლისა მიერ ყოველივე იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“, მცირესა ნაწილსა მის მიერ ქმნილთასა - დღესა მას აღსასრულისასა - ვითარმცა უმეცარ იყო. ნუ იყოფინ ესე, ნუ იყოფინ! არამედ ვითარცა ყოვლისავე დამბადებელმან და ყოვლისა მ...
...ებობას ვამჩნევთ, მით უმეტეს, როცა მარხვის წამალს არ გამოვიყენებთ, ამ საქმეთა მიმართ მეტ დაუდევრობას გამოვიჩენთ. ამის გაგონილნი, თქვენ, ვისაც მარხვის ძალა გაქვთ, ამ კეთილ და საქებელ მოშურნეობას უფრო გაუძლიერეთ, გთხოვთ. „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ" (). მარხვა სხეულს დაამდაბლებს და უწესრიგო გულისთქმათა სადავეს მოქაჩავს, ხოლო სულს კი გაანათლებს, აფრთიანებს, მსუბუქსა და მაღალმფრინავს გახდის. რაც შეეხება თქვენს ძმებს, რომლებსაც ხორციელი სისუსტის გამო მარხვის ძალა არ აქვთ, მათ დაარწმუნეთ, რომ ამ სულიერ საზრდოს არ ივიწყებდნენ, ასწავლეთ, ჩვენგან გაგონილი გადაეცით და აჩვენეთ, რომ ამ სწავლებათა მოსმენის უღირსი არ არის ის, ვინც ზომიერად ჭამს და სვამს, არამედ უზრუნველი და სიამოვნებებს მიცემული ადამიანი. მოციქულის სიტყვებიც შეახსენეთ: „რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა" (). ამრიგად, მარხულიც ღმერთს მადლობს იმისთვის, რომ მარხვის შრომის ატანის ძალა ჰქონდა; ჭამელიც ღმერთს მადლობს, რადგან ეს არაფრით ავნებს მისი სულის ცხონებას, ოღონდ ისურვოს. კაცთმოყვარემ ღმერთმა უთვ...