მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:4

3. მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი.4. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი.5. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
4. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების, რომელი-ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან (5,4).:

თარგმანი: ვითარმცა ვინმე ჰკითხვიდა წინააღმდგომთაგანი, ვითარმედ: "რაჲ? ნუუკუე ჴორცთა სიკუდილი გიმძიმსა ანუ ჴორცნი გეწყინებიან?" — მიუგებს, ვითარმედ: "სიკუდილი არა მიმძიმს, რომელი-ესე სოფლისმოყუარეთა თჳს-ეყჳს, და ჴორცნი არა მეწყინებიან, რამეთუ არცაღა განძურცაჲ მათი მნებავს, არამედ ესე ოდენ, რაჲთა მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ და დაინთქას მოკუდავებაჲ მათი უკუდავებითა და ცხორებითა, ესე იგი არს —თავისუფლებითა ვნებათაგან და ცოდვათა.

ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მზაკვარი ენა და ზენა იერუსალიმი:

...მურად ყოფნა გამიგრძელდა“. სხვა კი: „ვაი მე, შორეულობაში მწირი გავხდი“. ამას ისინი ბაბილონში ტყვეობის გამო გოდებენ, ხოლო პავლე აქ ყოფნის შესახებ ამბობს: „და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების“ (). და კიდევ: „არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით“ (). რადგან ამჟამინდელი ცხოვრებაც მწირობაა. და რატომ ვამბობ მწირობას, როცა ეს მწირობაზეც უფრო უმნიშვნელო რამეა? ამიტომ ქრისტემ მას გზაც უწოდა, როცა თქვა: „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა“ (). რადგან ეს არის საუკეთესო და, განსაკუთრებით, პირველი სწავლება: ვიცოდეთ, რომ ამჟამინდელ ცხოვრებაში მწირები ვართ.

ამიტომ ძველებიც ამას აღიარებდნენ და სწორედ ამის გამ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 114-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის განგება და ჭირის სარგებელი:

...„არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა,“** (); და კვლავ: „რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების“ ().

3. ცოცხალთა ქვეყანა და უხილავი სიკეთენი

ხედავ, რაოდენ კეთილია სულიერი სიბრძნე? რაც სხვებს ცრემლების ღირსად ეჩვენება, მისთვის ლოცვის ღირსია; ხოლო რაც სხვებისთვის სიხარულისა და სიამის ღირსია, მისთვის სულთქმის ღირსია. ან განა სულთქმის ღირსი არ არის უცხო მხარეში ყოფნა და ჩვენი სამშობლოდან შორს გადასახლება? ან განა სიხარულის ღირსი არ არის, რომ სწრაფად მივაშუროთ მშვიდ ნავსადგურს და მივიღოთ ზენა ქალაქი, სადაც ტკივილი, მწუხარება და სულთქმა განშორებულია? „ეს მე, ცოდვილს, რა შემეხება?“ — ამბობს იგი. ხედავ, რომ მწუხარებას სიკვდილი კი არ ქმნის, არამედ ბოროტი სინდისი? ამიტომ შეწყ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სიკვდილის სარგებელი და ქმნილებათა მორჩილება:

...ო ვისაც სუფთა სინდისი აქვს, ჯილდოებისკენ მირბის და გვირგვინისკენ მიემართება.

და რათა გაიგო, რომ შფოთს საქმეთა ბუნება კი არა, ადამიანთა განწყობა ქმნის, ისმინე, როგორ ისწრაფვის პავლე სიკვდილისკენ: ხან ამბობს, „და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით“ () და „შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა“ (), ხან კი იმავეს სხვაგან აცხადებს: „დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ“ (). თუ სიკვდილი სწორად მცხოვრებთათვის მძიმე ტვირთი კი არა, სასურველიც არის, მით უფრო სიღარიბე და ყოველივე სხვა. „გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „ზედმიწევნით დადგენილია“.

აქ, როგორც მეჩვენება, ქმნილებებზე საუბრობს და ღვთის სიბრძნეს აცხადებს; ზემოთ კი „საქმეებს“ უწოდებდა იმ საკვირველებებსა დ...

სრულად ნახვა