მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 2:11

10. ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი.11. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,12. და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
11. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,
თესალონიკელთა მიმართ ბ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ამისთჳს მოუვლინოს ღმერთმან შემწედ საცთურებისა (2,11).:

თარგმანი: თუ "მოუვლინოს", ესე იგი არს, მიუშუას ყოფად საქმისა ამის, რაჲთა დაისაჯნენ, რომელთა არა ინებეს რწმუნებად ჭეშმარიტი ქრისტე.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარეთ მე. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ“ (5,43).:

...თქუენ სცხოვნდეთო“, და „რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს“. და ვინაჲთგან ეგულებოდა მისი კიცხევაჲ, ჰრქუა მეორჱცა მიზეზი, უკეთურებისა მათისა გამომაჩინებელი, რამეთუ პავლე ანტისათჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელებით: „მოავლინოს ღმერთმან ძალი საცთურისაჲ, რაჲთა განსაჯნეს ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებაჲ“. ხოლო ქრისტემან არა თქუა, ვითარმედ მოვიდეს, არამედ: „უკუეთუ მოვიდესო”. რამეთუ ერიდებოდა მსმენელთა მათ და ამისთჳს დაიდუმა მიზეზი მოსლვისა მისისაჲ, ხოლო პავლე მიზეზიცა თქუა: რამეთუ იგი არს, რომელმან ყოველი სიტყუაჲ მიუღოს მათ. და ამისა შემდგომად მიზეზიცა თქუა მათისა ურწმუნოებისაჲ უფალმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჴელ-გეწიფების რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ (5,44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამითცა სიტყჳთა გამოაჩინებს, ვითარმედ არა ღმრთისასა ეძიებდეს იგინი, არამედ მით მიზეზითა თჳსსა ნებასა აღასრულებდეს, რამეთუ იგინი არა ღმრთისასა ეძიებდეს, არამედ კაცთა დიდებასა. ხოლო გამოაჩინა რაჲ მრავლით კერძო, ვითარმედ სიყუარული ღმრთისაჲ არა აქუს, და ამხილა ცხადად, ვითარმედ ყოველი სიტყუაჲ მი-ღებულ არს მათგან, მერმე მოიყვანა მოსეცა შემასმენელად მათა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰგონებ...

სრულად ნახვა