...დან რაღაც, და შემდეგ თანმიმდევრულად განვიხილოთ დღევანდელი საკითხავი. რაზე ვმსჯელობდით უკანასკნელ ჯერზე, სად მივიყვანეთ სიტყვა და სად შევაჩერეთ — ამის შესახებ უნდა ვთქვათ. „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (), — ამბობს (მოსე). რაც მაშინ ვთქვი, ახლაც გავიმეორებ და მუდამ ვიტყვი — სახელდობრ იმას, რომ ყოველთა საერთო მეუფის სიყვარული ჩვენი მოდგმის მიმართ დიდია და გამოუთქმელი. მართლაც, ჩვენი ცხონებისათვის მან დიდი მოწყალება გამოიჩინა, დიდი პატივით ღირსყო ეს არსება, ესე იგი ადამიანი; და სიტყვითაც და საქმითაც დაამტკიცა, რომ მის შესახებ უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე მთელ ხილულ ქმნილებაზე. არაფერი გვიშლის ხელს, რომ დღესაც თქვენს წინაშე, საყვარელნო, იმავე საკითხს განვიხილოთ. როგორც სურნელოვანი ნივთიერებები, რაც უფრო მეტად ვხეხავთ ხელის თითებით, მით უფრო ძლიერ სურნელს გამოსცემენ, ისევე წერილიც: რაც უფრო ღრმად ჩავწვდებით, მით უფრო მეტ საუნჯეს ვაღმოაჩენთ და მისგან დიდი და გამოუთქმელი სიმდიდრის შეძენას შევძლებთ. „და შექმნა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან". განსხვავება თვით სიტყვის დასაწყისიდანვე შეამჩნიე. ნე...
დაბადება 2:7
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ე მოგვითხრობს. ზემოთ მოკლედ თქვა: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი" (); ხოლო ახლა ამბობს: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (). დიდმნიშვნელოვანია ეს სიტყვები; ბევრი საკვირველი და ადამიანის გონებას აღემატებული რამ არის მოქცეული მათში. „და შექმნა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან". როგორც ყოველ ხილულ ქმნილებაზე ვაჩვენე, რომ ყოვლის შემოქმედი ყველაფერს არა ისე აკეთებს, როგორც ადამიანები, რათა ამითაც მისი გამოუთქმელი ძალა გამოვლინდეს, ისევე ახლა, ადამიანის შექმნისასაც, იგივე ჩანს. შეხედე: მან მიწა წყალთა ზედა დაამყარა, რისი გაგებაც ადამიანის გონებას რწმენის გარეშე არ შეუძლია; მან, ვაჩვენეთ, როცა ინებებს, ყოველ არსებას თავისი თვისებების საპირისპიროდ აქცევს. იგივე, როგორც ახლა საღვთო წერილი გვიჩვენებს, ადამიანის შექმნისასაც მოხდა. „შექმნა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან". რას ამბობ: მტვერი მიწიდან აიღო და ადამიანი შექმნაო? სწორედ ასეა, ამბობს. და ნათქვამია არა უბრალოდ „მიწა"...
...რთეებისაჲთა მის თანა განცხადებულად მოქმედებდა ბუნებასა შინა კაცებისასა.
მოციქულისაჲ: ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად (15,45).
თარგმანი: ესე წერილ არს დაბადებასა შინა, ვითარმედ: "იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად" (), ხოლო შემდგომი ამისი თჳთ დაურთავს მოციქულსა, და საქმე აღსრულებული — სიტყუად წერილისა სახელ-უდებიეს, ვითარმედ: "უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად", რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, და უფროჲსღა საწინაჲსწარმეტყუელოთა წიგნთა, ვითარ-იგი იერუსალემისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: "ქალაქ სიმართლისა გეწოდოს" (), და არა ეწოდა. და კუალად უფლისათჳს, ვითარმედ: "სახელი მისი ემმანოელ" (), რომელი არა ეწოდა. გარნა ცხად არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელმან საქმე აღსრულებული სახელის-დებად შეჰრაცხა. გარნა შენ იხილე, ვითარ პირველისა ადამისთჳს ცხოველობაჲ ოდენ თქუა სამშჳნველისაჲ, ხოლო მეორისა ადამისთჳს — სული; არღარა თჳთ ოდენ ცხოველი, არამედ სხუათაცა განმაცხოველებელი, რაჲთა უმაღლესობაჲ საზომისაჲ გიჩუენოს, ვითარ იგი — განხრწნადისა ამის და წარმავ...