მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 49:10

9. ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?10. არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.11. ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის ტანსაცმელს.
დაბადება თავი 49
10. არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმეონისა და ლევის განსჯა და იუდას წინასწარმეტყველება (49:5-11):

...სა"** ().

შემდეგ იაკობი ნათლად მიუთითებს დროსაც, როცა ღვთის განგებულებით ქრისტეს უნდა გამოცხადებულიყო. „არა მოაკლდეს, — ამბობს, — მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა" (). მანამდე, ამბობს, იუდეური წესწყობილება და იუდეველთა მთავრები გაგრძელდება, ვიდრე ის მოვა. და კარგად თქვა იაკობმა: „ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს", ესე იგი, ვისთვისაც სამეფო წინასწარ განმზადებულია. ამიტომ იგი არის „მოლოდება წარმართთა". იხილე, როგორ ლაპარაკობს უკვე წარმართთა მომავალ ცხონებაზე. „და იგი, — ამბობს, — არს მოლოდება წარმართთა": მის მოსვლას წარმართები ელოდებიან. „და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ" (); ვირთა ხატით კვლავ წარმართთა მოქცევას წინასწარმეტყველებს. რადგან ვირი უწმინდურ ცხოველად ითვლებოდა, იაკობი ამბობს, რომ ამ უწმინდურ წარმართულ ერებს ისეთი სიმსუბუქით მოიქცევს, თითქოს ვიღაცამ ვირის კიცვი ვაზის რტოსთან მიაბა, — ამით ძალაუფლების სიდიადესაც და ხალხთა დიდ მორჩილებასაც გამოხატავს. ეს ვირის დიდი სიმშვიდის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...ქალწულისათჳს თქუმულ არს და არა იოსებისთჳს. აჰა ესერა გესმა განცხადებულად, ვითარმედ სახლისაგან და ტომისა დავითისი იყო ქალწული იგი. და იაკობცა მამათმთავარი იუდაჲს ტომისაგან მოასწავებდა გამოჩინებად სასოებასა მას წარმართთასა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, ვიდრემდის მოვიდეს სასოებაჲ იგი წარმართთაჲ“. არამედ სიტყუაჲ იგი მამათმთავრისაჲ იუდაჲს ტომისაგან იტყჳს, ხოლო დავითისთჳს არას მოასწავებს, რამეთუ ტომსა შინა იუდაჲს სა არა დავითისი ოდენ იყო სახელი, არამედ სხუანიცა მრავალნი. ხოლო რაჲთა არა სთქუა, თუ: ვითარ გულისჴმა-ვყო, ვითარმედ დავითის ტომისაგან იყო მარიამ, ამისთჳს გაუწყა მახარებელმან, ვითარმედ: „სახლისაგან და ტომისა დავითისი, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ“. ამას ზედა სხუაჲცა მიგითხრა უწყებაჲ მის საქმისაჲ: რჩული იყო ებრაელთა შორის, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდეს სხჳსა ტომისაგან სხუად ტომად განთხოებად ანუ ქორწინებად, არამედ ვითარცა იყვნეს ათორმეტნი ტომნი ძეთა ისრაჱლისათა, თითოეულისა ტომისა ერი ურთიერთას შეერთვოდეს და არა სხჳსა ტომისაგან ოდენ, არამედ არცა სხჳსა სახლისაგან, რომელ არს თჳსებაჲ, ჴელ-ეწიფებოდა ქორწინებად. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არცა იოსებს ჴელ-ეწიფებოდა მოყვანებად ქალწული იგი სხჳსა ტომისაგან. აწ უკუე სიტყუაჲ იგი,...

სრულად ნახვა