...არეობის განსაკუთრებულ სიმაღლესაც და იმდროინდელ ადამიანთა ბოროტების დიდ გაძლიერებასაც. „ნოე იყო ექუსასთა წელთა". საღვთო წერილმა უმიზეზოდ კი არ გვითხრა მართლის წლების რიცხვი, და არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რამდენი წლისა იყო მართალი, არამედ იმიტომ, რომ მანამდე უკვე გვამცნო: „ნოე იყო წელიწადთა ხუთასთა" (). ხოლო ამ წლების რიცხვის შემდეგ, მოგვითხრო ადამიანთა მანკიერებისკენ ძლიერი მისწრაფების შესახებ, როგორ „შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (), რის გამოც ღმერთმა ბრძანა: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის... ყოფისათჳს მათისა ჴორც" (), ამ სიტყვებით მათ თავისი დიდი რისხვის წინასწარ აცნობებდა. შემდეგ, რათა მათ სინანულისა და რისხვის თავიდან აცილებისთვის საკმარისი დრო მიეცა, ამბობს: „იყვნენ ასოც წელ", ესე იგი, ხუთასი წლის შემდეგაც მოვითმენ, რადგან ეს მართალი ხუთასი წლის განმავლობაში არ წყვეტდა ყველას შეგონებას თავისი სახელითვე, და, მხოლოდ ისურვებდნენ მოსმენას, ურჩევდა ცოდვას მოშორებოდნენ და სათნოებისკენ მიქცეულიყვნენ. ამის მიუხედავად, ამბობს ღმერთი, ახლაც კიდევ ასოცი წლის მოთმინებას აღვუთქ...
დაბადება 5:3
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ე სამნი ძენი: სემი, ქამი, იაფეთი"**, — ნათქვამია. უმიზეზოდ არ მიუთითა საღვთო წერილმა მართლის ძეთა დროზეც და რიცხვზეც; არა, ამითაც მას სურდა ჩვენთვის, თუმცა არა პირდაპირ, ეჩვენებინა მისი სათნოების საკვირველი სიდიადე. ზემოთ მან თქვა, რომ „იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა", და მაშინვე დაუმატა: „და შვნა სამნი ძენი" (), გვასწავლის რა, რა საკვირველი იყო მისი თავშეკავება, თანაც ისეთ დროს, როცა იმ დროის ხალხი ასეთ აუზღუდაობასა და გარყვნილებას იყო მიცემული და ყოველი ასაკი, ასე ვთქვათ, ბოროტებისკენ იყო მიმართული. ხომ გსმენიათ, როგორ ამბობს საღვთო წერილი: „იხილა უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა" სიყრმიდანვე (), და ამით ნათლად გვიჩვენებს, რომ ჭაბუკნი ცდილობდნენ უღმრთოებაში ასაკით უფროსებს გადაეჭარბებინათ, მოხუცნი ჭაბუკებზე ნაკლებ არ უგუნურობდნენ, და ყველაზე უმანკო ასაკიც კი ძლიერად იზიდებოდა მანკიერებისკენ.
2. ნოეს თავშეკავება და ქვეყნის განხრწნა (6:12-13)
მაშასადამე, რათა ვიცოდეთ, როგორ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ასეთ აღვირახსნილობასა და გარყვნილებას მისცემოდა, მართალი მარტო იღვწ...
...ელი, არც ამას — სათნოების ჯილდო. მაგრამ, რადგან ყოველივე, ზეციური მადლის შემდეგ, ჩვენი ნებისყოფიდან გამომდინარეობს, ამიტომ შემცოდეთათვის სასჯელი არის განმზადებული, ხოლო სათნოებით მცხოვრებთათვის — მისაგებელი და ჯილდო. „და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა, — ამბობს წერილი, — და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ" (). შენიშნე საღვთო წერილის ზედმიწევნითობა. მართლის წლების რიცხვი რომ გვითხრა, რათა უფლის სულგრძელობის სიდიადე გვეჩვენებინა, ახლა კიდევ სურს აგვიხსნას უფლის მოწყალების სიუხვე და ადამიანთა უღმრთოების გაძლიერება.
2. „ძენი ღმრთისანი" — ანგელოზები თუ ადამიანები? (6:1-2)
მაგრამ მოვისმინოთ თავად მოსეს სიტყვები, რომელიც, სულის შთაგონებით მეტყველი, ყველაფერს ზუსტად გვასწავლის. „და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა, და ასულნი იშვნეს მათდა" (). უმიზეზოდ არ დაუმატა: „და ასულნი იშვნეს მათდა", არამედ იმიტომ, რომ ხალხის დიდი გამრავლების შესახებ წარმოდგენა მოგვეცა. სადაც ასეთი დიდი რაოდენობის ფესვია, იქ აუცილებლად ბევრი ტოტიც იზრდება. „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს" (...
...იცავს. „და ცხოვნდა, — ამბობს, — ადამ ორას ოცდაათ წელ და შვა... სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა. და სახელ-სდვა სახელი მისი სით. და იქმნნეს დღენი ადამისნი... შემდგომად შობისა სეითისა შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რომელთა ცხოვნდა ცხრაასოცდაათ წელ და მოკუდა" ().
3. სითის შობა და სახელთა მნიშვნელობა (4:25-26)
განა მართალს არ ვამბობდი დასაწყისში, რომ საღვთო წერილში ვერაფერს იპოვი უბრალოდ და ამაოდ ნაწერს? აი, ახლაც რა ზედმიწევნითობით გამოთქვა ეს ნეტარმა წინასწარმეტყველმა. „შვა, — ამბობს, — ადამ... სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა. და სახელ-სდვა სახელი მისი სით". ხოლო უფრო ადრე შობილზე, ესე იგი, კაენზე ასეთი არაფერი თქვა, წინასწარვე გვაუწყებდა რა მისი ბოროტებისადმი მიდრეკილების შესახებ; და სამართლიანად: კაენმა მამის ზნე-ჩვეულებანი არ შეინარჩუნა, არამედ მაშინვე ბოროტებისკენ გადაუხვია. აქ კი მოსე ამბობს: „ხატებისაებრ თჳსისა და სახოვნებისაებრ თჳსისა", ესე იგი, (ადამმა ძე შვა) მშობლის თანაგვარი, იმავე სათნო თვისებებით, რომელიც საქმეებით ამჟღავნებდა მამის ხატს და თავისი სათნოებით უფროსი ძის შეცოდებას ანაზღაურებდა. აქ წერილი, როცა ამბობს: **„ხატებისაებრ თჳსისა და სახოვნ...