...ბისაჲთა?“** (). ხედავ, როგორ უკავშირდება იგი წვრთნას? შეხედე, როგორ უკავშირდება მეფობასაც. რადგან ესაია ამბობს: „და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს“ (); დავითიც ამბობს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ (). აქ კვერთხად ძალა უწოდა, რომლითაც მოწაფეები მთელ ქვეყნიერებას მოივლიდნენ, ზნეებს ასწორებდნენ და ადამიანთა ბუნებას უგუნური ბოროტებიდან გონიერ მდგომარეობამდე მიჰყავდათ. რადგან ამბობს: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“ ().
მოსესაც ჰქონდა კვერთხი, მაგრამ მან ღვთის მოქმედება მიიღო, რომლის მეშვეობითაც ყველაფერში მოქმედებდა. და იმ კვერთხმა მდინარეები გაჰყო, ამან კი ქვეყნიერების უღმრთოება გაარღვია. არც ის შეცდება, ვინც ჯვარსაც ძლიე...