...სადმი მეგობრობით სავსე. ამბობს: „ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით, უფალსა" (); და კვლავ: „ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა" (). დავითის გალობებიც ცრემლთა მრავალ წყაროს აღძრავს. რადგან, როდესაც გალობს და ამბობს: „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო" (); და კვლავ: „რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი" (); და კვლავ: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?" (); „კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ" (); და: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა" (...