...გვანიშნებდა, როცა ამბობდა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა“ ()? და ესაიაც ქრისტეს შესახებ ამბობს: „მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა“ (), საკრველებში მყოფთ რომ ეუბნება: „საკრველთშინანი გამოვედით“ (). ამრიგად, ეს საკრველები განხეთქა და არა მხოლოდ გახსნა; რადგან განხეთქა გახსნაზე მეტს ნიშნავს. თუ ვინმეს სულიერი აზრითაც სურს ამის გაგება და ამ საკრველებში ცოდვათა საკრველები და მთელი ძველი კაცი იგულისხმოს, შესაფერის აზრს არ ასცდება. არსებობს კიდევ სხვა, უმშვენიერესი საკრველიც, რომელსაც პავლე მუდამ ატარებდა და ამბობდა: „პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი“ (). და კვლავ: „რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ“ (). **„შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“...